პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი პოეტის პოეზიის საღამო ათენში - სულიერი საზრდო ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის
ორი პოეტის პოეზიის საღამო ათენში - სულიერი საზრდო ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის

"შე­მოდ­გო­მის პო­ე­ტუ­რი ნი­ა­ვი" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო ათენ­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრში, ამა­ვე ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ავ­თან­დილ მი­ქა­ბე­რი­ძის ხელ­შე­წყო­ბით გა­ი­მარ­თა. კულ­ტუ­რის ცენ­ტრმა "კავ­კა­სი­ამ" ორ პოეტ ქალს უმას­პინ­ძლა.

სოფო ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი სა­ბერ­ძნეთს შვე­ი­ცა­რი­ი­დან ეს­ტუმ­რა, თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე კი სა­ქარ­თვე­ლო­დან. შვე­ი­ცა­რი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ემიგ­რან­ტმა პო­ეტ­მა ათენ­ში ორი წიგ­ნი წა­რად­გი­ნა: "დე­და­მი­წა რაზე დგას", რო­მე­ლიც 80 პა­ტა­რას და­უ­რიგ­და სა­ჩუქ­რად და "ნოს­ტალ­გია", - სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ლექ­სე­ბით.

ათე­უ­ლი წლის წინ უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წილ ქარ­თველს, ლექ­სე­ბის წერა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ნატ­რე­ბამ და­ა­წყე­ბი­ნა. თა­ვა­დაც ამ­ბობს - "ლექ­სებს ვან­დობ­დი ჩემს დარდს და ტკი­ვილს, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი რო­დეს­მე თუ წიგ­ნად და­ი­ბეჭ­დე­ბო­დაო". რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბავ­შვო კრე­ბულს, ის ორი წლის წინ და­ი­ბეჭ­და და უკვე მე­სა­მე ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს გა­და­ე­ცათ სა­ჩუქ­რად. ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფოს სურ­ვი­ლია სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას ეწ­ვი­ოს და მსოფ­ლი­ო­ში მი­მო­ფან­ტუ­ლი პა­ტა­რა ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლით და­ა­სა­ჩუქ­როს.

თა­მარ ჯა­ფა­რი­ძემ კი ლექ­სე­ბის წერა თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო და ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ არა­მარ­ტო მკი­თხვე­ლის, კრი­ტი­კოს­თა და ლი­ტე­რა­ტორ­თა ყუ­რა­დღე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა. ახალ­ბე­და პო­ე­ტი ერთ თვე­ში ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­ზე­თებ­სა და ან­თო­ლო­გი­ა­ში და­ი­ბეჭ­და და დღემ­დე იბეჭ­დე­ბა. თა­მარ ჯა­ფა­რი­ძის პირ­ვე­ლი ლექ­სი "მა­ესტრო" გახ­ლდათ. შთა­გო­ნე­ბის წყა­რო კი ელი­სო ვირ­სა­ლა­ძის კონ­ცერ­ტი და ახალ­გაზ­რდა დი­რი­ჟო­რი მი­რი­ან ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი.

"მა­ესტროს" მა­ლე­ვე სხვა ლექ­სე­ბიც მოჰ­ყვა. ჯერ გა­სარ­თო­ბად წერ­და, მერე კი ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­მა აი­ძუ­ლა, რომ ჰობი ერთ-ერთ მთა­ვარ საქ­მედ ექ­ცია.

თა­მარ ჯა­ფა­რი­ძის პო­ე­ზი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც მა­ლე­ვე შე­მო­იკ­რი­ბა უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი. სწო­რედ ერთ-ერთი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა მისი ათენ­ში მიწ­ვე­ვაც.

თა­მარ ჯა­ფა­რი­ძი­სა და სოფო ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლის ლექ­სებს ემიგ­რან­ტე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა ხვდა წი­ლად.

"ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნეთ, ეს იყო უდი­დე­სი სა­ღა­მო ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის, ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ ქარ­თვე­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა ეს სუ­ლი­ე­რი საზ­რდო... თი­თო­ე­ულ შე­მოქ­მე­დე­ბით დღეს აქ ქარ­თუ­ლი სი­ტყვის გა­დარ­ჩე­ნის დღედ აღ­ვიქ­ვამთ" - გა­ნა­ცხა­და ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ­მა ქარ­თველ­მა შე­მოქ­მედ­მა ნინო ქი­ზი­ყელ­მა.

თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ორი პოეტის პოეზიის საღამო ათენში - სულიერი საზრდო ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის

ორი პოეტის პოეზიის საღამო ათენში - სულიერი საზრდო ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის

"შემოდგომის პოეტური ნიავი" - ამ სახელწოდების პოეზიის საღამო ათენში, განათლებისა და კულტურის ცენტრში, ამავე ცენტრის დამფუძნებლის, ავთანდილ მიქაბერიძის ხელშეწყობით გაიმართა. კულტურის ცენტრმა "კავკასიამ" ორ პოეტ ქალს უმასპინძლა.

სოფო ფოცხვერაშვილი საბერძნეთს შვეიცარიიდან ესტუმრა, თამარ ჯაფარიძე კი საქართველოდან. შვეიცარიაში მცხოვრებმა ემიგრანტმა პოეტმა ათენში ორი წიგნი წარადგინა: "დედამიწა რაზე დგას", რომელიც 80 პატარას დაურიგდა საჩუქრად და "ნოსტალგია", - სამშობლოს სიყვარულით გაჯერებული ლექსებით.

ათეული წლის წინ უცხოეთში გადახვეწილ ქართველს, ლექსების წერა საკუთარი ქვეყნის მონატრებამ დააწყებინა. თავადაც ამბობს - "ლექსებს ვანდობდი ჩემს დარდს და ტკივილს, ვერც კი წარმოვიდგენდი როდესმე თუ წიგნად დაიბეჭდებოდაო". რაც შეეხება საბავშვო კრებულს, ის ორი წლის წინ დაიბეჭდა და უკვე მესამე ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს გადაეცათ საჩუქრად. ქალბატონი სოფოს სურვილია სხვადასხვა ქვეყანას ეწვიოს და მსოფლიოში მიმოფანტული პატარა ქართველები თავისი ლექსების კრებულით დაასაჩუქროს.

თამარ ჯაფარიძემ კი ლექსების წერა თებერვალში დაიწყო და ძალიან მოკლე ხანში იმდენად პოპულარული გახდა, რომ არამარტო მკითხველის, კრიტიკოსთა და ლიტერატორთა ყურადღებაც დაიმსახურა. ახალბედა პოეტი ერთ თვეში ლიტერატურულ გაზეთებსა და ანთოლოგიაში დაიბეჭდა და დღემდე იბეჭდება. თამარ ჯაფარიძის პირველი ლექსი "მაესტრო" გახლდათ. შთაგონების წყარო კი ელისო ვირსალაძის კონცერტი და ახალგაზრდა დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.

"მაესტროს" მალევე სხვა ლექსებიც მოჰყვა. ჯერ გასართობად წერდა, მერე კი ხალხის სიყვარულმა აიძულა, რომ ჰობი ერთ-ერთ მთავარ საქმედ ექცია.

თამარ ჯაფარიძის პოეზიამ სოციალურ ქსელშიც მალევე შემოიკრიბა უამრავი თაყვანისმცემელი. სწორედ ერთ-ერთი თაყვანისმცემლის დამსახურებაა მისი ათენში მიწვევაც.

თამარ ჯაფარიძისა და სოფო ფოცხვერაშვილის ლექსებს ემიგრანტების დიდი მოწონება ხვდა წილად.

"ძალიან ვისიამოვნეთ, ეს იყო უდიდესი საღამო ყველა ქართველისთვის, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს აუცილებლად გვჭირდება ეს სულიერი საზრდო... თითოეულ შემოქმედებით დღეს აქ ქართული სიტყვის გადარჩენის დღედ აღვიქვამთ" - განაცხადა ემიგრაციაში მყოფმა ქართველმა შემოქმედმა ნინო ქიზიყელმა.

თორნიკე ყაჯრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი