მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში, შესაძლოა, პარასკევიც დასვენების დღედ გამოცხადდეს
რუსეთში, შესაძლოა, პარასკევიც დასვენების დღედ გამოცხადდეს

დას­ვე­ნე­ბის სამი დღე, სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა, - ასეთ ,მო­მა­ვალს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ ექ­სპერტრე­ბი და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბუ რუ­სეთ­ში. ად­გი­ლი, ყვე­ლას­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და თარ­ჯმი­ნე­ბის გარ­და, ისი­ნი უმუ­შე­ვა­რი რჩე­ბი­ან. გა­მო­ცე­მა Газета.Ru რუ­სე­თის უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის გან­ჭვრე­ტად შე­ე­ცა­და, - "ძა­ლი­ან მალე, კვი­რა­ში სამ­ჯერ დას­ვე­ნე­ბის სამი დღე და­წეს­დე­ბა და რა მთა­ვა­რია, უფრო ნაკ­ლებს ვი­მუ­შა­ვებთ, შე­სა­ბა­მი­სად, ანა­ზღა­უ­რე­ბაც უფრო ცოტა იქ­ნე­ბა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

Superjob -ის გა­მო­კი­თხვის ანახ­მად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 60%-ზე მეტი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე 8 სა­ათ­ზე ან მეტს მუ­შა­ობ­დნენ, თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას ას­წრებ­დნენ. თუმ­ცა, რუს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი საქ­მეს, მცი­რე დრო­შიც პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­ა­კე­თე­ბენ და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ბოლო წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კა იძ­ლე­ვა. სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ჩა­ტა­რე­ბულ ბოლო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუმ­ზე, რუ­სე­თის ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სერ­გეი შვე­ცევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­რას­კე­ვი, შე­საძ­ლოა, დას­ვე­ნე­ბის დღედ გა­მო­ცხად­დეს და ამის აუც­ლებ­ლო­ბა რუ­სეთ­ში კარ­გა ხა­ნია არ­სე­ბობს.

"ბოლო 15 წლის გან­მა­ლო­ბა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვი­ხი­ლავ­დით პა­რას­კევს დას­ვე­ნე­ბის სა­კითხს. ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ თან­და­თან ვი­თარ­დე­ბა მე­დი­ცი­ნა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი... დიახ, ჩნდე­ბა კი­თხვა, - სად უნდა და­საქმდნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უნდა შე­ფერ­ხდეს..." - აცხა­დებს შვე­ცო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, თუ სამი დას­ვე­ნე­ბის დღე და­კა­ნონ­დე­ბა, ეს ახა­ლი სექ­ტო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დე­ბა, რათა ადა­მი­ა­ნებ­მა შეძ­ლონ და პერ­სო­ნა­ლუ­რი დრო სწო­რად და პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­და­ა­ნა­წი­ლონ.

ტე­ლე­კო­მი­სა და მე­დი­ის კად­რე­ბის სა­ა­გენ­ტო Юнити - ის IT -ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ალექ­სან­დრ შა­ხო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­დი­ცი­უ­ლი, სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რე­ბი უკვე მოძ­ველ­და. ამი­ტო­მაც, კომ­პა­ნი­ას, ბოლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რი კად­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უწევს, - სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე სა­ჭი­რო აღარ არი­ან...

რად­გან ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე, გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად და ზუს­ტად შეს­რულ­დე­ბა და ეს კომ­პა­ნია სა­ხელ­ფა­სო ხარ­ჯებ­საც შე­უმ­ცი­რებს.

გარ­და ამი­სა, არის საქ­მე, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც დის­ტან­ცი­უ­რად, სახ­ლი­დან შე­იძ­ლე­ბა, უფრო და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის ხარ­ჯზე, ეს ეხე­ბა, ქოლ-ცენ­ტრის ოპე­რა­ტო­რებს, პროგ­რა­მის­ტებს, ბუ­ღალ­ტრებს, სა­ბან­კო სის­ტე­მებ­ში მო­მუ­შა­ვე კად­რებს, დი­ზა­ი­ნე­რებ­სა და სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ა­საც კი...

ამ ინ­ცი­ტი­ა­ვას, ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა, - ამ პრინ­ცი­პით, რუ­სეთ­ში, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა, რად­გან მხო­ლოდ მოს­კოვ­ში, 1, 5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს. ადრე თუ გვი­ან, მათ ავ­ტო­მა­ტი­კუ­რი სის­ტე­მე­ბით შეც­ვლი­ან, რაც ისე­დაც მძი­მე სო­ცი­ა­ლურ ფონს, უფრო მე­ტად და­ამ­ძი­მებს... თუმ­ცა, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და ბიზ­ნესმნე­ბი უკვე დიი ხა­ნია ამა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ, ეს მათი ბი­უ­ჯე­ტის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა.

"რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას ციფ­რუ­ლი კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცია ვერ უშ­ვე­ლის" - წერს რუს­ლი მე­დია, რომ­ლის ინფრო­მა­ცი­ი­თაც, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­სა­ვა­ლი არ მო­ი­ფიქ­რა, ეს უკვე თით­ქმის გამ­ქრალ სა­შუ­ა­ლო ფე­ნას, უფრო მძი­მედ და­აწ­ვე­ბა... მა­თი­ვე ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის და­საქ­მე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა სამ­ხედ­რო სფე­როა, თუმ­ცა, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­მა­მად მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას სუ­ლაც არ იძ­ლე­ვა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში, შესაძლოა, პარასკევიც დასვენების დღედ გამოცხადდეს

რუსეთში, შესაძლოა, პარასკევიც დასვენების დღედ გამოცხადდეს

დასვენების სამი დღე, სახლიდან მუშაობა, - ასეთ ,მომავალს წინასწარმეტყველებენ ექსპერტრები და მაღალჩინოსნებუ რუსეთში. ადგილი, ყველასთვის მოიძებნება, დაცვის თანამშრომლებისა და თარჯმინების გარდა, ისინი უმუშევარი რჩებიან. გამოცემა Газета.Ru რუსეთის უახლოესი მომავლის განჭვრეტად შეეცადა, - "ძალიან მალე, კვირაში სამჯერ დასვენების სამი დღე დაწესდება და რა მთავარია, უფრო ნაკლებს ვიმუშავებთ, შესაბამისად, ანაზღაურებაც უფრო ცოტა იქნება..." - წერს გამოცემა.

Superjob -ის გამოკითხვის ანახმად, რუსეთის მოქალაქეების 60%-ზე მეტი, რომლებიც აქამდე 8 საათზე ან მეტს მუშაობდნენ, თავიანთ მოვალეობის შესრულებას ასწრებდნენ. თუმცა, რუს მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ დასაქმებულები თავიანთი საქმეს, მცირე დროშიც პროდუქტიულად გააკეთებენ და ამის საშუალებას ბოლო წლებში განვითარებული ციფრული ტექნიკა იძლევა. სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ ბოლო ეკონომიკური ფორუმზე, რუსეთის ბანკის წარმომადგენელმა სერგეი შვეცევმა განაცხადა, რომ პარასკევი, შესაძლოა, დასვენების დღედ გამოცხადდეს და ამის აუცლებლობა რუსეთში კარგა ხანია არსებობს.  

"ბოლო 15 წლის განმალობაში, სერიოზულად განვიხილავდით პარასკევს დასვენების საკითხს. ამის მიზეზი ის არის, რომ თანდათან ვითარდება მედიცინა, კომპიუტერული ტექნოლოგიები... დიახ, ჩნდება კითხვა, - სად უნდა დასაქმდნენ ეს ადამიანები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარება უნდა შეფერხდეს..." - აცხადებს შვეცოვი, რომლის თქმითაც, თუ სამი დასვენების დღე დაკანონდება, ეს ახალი სექტორის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდება, რათა ადამიანებმა შეძლონ და პერსონალური დრო სწორად და პროდუქტიულად  გადაანაწილონ.

ტელეკომისა და მედიის კადრების სააგენტო Юнити - ის IT  -ის დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრ შახოვის ინფორმაციით, ტრადიციული, საოფისე სამსახურები უკვე მოძველდა. ამიტომაც, კომპანიას, ბოლო დროს ძალიან ბევრი კადრის გათავისუფლება უწევს, - სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები უკვე საჭირო აღარ არიან...

რადგან ციფრულ სამყაროში, კომპიუტერული ტექნოლოგიები განვითარებულია, სპეციალური პროგრამების საშუალებით, ძალიან ბევრი საქმე, გაცილებით სწრაფად და ზუსტად შესრულდება და ეს კომპანია სახელფასო ხარჯებსაც შეუმცირებს.

გარდა ამისა, არის საქმე, რომლის შესრულებაც დისტანციურად, სახლიდან შეიძლება, უფრო დაბალი ანაზღაურების ხარჯზე, ეს ეხება, ქოლ-ცენტრის ოპერატორებს, პროგრამისტებს, ბუღალტრებს, საბანკო სისტემებში მომუშავე კადრებს, დიზაინერებსა და სარედაქციო კოლეგიასაც კი...

ამ ინციტიავას, ადგილობრივი ექსპერტების უკმაყოფილება მოჰყვა, - ამ პრინციპით, რუსეთში, მილიონობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება, რადგან მხოლოდ მოსკოვში, 1, 5 მილიონი ადამიანი დაცვის სამსახურში მუშაობს. ადრე თუ გვიან, მათ ავტომატიკური სისტემებით შეცვლიან, რაც ისედაც მძიმე სოციალურ ფონს, უფრო მეტად დაამძიმებს... თუმცა, მაღალჩინოსნები და ბიზნესმნები უკვე დიი ხანია ამაზე ოცნებობენ, ეს მათი ბიუჯეტისთვის სერიოზული შეღავათი იქნება.

"რუსეთის ეკონომიკას ციფრული კოლექტივიზაცია ვერ უშველის" - წერს რუსლი მედია, რომლის ინფრომაციითაც, თუ ხელისუფლებამ გამოსავალი არ მოიფიქრა, ეს უკვე თითქმის გამქრალ საშუალო ფენას, უფრო მძიმედ დააწვება... მათივე ცნობით, ახალგაზრდა თაობისთვის დასაქმების ერთადერთი გზა სამხედრო სფეროა, თუმცა, რუსეთის შეიარაღებული ძალებში  არსებული პრობლემები ამ გადაწყვეტილების თამამად მიღების საშუალებას სულაც არ იძლევა.  

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე