"ნინო, აფხაზეთიც თქვენია, ოსეთიც, თუმცა რუსული არმია მუდმივად იქნება იქ, რომ აფხაზებსა და ოსებს უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეთ," - ამის შესახებ ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ნინო ბურჯანაძეს განუცხადა.
ბურჯანაძემ რუს პოლიტიკოსთან ერთად თოქ-შოუში "60" რუსეთის პირველ არხზე მიიღო მონაწილეობა.
დებატების დროს ჟირინოვსკი ნინო ბურჯანაძის გვერდით იდგა, თუმცა ქართველი პოლიტიკოსის განცხადების შემდეგ, "ნუ დგახართ ჩვენს შორის და თვითონ გადავწყვეტთ პრობლემას", ჟირინოვსკიმ ადგილი ეთნიკურად აფხაზ არხამ ავიძბას დაუთმო.