პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ურუშაძის აღსარება: "მე უფრო ოპტიმისტი რეჟისორი ვარ!"
ზაზა ურუშაძის აღსარება: "მე უფრო ოპტიმისტი რეჟისორი ვარ!"

"მან­და­რი­ნებ­მა" "ოს­კა­რი­სა" და "ოქ­როს გლო­ბუ­სის" ნო­მი­ნა­ცია მო­უ­ტა­ნა, რაც მის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ასე­თი რამ მის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბო­და... გარ­და ამი­სა, "მან­და­რი­ნებს" მსოფ­ლიო დის­ტრი­ბუ­ცია მოჰ­ყვა - ფილ­მი 100-ზე მეტ­მა ქვე­ყა­ნამ იყი­და.

მა­ნამ­დე თუ ქარ­თუ­ლი კი­ნოს­თვის სა­ფეს­ტი­ვა­ლო წარ­მა­ტე­ბე­ბი უცხო არ იყო, მსოფ­ლიო დის­ტრი­ბუ­ცია ნამ­დვი­ლად უჭირ­და... "კი­ნოს გა­ყიდ­ვა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უცხო იყო, მაგ­რამ "მან­და­რი­ნე­ბი" არა მარ­ტო იყი­დეს, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში დად­გა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია," - ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძე, რომ­ლის ახა­ლი ფილ­მის - "აღ­სა­რე­ბა" საპ­რე­მი­ე­რო დღე­ე­ბი თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

AMBEBI.GE ზაზა ურუ­შა­ძეს ესა­უბ­რა.

- რო­გორც მახ­სოვს, "მან­და­რი­ნე­ბის" მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს სა­ფუძ­ვლად თქვე­ნი ბა­ბუ­ის სახე, მისი თვი­სე­ბე­ბი და­უ­დეთ. ივო ხომ გა­ი­დე­ა­ლე­ბუ­ლი გმი­რია...

- ივო მარ­თლაც იდე­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლია, - ხში­რად ის­მის კი­თხვა: არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი? რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟია? ივოს სახე თუ რა­ტომ არის ასე­თი, ეს გა­სა­გე­ბია... ერთხელ ამ კი­თხვის ავ­ტორს, ასე ვუ­პა­სუ­ხე: ალ­ბათ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ, მაგ­რამ ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო ბა­ბუ­ა­ჩე­მი-მეთ­ქი, რო­მე­ლიც იყო მა­გა­ლი­თი იმის, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი. ბავ­შვო­ბი­დან სულ მქონ­და სურ­ვი­ლი, მას დავ­მსგავ­სე­ბო­დი, მგო­ნია, რომ ჩემ­ზე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა იყო. ამი­ტომ, ვცდი­ლობ, რა­ღაც­ნა­ი­რად მას და­ვემ­სგავ­სო, - მქონ­და და მაქვს მის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა...

"მან­და­რი­ნე­ბი­დან" "აღ­სა­რე­ბამ­დე" რე­ჟი­სო­რის გზა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, იყო ასე­თი: "ოს­კა­რის" და "ოქ­როს გლო­ბუ­სის" წარ­მა­ტე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს­გან სა­ჩუქ­რად ახა­ლი ფილ­მის და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო:

- ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი რე­ჟი­სო­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გა­და­ვი­ღე დრა­მა, "აღ­სა­რე­ბა" - "მან­და­რი­ნე­ბის­გან" ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფილ­მი, თუნ­დაც გა­და­ღე­ბის მა­ნე­რი­თაც კი. ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს მომ­წონს, რომ წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გან­სხვავ­დე­ბა. სა­ერ­თოდ, მგო­ნია, რომ ჩემი ფილ­მე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ჰგავს.

- თუ "მან­და­რი­ნებ­ში" გვინ­და, ვნა­ხოთ, რო­გო­რი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, "აღ­სა­რე­ბა­ში" აჩ­ვე­ნებთ, რო­გო­რია ის...

- კი, ეს რამ­დენ­ჯერ­მე ვთქვი... მარ­თლაც იქ სურ­ვი­ლია იმის, რო­გო­რი მინ­და რომ იყოს, აქ კი მისი შეც­დო­მე­ბი და სი­სუს­ტე­ე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი... მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი მღვდე­ლია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თემა რე­ლი­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ან რწმე­ნის კუ­თხით იშ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი...

- მაგ­რამ სა­ნამ ფილ­მს ნა­ხავ, სა­ხელ­წო­დე­ბას რე­ლი­გი­ის­კენ მი­ყავ­ხარ. რა­ტომ "აღ­სა­რე­ბა," რად­გან მღვდე­ლია და აღ­სა­რე­ბას იბა­რებს?

- მხო­ლოდ ამი­ტომ არა. სა­ერ­თოდ, არ მინ­და ასეთ რა­ღა­ცებ­ზე ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც ამ თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობ, - რა არის ფილ­მის იდეა და ა.შ. ხში­რად მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი ვჩან­ვარ, არ მინ­და, ვიყო მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი... ფილ­მის ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლამ­დე მკი­თხეს, - ვისი აღ­სა­რე­ბა­აო? რა თქმა უნდა, მთა­ვა­რი გმი­რის, მღვდლის...

- რო­მელ­საც სა­უ­კე­თე­სოდ თა­მა­შობს დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი... რო­გორ გგო­ნი­ათ, ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­სა­რე­ბა­ზე გულ­წრფე­ლე­ბი არი­ან?

- ადა­მი­ა­ნი რო­გო­რიც 1000 წლის წინ იყო, ისე­თი­ვეა ახ­ლაც. რაც დღეს ამოძ­რა­ვებს, მა­ში­ნაც ის ამოძ­რა­ვებ­და. გარ­და იმი­სა, რომ დროს­თან შე­ფარ­დე­ბით ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ტი­ვა­ცია თით­ქმის ერთი და იგი­ვეა. ნათ­ქვა­მია, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ცრუ არი­სო და შე­იძ­ლე­ბა ასეა, არ ვიცი... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე უფრო ოპ­ტი­მის­ტი რე­ჟი­სო­რი ვარ - გა­მო­უ­ვალ, დამ­თრგუნ­ველ და მძი­მე ფი­ნა­ლებს ვე­რი­დე­ბი... მოკ­ლედ, ძნე­ლია, ობი­ექ­ტუ­რი იყო შენი ნა­მუ­შევ­რის მი­მართ...

"მან­და­რი­ნე­ბი" მძი­მე ფილ­მია, მაგ­რამ მძი­მედ მა­ინც არ მთავ­რდე­ბა, ბო­ლო­ში ისე­თი სიმ­ღე­რა ის­მის, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს გან­წყო­ბას უც­ვლის, არის იუ­მო­რიც... ახალ ფილმშიც ასეა. მა­ყუ­რებ­ლის დათ­რგუნ­ვას ვე­რი­დე­ბი...

- აღ­სა­რე­ბა სი­ნა­ნუ­ლია... ამ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით რა­მეს ხომ არ ნა­ნობთ? ჩა­ნა­ფიქ­რი ბო­ლომ­დე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ?

- რაც მინ­დო­და, ის გა­და­ვი­ღე!..

- გა­ი­ზი­ა­რებს თუ არა "აღ­სა­რე­ბა" სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე "მან­და­რი­ნე­ბის" ბედს?

- ახლა იწყებს სა­ფეს­ტი­ვა­ლო სვლას და ექ­ნე­ბა თუ არა იგი­ვე წარ­მა­ტე­ბა, არ ვიცი, თუმ­ცა ამას არ აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, მთა­ვა­რია, ბევ­რმა მა­ყუ­რე­ბელ­მა ნა­ხოს... პრი­ზე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ პრი­ზებ­ზე გა­გი­ჟე­ბუ­ლი არ ვარ, ისე­დაც ბევ­რი მი­ვი­ღე... ვნა­ხოთ, რო­გორ იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო გზა...

- რო­გო­რია თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი?

- უკ­რა­ი­ნა­ში ახ­ლა­ხან და­ვამ­თავ­რე ფილმზე მუ­შა­ო­ბა. უკ­რა­ი­ნულ-ქარ­თულ-ამე­რი­კულ-ლიტ­ვუ­რი კოპ­რო­დუქ­ცი­აა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად უკ­რა­ი­ნუ­ლი პრო­ექ­ტია. სა­ქარ­თვე­ლო მას­ში მცი­რე ნა­წი­ლით შე­ვი­და. თა­მა­შო­ბენ გერ­მა­ნე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი. არის ის­ტო­რი­უ­ლი და ჰქვია - "ან­ტო­ნი, მისი მე­გო­ბა­რი და რუ­სუ­ლი რე­ვო­ლუ­ცია". მოქ­მე­დე­ბა 1918 წელს ხდე­ბა... 5 თვე ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, ცოტა ხნის წინ და­ვას­რუ­ლე. ძა­ლი­ან რთუ­ლი ფილ­მი იყო, მაგ­რამ მგო­ნი, სა­ინ­ტე­რე­სოც გა­მო­ვი­და, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან ესეც ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზაზა ურუშაძის აღსარება: "მე უფრო ოპტიმისტი რეჟისორი ვარ!"

ზაზა ურუშაძის აღსარება: "მე უფრო ოპტიმისტი რეჟისორი ვარ!"

"მანდარინებმა" "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ნომინაცია მოუტანა, რაც მისთვის დაუჯერებელი იყო, ვერც წარმოედგინა, რომ ასეთი რამ მის ცხოვრებაში მოხდებოდა... გარდა ამისა, "მანდარინებს" მსოფლიო დისტრიბუცია მოჰყვა - ფილმი 100-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა.

მანამდე თუ ქართული კინოსთვის საფესტივალო წარმატებები უცხო არ იყო, მსოფლიო დისტრიბუცია ნამდვილად უჭირდა... "კინოს გაყიდვა მსოფლიო მასშტაბით უცხო იყო, მაგრამ "მანდარინები" არა მარტო იყიდეს, კინოთეატრებში დადგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს რეჟისორი ზაზა ურუშაძე, რომლის ახალი ფილმის - "აღსარება" საპრემიერო დღეები თბილისის კინოთეატრებში ახლა მიმდინარეობს.

AMBEBI.GE ზაზა ურუშაძეს ესაუბრა.

- როგორც მახსოვს, "მანდარინების" მთავარ პერსონაჟს საფუძვლად თქვენი ბაბუის სახე, მისი თვისებები დაუდეთ. ივო ხომ გაიდეალებული გმირია...

- ივო მართლაც იდეალიზირებულია, - ხშირად ისმის კითხვა: არსებობენ ასეთი ადამიანები? რეალური პერსონაჟია? ივოს სახე თუ რატომ არის ასეთი, ეს გასაგებია... ერთხელ ამ კითხვის ავტორს, ასე ვუპასუხე: ალბათ სუბიექტური ვარ, მაგრამ ასეთი ადამიანი იყო ბაბუაჩემი-მეთქი, რომელიც იყო მაგალითი იმის, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. ბავშვობიდან სულ მქონდა სურვილი, მას დავმსგავსებოდი, მგონია, რომ ჩემზე მეტად საინტერესო პიროვნება იყო. ამიტომ, ვცდილობ, რაღაცნაირად მას დავემსგავსო, - მქონდა და მაქვს მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება...

"მანდარინებიდან" "აღსარებამდე" რეჟისორის გზა, როგორც თავად ამბობს, იყო ასეთი: "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" წარმატებისთვის სახელმწიფოსგან საჩუქრად ახალი ფილმის დაფინანსება მიიღო:

- ასეთი საჩუქარი რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია და გადავიღე დრამა, "აღსარება" - "მანდარინებისგან" ძალიან განსხვავებული ფილმი, თუნდაც გადაღების მანერითაც კი. ყველაზე მეტად ეს მომწონს, რომ წინამორბედისგან განსხვავდება. საერთოდ, მგონია, რომ ჩემი ფილმები ერთმანეთს არ ჰგავს.

- თუ "მანდარინებში" გვინდა, ვნახოთ, როგორი უნდა იყოს ადამიანი, "აღსარებაში" აჩვენებთ, როგორია ის...

- კი, ეს რამდენჯერმე ვთქვი... მართლაც იქ სურვილია იმის, როგორი მინდა რომ იყოს, აქ კი მისი შეცდომები და სისუსტეებია ნაჩვენები... მთავარი პერსონაჟი მღვდელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თემა რელიგიური მიმართულებით, ან რწმენის კუთხით იშლება. ადამიანი საკუთარი შეცდომებითაა წარმოდგენილი...

- მაგრამ სანამ ფილმს ნახავ, სახელწოდებას რელიგიისკენ მიყავხარ. რატომ "აღსარება," რადგან მღვდელია და აღსარებას იბარებს?

- მხოლოდ ამიტომ არა. საერთოდ, არ მინდა ასეთ რაღაცებზე ლაპარაკი, როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობ, - რა არის ფილმის იდეა და ა.შ. ხშირად მაღალფარდოვანი ვჩანვარ, არ მინდა, ვიყო მაღალფარდოვანი... ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე მკითხეს, - ვისი აღსარებააო? რა თქმა უნდა, მთავარი გმირის, მღვდლის...

- რომელსაც საუკეთესოდ თამაშობს დიმა ტატიშვილი... როგორ გგონიათ, ადამიანები აღსარებაზე გულწრფელები არიან?

- ადამიანი როგორიც 1000 წლის წინ იყო, ისეთივეა ახლაც. რაც დღეს ამოძრავებს, მაშინაც ის ამოძრავებდა. გარდა იმისა, რომ დროსთან შეფარდებით ვითარდება, თუმცა ძირითადი ღირებულებები და მოტივაცია თითქმის ერთი და იგივეა. ნათქვამია, ყველა ადამიანი ცრუ არისო და შეიძლება ასეა, არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, მე უფრო ოპტიმისტი რეჟისორი ვარ - გამოუვალ, დამთრგუნველ და მძიმე ფინალებს ვერიდები... მოკლედ, ძნელია, ობიექტური იყო შენი ნამუშევრის მიმართ...

"მანდარინები" მძიმე ფილმია, მაგრამ მძიმედ მაინც არ მთავრდება, ბოლოში ისეთი სიმღერა ისმის, რომელიც მაყურებელს განწყობას უცვლის, არის იუმორიც... ახალ ფილმშიც ასეა. მაყურებლის დათრგუნვას ვერიდები...

- აღსარება სინანულია... ამ ფილმთან დაკავშირებით რამეს ხომ არ ნანობთ? ჩანაფიქრი ბოლომდე განახორციელეთ?

- რაც მინდოდა, ის გადავიღე!..

- გაიზიარებს თუ არა "აღსარება" საერთაშორისო კინოფესტივალებზე "მანდარინების" ბედს?

- ახლა იწყებს საფესტივალო სვლას და ექნება თუ არა იგივე წარმატება, არ ვიცი, თუმცა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია, ბევრმა მაყურებელმა ნახოს... პრიზები მნიშვნელოვანია, მაგრამ პრიზებზე გაგიჟებული არ ვარ, ისედაც ბევრი მივიღე... ვნახოთ, როგორ იქნება, შეიძლება ჰქონდეს საინტერესო გზა...

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

- უკრაინაში ახლახან დავამთავრე ფილმზე მუშაობა. უკრაინულ-ქართულ-ამერიკულ-ლიტვური კოპროდუქციაა, თუმცა ძირითადად უკრაინული პროექტია. საქართველო მასში მცირე ნაწილით შევიდა. თამაშობენ გერმანელი და უკრაინელი მსახიობები. არის ისტორიული და ჰქვია - "ანტონი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუცია". მოქმედება 1918 წელს ხდება... 5 თვე ვიყავი წასული, ცოტა ხნის წინ დავასრულე. ძალიან რთული ფილმი იყო, მაგრამ მგონი, საინტერესოც გამოვიდა, ჩემი ნამუშევრებიდან ესეც ძალიან განსხვავებულია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს

ბიჭი, ვისაც ნატო გელაშვილმა სიმღერა მიუძღვნა - გაიცანით კომპოზიტორის ვაჟი, რომელიც "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია

როგორ ინარჩუნებენ იდეალურ ფორმას ცნობილი ქართველი ქალები - ყველა მათგანი მრავალშვილიანი დედაა