პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგიკული ავარიის რა დეტალებზე ისაუბრა ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოში
ტრაგიკული ავარიის რა დეტალებზე ისაუბრა ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოში

გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას შვი­ლის, ბექა ხა­ხუ­ბი­ას და­ღუპ­ვის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ერთ-ერთი მოწ­მის, ვლა­დი­მერ მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუ­მი­დან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რე­ბი თბი­ლი­სის­კენ გად­მო­ყავ­და, გორ­თან მდე­ბა­რე გვი­რა­ბი­დან რომ გა­მო­ვი­და, შე­ნიშ­ნა, "რომ რა­ღაც ხდე­ბო­და".

"თავ­და­პირ­ვე­ლად სა­პატ­რუ­ლო მან­ქა­ნის ციმ­ცი­მე­ბი შევ­ნიშ­ნე, შემ­დეგ და­ვი­ნა­ხე ევა­კუ­ა­ტო­რის ციმ­ცი­მაც. მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე და ვი­კი­თხე, რა ხდე­ბო­და. ერთ-ერ­თმა მძღოლ­მა მი­თხრა, რომ და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი მძღო­ლი იყო. და­ვი­ნა­ხე, რომ ტრა­ი­ლერს ჰქონ­და გზა გა­და­კე­ტი­ლი და კი­დევ, მარ­ცხე­ნა მხა­რეს იდგა ტრა­ი­ლე­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ.

პრო­კუ­რო­რის კი­თხვა­ზე, იყო თუ რა გვი­რა­ბი­დან მარ­ჯვე­ნა მხა­რეს გა­სავ­ლე­ლი და­ტო­ვე­ბუ­ლი, მოწ­მემ გა­ნა­ცხა­და, რომ არ შე­უ­ნიშ­ნავს. "არ ვიცი, არ შე­მი­ნიშ­ნავს... გა­და­კე­ტი­ლი ჰქონ­და გზა", - გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ.

ბრალ­დე­ბის მხა­რის გარ­და, მოწ­მეს კი­თხვე­ბი და­უს­ვეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მაც. კერ­ძოდ, დაც­ვის მხა­რე და­ინ­ტე­რეს­და, რო­დის შე­ნიშ­ნა მან ტრა­ი­ლე­რი და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხომ არ იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ამ­რეკ­ლი, მა­ნა­თო­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ან სატ­ვირ­თოს ბო­ლომ­დე ჰქონ­და თუ არა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გა­და­კე­ტი­ლი.

"ტრა­ი­ლე­რი გვი­რა­ბი­დან გა­მოს­ვლი­დან ასე, 100 მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ შევ­ნიშ­ნე. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ნა­თო­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბებს, არ შე­მი­ნიშ­ნავს, თვალ­ში არ მომ­ხვედ­რია. ზუს­ტად არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ ტრა­ი­ლე­რი, ცე­რად იდგა თუ სწო­რად, მაგ­რამ რო­გორც მახ­სოვს, გა­სავ­ლე­ლი არ იყო. კარ­გად არ ჩან­და იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც მე ვი­დე­ქი. შემ­დეგ სხვა მან­ქა­ნამ, სხვა სატ­ვირ­თომ წინ წა­ი­წია და გა­სავ­ლე­ლი რომ გა­მოჩ­ნდა, გა­ვი­ა­რე და წა­ვე­დი თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ მეზვრიშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას შვი­ლის, ბექა ხა­ხუ­ბი­ას და­ღუპ­ვის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­საც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­დათ, ნუკ­რი ხა­ბე­ლაშ­ვილს, გი­ორ­გი სა­და­ღაშ­ვილს და ზუ­რაბ რუ­სიშ­ვილს ბრა­ლი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხ­ლე­ბით წა­რედ­გი­ნათ, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ძლი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, გორ­თან ახ­ლოს, ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მდე­ბა­რე გვი­რაბ­თან, ბექა ხა­ხუ­ბია 17 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა.

ტრაგიკული ავარიის რა დეტალებზე ისაუბრა ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოში

ტრაგიკული ავარიის რა დეტალებზე ისაუბრა ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოში

გორის რაიონულ სასამართლოში დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი მოწმის, ვლადიმერ მეზვრიშვილის განცხადებით, ბათუმიდან მიკროავტობუსით მგზავრები თბილისისკენ გადმოყავდა, გორთან მდებარე გვირაბიდან რომ გამოვიდა, შენიშნა, "რომ რაღაც ხდებოდა".

"თავდაპირველად საპატრულო მანქანის ციმციმები შევნიშნე, შემდეგ დავინახე ევაკუატორის ციმციმაც. მანქანა გავაჩერე და ვიკითხე, რა ხდებოდა. ერთ-ერთმა მძღოლმა მითხრა, რომ დაუმორჩილებელი მძღოლი იყო. დავინახე, რომ ტრაილერს ჰქონდა გზა გადაკეტილი და კიდევ, მარცხენა მხარეს იდგა ტრაილერები", - განაცხადა მოწმემ.

პროკურორის კითხვაზე, იყო თუ რა გვირაბიდან მარჯვენა მხარეს გასავლელი დატოვებული, მოწმემ განაცხადა, რომ არ შეუნიშნავს. "არ ვიცი, არ შემინიშნავს... გადაკეტილი ჰქონდა გზა", - განაცხადა მოწმემ.

ბრალდების მხარის გარდა, მოწმეს კითხვები დაუსვეს ბრალდებულების ადვოკატებმაც. კერძოდ, დაცვის მხარე დაინტერესდა, როდის შენიშნა მან ტრაილერი და ამ ტერიტორიაზე ხომ არ იყო დამონტაჟებული ამრეკლი, მანათობელი მოწყობილობები, ან სატვირთოს ბოლომდე ჰქონდა თუ არა გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი.

"ტრაილერი გვირაბიდან გამოსვლიდან ასე, 100 მეტრის გავლის შემდეგ შევნიშნე. რაც შეეხება მანათობელ მოწყობილობებს, არ შემინიშნავს, თვალში არ მომხვედრია. ზუსტად არ დავკვირვებივარ ტრაილერი, ცერად იდგა თუ სწორად, მაგრამ როგორც მახსოვს, გასავლელი არ იყო. კარგად არ ჩანდა იმ ადგილიდან, სადაც მე ვიდექი. შემდეგ სხვა მანქანამ, სხვა სატვირთომ წინ წაიწია და გასავლელი რომ გამოჩნდა, გავიარე და წავედი თბილისის მიმართულებით", - განაცხადა ვლადიმერ მეზვრიშვილმა.

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ძლიერი შეჯახების შედეგად, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ