საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა მნიშვნელოვნად შემცირდა - უახლესი მონაცემები

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა მნიშვნელოვნად შემცირდა - უახლესი მონაცემები

მარჯვენასაჭიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. 2016-2017 წლებში იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი მსუბუქი ავტომანქანების სტატისტიკა "ინტერპრესნიუსმა" შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს 36 559 ავტომანქანა იქნა იმპორტირებული, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით კი, ამ ციფრმა 13 000 შედგინა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრა. მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის შემცირება სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.

2016-2017 წლებში იმპორტირებული მსუბუქი ავტომანქანების რიცხვმა 138 299 შეადგინა. "ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით თანახმად, 2016 წელს საქართველოში 87 991 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი, ამ რიცხვმა 50 308 შეადგინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი