პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მსახიობი, რომელმაც "მარქსიანელი" სანის როლი მოირგი და რას სთხოვენ მას გოგონები სერიალში გამოჩენის შემდეგ
ვინ არის მსახიობი, რომელმაც "მარქსიანელი" სანის როლი მოირგი და რას სთხოვენ მას გოგონები სერიალში გამოჩენის შემდეგ

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ცოტა ხნის წინ ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი გა­მოჩ­ნდა - ეს არის თი­ნე­ი­ჯე­რი სანი, რო­მე­ლიც ჩი­კას უფ­რო­სი ვაჟი და ე.წ. დაჯ­გუ­ფე­ბა "მარ­ქსი­ა­ნე­ლე­ბის" და­მა­არ­სე­ბე­ლია. სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, დაჯ­გუ­ფე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნებს ებ­რძვის და გა­ჭირ­ვე­ბულ ხალ­ხს ეხ­მა­რე­ბა.

სა­ნის პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სია, ამ როლს მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ტა­ბი­ძე ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტია.

- გი­ორ­გი, თქვენს შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ?

- თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ, პირ­ვე­ლად ფილმში ერთი წლის წინ გა­და­მი­ღეს, ეს იყო ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლის ფილ­მი "ჩემი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი", რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა. მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან მი­ზი­დავ­და, მშობ­ლებს ხში­რად დავ­ყავ­დი თე­ატ­რში, ვი­ცო­დი, ეს იყო ის საქ­მე, სა­დაც ყვე­ლა­ზე კარ­გად ვიგ­რძნობ­დი თავს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ბე­რი­კებ­ში" მი­მიყ­ვა­ნეს, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. ახლა ვმუ­შა­ობთ ჩე­ხო­ვის ერთ-ერთ პი­ე­სა­ზე და სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თვის ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბა.

- რო­გორ მოხ­ვდით "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში"?

- კას­ტინგ-მე­ნე­ჯერ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ და­მი­რე­კა. მი­ვე­დი კას­ტინგზე, სა­დაც ჩემს გარ­და რამ­დე­ნი­მე ბიჭი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სცე­ნა­რი მომ­ცეს და ასე გა­ვი­ა­რე სინ­ჯე­ბი, რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარო, ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა ამ ამ­ბავ­მა.

- დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია თქვენ­მა პერ­სო­ნაჟ­მა, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს?

- ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი შე­მო­ვი­და სე­რი­ალ­ში, რო­მელ­საც სხვა მიზ­ნე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უყუ­რებს ცხოვ­რე­ბას და ალ­ბათ ამი­ტო­მაც აი­ტა­ცა ხალ­ხმა.

- ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავთ, არ ფიქ­რობთ რომ თქვენ­მა გა­რეგ­ნო­ბა­მაც იქო­ნია გავ­ლე­ნა...

- მე ჩემი თავი ეკ­რან­ზე არ მომ­წონს, ამი­ტომ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ამა­ზე.

- რო­გო­რი პარტნი­ო­რია მსა­ხი­ო­ბი ანი ჩი­რა­ძე, იგი­ვე ჩიკა?

- ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. უშუ­ა­ლო, უბ­რა­ლო. დავ­სხე­დით და ერ­თად გა­ვი­ა­რეთ რა­ღაც სცე­ნე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად რას გა­ვა­კე­თებ­დით იმპრო­ვი­ზა­ცი­ის მხრივ. მას­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია.

- ჩი­კას მსგავ­სი გო­გო­ნა მო­გე­წო­ნე­ბო­დათ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში?

- არა, იმი­ტომ რომ ის ძა­ლი­ან ზე­მო­დან უყუ­რებს ხალ­ხს, მე კი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მომ­წონს. რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ლურ ჩი­კას, ის სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია.

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი შვი­ლია, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ მშობ­ლებ­თან?

- ნამ­დვი­ლად არ ვარ სა­ნის­ნა­ი­რი შვი­ლი, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მშობ­ლე­ბი და მათ აზ­რსაც პა­ტივს ვცემ.

- რას მო­ი­თხო­ვენ "მარ­ქსი­ა­ნე­ლე­ბი"?

- ისი­ნი ერ­ჩი­ან მდიდ­რებს, იმი­ტომ რომ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ხალ­ხის ფულს იდე­ბენ ჯი­ბე­ში. ჩვენ ეს არ მოგ­ვწონს და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ვეხ­მა­რე­ბით. ჩვე­ნი ბან­და, თბი­ლის­ში არ­სე­ბულ სა­დის­ტურ ბან­დებს არ ჰგავს (იცი­ნის).

- რა გსმე­ნი­ათ თბი­ლი­სურ ბან­დებ­ზე და თუ გქო­ნი­ათ შე­ხე­ბა მათ­თან?

- მსმე­ნია ბან­დე­ბის შე­სა­ხებ, მა­გა­ლი­თად გა­მი­გია ემო­ე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ეს არ არის კარ­გი და დიდი პრობ­ლე­მაა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ?

- არ მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ერთხელ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით და დიდი ხნის წინ დავ­შორ­დით. მივ­ხვდი, ჯო­ბია ჯერ კა­რი­ე­რას მივ­ხე­დო და მერე ვიზ­რუ­ნო პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

- ალ­ბათ უამ­რა­ვი გო­გო­ნა გწერთ...

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მწერს, ქუ­ჩა­შიც ვგრძნობ პო­პუ­ლა­რო­ბას და ცოტა დის­კომ­ფორ­ტსაც მიქ­მნის ეს ცნო­ბა­დო­ბა. ვინც მწერს, ვცდი­ლობ ყვე­ლას პა­სუ­ხი გავ­ცე, და­ვა­მა­ტო, ამი­ტომ სულ ტე­ლე­ფონ­ში ვარ ჩამძვრა­ლი და ეს დიდ დროს მარ­თმევს. ბევ­რი გოგო "მარ­ქსი­ა­ნე­ლე­ბის" მა­ი­სურ­საც მთხოვს (იცი­ნის).

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები

ვინ არის მსახიობი, რომელმაც "მარქსიანელი" სანის როლი მოირგი და რას სთხოვენ მას გოგონები სერიალში გამოჩენის შემდეგ

ვინ არის მსახიობი, რომელმაც "მარქსიანელი" სანის როლი მოირგი და რას სთხოვენ მას გოგონები სერიალში გამოჩენის შემდეგ

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ცოტა ხნის წინ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა - ეს არის თინეიჯერი სანი, რომელიც ჩიკას უფროსი ვაჟი და ე.წ. დაჯგუფება "მარქსიანელების" დამაარსებელია. სიუჟეტის მიხედვით, დაჯგუფება ბიზნესმენებს ებრძვის და გაჭირვებულ ხალხს ეხმარება.

სანის პერსონაჟის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესია, ამ როლს მსახიობი გიორგი ტაბიძე ასრულებს, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.

- გიორგი, თქვენს შესახებ გვიამბეთ?

- თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, პირველად ფილმში ერთი წლის წინ გადამიღეს, ეს იყო ნანა ექვთიმიშვილის ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი", რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი წარმატება მოიპოვა. მსახიობობა ბავშვობიდან მიზიდავდა, მშობლებს ხშირად დავყავდი თეატრში, ვიცოდი, ეს იყო ის საქმე, სადაც ყველაზე კარგად ვიგრძნობდი თავს, მოგვიანებით "ბერიკებში" მიმიყვანეს, სკოლის დამთავრების შემდეგ კი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ახლა ვმუშაობთ ჩეხოვის ერთ-ერთ პიესაზე და სპექტაკლის პრემიერა უნივერსიტეტში თვის ბოლოს გაიმართება.

- როგორ მოხვდით "ჩემი ცოლის დაქალებში"?

- კასტინგ-მენეჯერმა, ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. მივედი კასტინგზე, სადაც ჩემს გარდა რამდენიმე ბიჭი იღებდა მონაწილეობას, სცენარი მომცეს და ასე გავიარე სინჯები, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, როლზე დამტკიცებული ხარო, ძალიან გამახარა ამ ამბავმა.

- დიდი ინტერესი გამოიწვია თქვენმა პერსონაჟმა, რამ განაპირობა ეს?

- ახალი პერსონაჟი შემოვიდა სერიალში, რომელსაც სხვა მიზნები და ინტერესები აქვს, ის განსხვავებულად უყურებს ცხოვრებას და ალბათ ამიტომაც აიტაცა ხალხმა.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, არ ფიქრობთ რომ თქვენმა გარეგნობამაც იქონია გავლენა...

- მე ჩემი თავი ეკრანზე არ მომწონს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი ამაზე.

- როგორი პარტნიორია მსახიობი ანი ჩირაძე, იგივე ჩიკა?

- ძალიან კარგი ადამიანია. უშუალო, უბრალო. დავსხედით და ერთად გავიარეთ რაღაც სცენები, კონკრეტულად რას გავაკეთებდით იმპროვიზაციის მხრივ. მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან კომფორტულია.

- ჩიკას მსგავსი გოგონა მოგეწონებოდათ რეალურ ცხოვრებაში?

- არა, იმიტომ რომ ის ძალიან ზემოდან უყურებს ხალხს, მე კი ასეთი ადამიანები არ მომწონს. რაც შეეხება რეალურ ჩიკას, ის საოცარი ადამიანია.

- თქვენი პერსონაჟი დაუმორჩილებელი შვილია, რეალურ ცხოვრებაში როგორი ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან?

- ნამდვილად არ ვარ სანისნაირი შვილი, პირიქით, ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები და მათ აზრსაც პატივს ვცემ.

- რას მოითხოვენ "მარქსიანელები"?

- ისინი ერჩიან მდიდრებს, იმიტომ რომ ბიზნესმენები ხალხის ფულს იდებენ ჯიბეში. ჩვენ ეს არ მოგვწონს და გაჭირვებულებს ვეხმარებით. ჩვენი ბანდა, თბილისში არსებულ სადისტურ ბანდებს არ ჰგავს (იცინის).

- რა გსმენიათ თბილისურ ბანდებზე და თუ გქონიათ შეხება მათთან?

- მსმენია ბანდების შესახებ, მაგალითად გამიგია ემოები. მიმაჩნია, რომ ეს არ არის კარგი და დიდი პრობლემაა.

- შეყვარებული ხართ?

- არ მყავს შეყვარებული. ერთხელ მიყვარდა, მაგრამ ბავშვები ვიყავით და დიდი ხნის წინ დავშორდით. მივხვდი, ჯობია ჯერ კარიერას მივხედო და მერე ვიზრუნო პირად ცხოვრებაზე.

- ალბათ უამრავი გოგონა გწერთ...

- ბევრი ადამიანი მწერს, ქუჩაშიც ვგრძნობ პოპულარობას და ცოტა დისკომფორტსაც მიქმნის ეს ცნობადობა. ვინც მწერს, ვცდილობ ყველას პასუხი გავცე, დავამატო, ამიტომ სულ ტელეფონში ვარ ჩამძვრალი და ეს დიდ დროს მართმევს. ბევრი გოგო "მარქსიანელების" მაისურსაც მთხოვს (იცინის).

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წყვილის ვაჟი ქორწინდება - ვინ არის ბექჰემების მილიონერი სარძლო (ფოტოები)

უილ სმიტის ცოლი პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ სხვა კაცთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რისი ნებართვაც მეუღლემ მისცა

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა