სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მუშაობს "ატკატების" სქემა ქართულ სამედიცინო ბაზარზე
როგორ მუშაობს "ატკატების" სქემა ქართულ სამედიცინო ბაზარზე

სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხიც რომ და­ბა­ლია და წამ­ლებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის­ ფი­ნან­სუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაც, ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც აღი­ა­რებს და გვპირ­დე­ბა, რომ ვი­თა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას გეგ­მავს.

მა­ნამ­დე კი ამ სფე­რო­ში და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი მოქ­მე­დებს, რაც პა­ცი­ენ­ტის გა­ღა­რი­ბე­ბი­სა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე ვი­ღა­ცის­თვის ხე­ლის მოთ­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ექი­მე­ბი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ზრდის რისკს, რომ მათი ინ­ტე­რე­სე­ბის მა­ხე­ში ნე­ბის­მი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი აღ­მოჩ­ნდეს, რა­საც მისი ჯიბე და ჯან­მრთე­ლო­ბა ეწი­რე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, მო­გე­ბუ­ლი არი­ან ექი­მი­ცა და წამ­ლის რე­ა­ლი­ზა­ტო­რიც. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, სა­ჭი­რო­ზე მეტი და უხა­რის­ხო წამ­ლე­ბის გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვებ­ზე სა­უბ­რო­ბენ ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი და სა­ხელ­მწი­ფოს სას­წრა­ფოდ რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ვატო სურ­გუ­ლა­ძე, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯან­დაც­ვის სკო­ლის დე­კა­ნი: "რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მის ერ­თობ­ლი­ო­ბა ქმნის იმ სუ­რათს, რო­მე­ლიც დღეს ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტორ­ში გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლას არ ეხე­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მე­ბის ნა­წი­ლის გა­ნათ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. ამას ემა­ტე­ბა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ფარ­მა­ცევ­ტე­ბის, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკონ­ტრო­ლო ქმე­დე­ბე­ბი­ და ოლი­გო­პო­ლია ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი­სა და ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის­ შე­მო­ტა­ნა­ში, წარ­მო­ე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში. ეს არის ის სამი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ უნიშ­ნა­ვენ დღეს პა­ცი­ენ­ტებს ძვი­რად ღი­რე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტებს,­ ხში­რად უხა­რის­ხოს და იმა­ზე მეტს, ვიდ­რე ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს.

მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს თუ ხუთ მე­დი­კა­მენტზე მეტი ინიშ­ნე­ბა, უკვე პრობ­ლე­მაა, რად­გან არ არ­სე­ბობს სრუ­ლი­ ინ­ფორ­მა­ცია, რა ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში შე­დი­ან ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან. ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, სა­შუ­ა­ლოდ რამ­დენ­ პრე­პა­რატს ნიშ­ნა­ვენ ექი­მე­ბი თუნ­დაც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.

სა­ნამ არ და­ი­ნერ­გე­ბა ელექტრო­ნუ­ლი რე­ცეპ­ტი და არა ის ანაქ­რო­ნიზ­მი, რაც შემ­ოი­ღეს ქა­ღალ­დზე და­წე­რი­ლი რე­ცეპ­ტის სა­ხით, არა­ვის ეცო­დი­ნე­ბა, რო­მელ­მა ექიმ­მა რამ­დე­ნი და რო­მე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი გა­მო­უ­წე­რა პა­ცი­ენტს.

ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ექი­მე­ბის ნა­წილს აქვს ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი წა­მა­ლი და­ნიშ­ნოს. ამას ჰქვია "ქე­შ­ბე­კი", ანუ, მა­პა­ტი­ეთ რუ­სუ­ლი ჟარ­გო­ნი, "ატ­კა­ტი", რო­მელ­საც ექი­მი პა­ცი­ენ­ტის­თვის და­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლე­ბის­გან იღებს. ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე აქვს. კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მი, როგ­ორც წესი, არის კონ­კრეტ­ული ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კო­მპა­ნიის კონ­ტრაქ­ტო­რი თან­ამ­შრო­მე­ლი და იღებს­ ანა­ზღა­უ­რე­ბას გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის.

შე­დე­გად, იქ­მნე­ბა უც­ნა­უ­რი და ხში­რად პა­ცი­ენ­ტის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი ვი­თა­რე­ბა.

ცოტა ხნის წინ ჩემ­მა სტუ­დე­ნტებ­მა ერთ-ერთი მე­დი­კა­მენ­ტის კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ თბი­ლის­ში ეს წა­მა­ლი იყი­დე­ბა­ რო­გორც 5 ლა­რად, ასე­ვე 23 ლა­რა­დაც. ორი­ვე ამ პრე­პა­რატს ანო­ტა­ცი­ა­ში უწე­რია, რომ ერ­თნა­ი­რი­ მოქ­მე­დე­ბა აქვს, ერ­თნა­ი­რი დო­ზი­რე­ბით მი­ი­ღე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თნა­ი­რი შე­დე­გი უნდა მოგ­ვცეს. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი­ კი ის არის, რომ ევ­რო­პა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ეს მე­დი­კა­მენ­ტი უფრო იაფი ღირს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, ეგ­ვიპ­ტე­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მისი ანა­ლო­გი. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა კი­თხვა: რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ეგ­ვიპ­ტე­ში ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ანა­ლო­გე­ბის შე­მო­ტა­ნი­თა და გა­ყიდ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია, რა­შიც მას ექი­მი ეხ­მა­რე­ბა. ანა­ლო­გე­ბის გაზ­რდილ ფას­ში კი უკვე გათ­ვა­ლის­წი­ნებ­უ­ლია ის ბო­ნუ­სიც, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი გა­ყი­დუ­ლი პრე­პა­რა­ტი­დან­ ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ ექიმს უნდა და­უბ­რუ­ნოს, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­რე­ა­ლუ­რად ზრდის მის ფასს. ექიმ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, რომ­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 400 ლა­რია, 10 ასე­თი მე­დი­კა­მენ­ტი რომ გა­მო­უ­წე­როს პა­ცი­ენტს, და­ახ­ლო­ე­ბით ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბის ბო­ნუსს მხო­ლოდ ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­წე­რით აი­ღებს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

როგორ მუშაობს "ატკატების" სქემა ქართულ სამედიცინო ბაზარზე

როგორ მუშაობს "ატკატების" სქემა ქართულ სამედიცინო ბაზარზე

სამედიცინო სფეროში მომსახურების ხარისხიც რომ დაბალია და წამლებზე მოსახლეობის­ ფინანსური ხელმისაწვდომობაც, ამას ხელისუფლებაც აღიარებს და გვპირდება, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

მანამდე კი ამ სფეროში დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს, რაც პაციენტის გაღარიბებისა და მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ვიღაცისთვის ხელის მოთბობის საშუალებას იძლევა. ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლობა ზრდის რისკს, რომ მათი ინტერესების მახეში ნებისმიერი პაციენტი აღმოჩნდეს, რასაც მისი ჯიბე და ჯანმრთელობა ეწირება, სამაგიეროდ, მოგებული არიან ექიმიცა და წამლის რეალიზატორიც. ძვირად ღირებული, საჭიროზე მეტი და უხარისხო წამლების გამოწერის შემთხვევებზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტები და სახელმწიფოს სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ვატო სურგულაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი: "რამდენიმე პრობლემის ერთობლიობა ქმნის იმ სურათს, რომელიც დღეს ფარმაცევტულ სექტორში გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ექიმების ნაწილის განათლება თანამედროვე მედიკამენტებისა და მიდგომების თვალსაზრისით საკმაოდ დაბალია. ამას ემატება ადგილობრივ ბაზარზე ფარმაცევტების, ფაქტობრივად, უკონტროლო ქმედებები­ და ოლიგოპოლია ფარმაცევტული პრეპარატებისა და ბიოლო­გიურად აქტიური დანამატების­ შემოტანაში, წარმოებასა და რეალიზაციაში. ეს არის ის სამი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნიშნავენ დღეს პაციენტებს ძვირად ღირებულ მედიკამენტებს,­ ხშირად უხარისხოს და იმაზე მეტს, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების მიხედვით, ქრონიკული დაავადების დროს თუ ხუთ მედიკამენტზე მეტი ინიშნება, უკვე პრობლემაა, რადგან არ არსებობს სრული­ ინფორმაცია, რა ინტერაქციაში შედიან ეს მედიკამენტები ერთმანეთთან. ჩვენთან არ არსებობს სტატისტიკა, საშუალოდ რამდენ­ პრეპარატს ნიშნავენ ექიმები თუნდაც ქრონიკული დაავადებების დროს.

სანამ არ დაინერგება ელექტრონული რეცეპტი და არა ის ანაქრონიზმი, რაც შემ­ოიღეს ქაღალდზე დაწერილი რეცეპტის სახით, არავის ეცოდინება, რომელმა ექიმმა რამდენი და რომელი მედიკამენტი გამოუწერა პაციენტს.

ამას ემატება ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ექიმების ნაწილს აქვს ფინანსური დაინტერესება, რაც შეიძლება მეტი და ძვირად ღირებული წამალი დანიშნოს. ამას ჰქვია "ქეშბეკი", ანუ, მაპატიეთ რუსული ჟარგონი, "ატკატი", რომელსაც ექიმი პაციენტისთვის დანიშნული წამლებისგან იღებს. ამ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური სახე აქვს. კონკრეტული ექიმი, როგ­ორც წესი, არის კონკრეტ­ული ფარმაცევტული კო­მპა­ნიის კონტრაქტორი თან­ამშრომელი და იღებს­ ანაზღაურებას გაწეული სამუშაოსთვის.

შედეგად, იქმნება უცნაური და ხშირად პაციენტისთვის ზიანის მომტანი ვითარება.

ცოტა ხნის წინ ჩემმა სტუდე­ნტებმა ერთ-ერთი მედიკამენტის კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ თბილისში ეს წამალი იყიდება­ როგორც 5 ლარად, ასევე 23 ლარადაც. ორივე ამ პრეპარატს ანოტაციაში უწერია, რომ ერთნაირი­ მოქმედება აქვს, ერთნაირი დოზირებით მიიღება და შესაბამისად, ერთნაირი შედეგი უნდა მოგვცეს. ყველაზე უცნაური­ კი ის არის, რომ ევროპაში წარმოებული ეს მედიკამენტი უფრო იაფი ღირს საქართველოში, ვიდ­რე, მაგალითად, ეგვიპტეში გამოშვებული მისი ანალოგი. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ? იმიტომ, რომ ეგვიპტეში ან სხვა ქვეყანაში წარმოებული ანალოგების შემოტანითა და გაყიდვით დაინტერესებულია ფარმაცევტული კომპანია, რაშიც მას ექიმი ეხმარება. ანალოგების გაზრდილ ფასში კი უკვე გათვალისწინებ­უ­ლია ის ბონუსიც, რომელიც ყოველი გაყიდული პრეპარატიდან­ ფარმაცევტულმა კომპანიამ ექიმს უნდა დაუბრუნოს, რაც, ბუნებრივია, არარეალურად ზრდის მის ფასს. ექიმმა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლის ანაზღაურება დაახლოებით 400 ლარია, 10 ასეთი მედიკამენტი რომ გამოუწეროს პაციენტს, დაახლოებით ხელფასის ოდენობის ბონუსს მხოლოდ ამ მედიკამენტების გამოწერით აიღებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი