კარგი სასმელის გარეშე სუფრას ფასი არ აქვს. საქართველოში "ლოთობა" ტრადიცია არასდროს ყოფილა, მაგრამ ღვინის სმის ამგვარი კულტურა ჩვენთან დღითიდღე იკიდებს ფეხს. ცობილია რომ, ალკოჰოლი რამდენიმე წამში ტვინამდე აღწევს, ხოლო ღვიძლს ერთი ჭიქა ღვინის ან/და ლუდის დასაშლელად, დაახლოებით, ერთი საათი სჭირდება. ზოგადად, რაც უფრო ნაკლები წონის ხართ, ერთი ჭიქა ღვინო ან/და სხვა სასმელი გაცილებით ძლიერ მოქმდებს თქვენზე, ვიდრე ჭარბწონიან ადამიანზე. ასევე, ახალგაზრდა მამაკაცები უფრო მარტივად "თვრებიან", ვიდრე ხანში შესულები.
ალკოჰოლთან "ჭიდილში" ჯერ არვის გაუმარჯვია. ამაზე შესანიშნავი ნათქვამია - "ღვინომ ქვევრიც გახეთქაო". ასე რომ, უნდა დალიოთ სიამოვნებისთვის და არასდროს იფიქროთ ღვინოსთან შეჭიდება. აუცილებელია, ღვინის ან/და სხვა ალკოჰოლური საშუალების დალევამდე სხვადასხვა პროდუქტის მიღება. მაგალითად, ერთ ჭიქა რძეს შეუძლია თავიდან აგაცილოთ "ნაბახუსევი" და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებები.