კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებოდა მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თაკო ჩარკვიანი: "სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, მთელი ქუჩა ჩვენ გვაცილებდა..."
რას ყვებოდა მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თაკო ჩარკვიანი: "სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, მთელი ქუჩა ჩვენ გვაცილებდა..."

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. 86 წლის პო­ე­ტი ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო - ის ინ­სულ­ტით მო­ა­თავ­სეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მას შემ­დეგ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. უფ­რო­სი ჩარ­კვი­ა­ნის ოჯახს ბო­ლომ­დე ჰქონ­და იმე­დი, რომ ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი დაბ­რუნ­დე­ბო­და სახ­ლში და კი­დევ ბევრ ლექსს აჩუ­ქებ­და თა­ვის მკი­თხველს...

მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა, პუბ­ლი­ცის­ტმა და მუ­სი­კათმცოდ­ნემ თაკო ჩარ­კვი­ან­მა მა­მის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

იხი­ლეთ ვი­დეო: "ვერ ვპა­ტი­ობ, რამ გა­და­უ­რია თავი, რა­შია საქ­მე" - ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

"მამა ძა­ლი­ან მძი­მედ არის. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია, აპა­რა­ტი ჯერ ვერ მოვხსე­ნით, მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. წა­მო­ვი­და შუქი, 15-15 სა­ა­თი ფილ­ტვმა თვი­თონ იმუ­შა­ვა. რამ­დე­ნი­მე დღეა, ცოტ-ცო­ტას თვი­თონ სუნ­თქავს... მთლი­ა­ნად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, მაგ­რამ მარ­ცხე­ნა ხელი ცო­ტა­თი გა­აქ­ტი­ურ­და. როცა ვე­სა­უბ­რე­ბი, ვთხოვ, რომ თვა­ლე­ბით მა­ნიშ­ნოს, ჩემი თუ ეს­მის და მი­მა­ნიშ­ნებს ხოლ­მე თვა­ლე­ბით. ტვი­ნია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ცნო­ბი­ე­რე­ბა წა­მო­ვი­და... ვლო­ცუ­ლობ, რაც დიდ შვე­ბა­სა და ძა­ლას მაძ­ლევს. დღე­ში ორ­ჯერ მივ­დი­ვარ მა­მის სა­ნა­ხა­ვად და თვა­ლე­ბით ვე­ლა­პა­რა­კე­ბით ერ­თმა­ნეთს.

- 3 თვეა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, რაც ალ­ბათ დიდ თან­ხებს მო­ი­თხოვს. ფი­ნან­სუ­რად ვინ გიდ­გათ გვერ­დით?

- სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვა ამო­ი­წუ­რა. ასე­ვე ამო­ი­წუ­რა თან­ხა ფონ­დი­დან "რუს­თა­ვე­ლის პრე­მია", თბი­ლი­სის მე­რი­ი­და­ნაც რა­ღაც პა­კე­ტი ეკუთ­ვნო­და და ისიც. ახლა ჩემი მე­უღ­ლე (ბიზ­ნეს­მე­ნი ჯონი გი­გა­ნი. ავტ.) პატ­რო­ნობს. რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი უკეთ­დე­ბა...

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ შემ­თხვე­ვა­საც იხ­სე­ნებს, რა­მაც შე­საძ­ლოა, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის ინ­სულ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა:

"მა­მა­ჩე­მი, მო­ხუ­ცი, ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და ერთ-ერთ არხზე და თა­ვი­სი კვი­მა­ტუ­რი ენით თქვა, ადრე გვებ­რძოდ­ნენ მუ­სულ­მა­ნე­ბი, ახლა გვებ­რძვი­ან რუ­სულ­მა­ნე­ბიო. ერ­თმა ავადსახ­სე­ნე­ბელ­მა კაც­მა მთე­ლი წე­რი­ლი ამა­ზე აა­წყო, თუ რო­გორ გა­ბე­და მა­მამ ამის თქმა. მა­მას და­უ­რე­კეს და უთხრეს, გა­ზეთ­ში წე­რი­ლი და­ი­ბეჭ­დაო. მე­ო­რე დღეს მა­მამ იყი­და გა­ზე­თე­ბი, სა­ღა­მოს გა­და­ვე­დი მას­თან და მი­თხრა, რა არის ეს ცხოვ­რე­ბა, შე­ხე­დე რას მი­წერს, შე­ვარ­დნა­ძემ ბინა გა­ჩუ­ქა, შენს ბი­ნა­ში ცხე­ნი რომ გა­ჭენ­დე­ბაო. 1979 წელს "რწმე­ნის კე­დე­ლის" გამო კარ­ბე­ლაშ­ვილ­მა სა­კავ­ში­რო ცკ-ში მი­ჩივ­ლა, 1977 წელს გამ­სა­ხურ­დი­ას გა­რი­ცხვას ხელი არ მო­ვა­წე­რე და მათ­რი­ეს, "დათა თუ­თაშ­ხი­ას" მერე ინ­ფარ­ქტი მი­ვი­ღე, მერე წი­თე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია გავ­ხდი, ახლა ეს მი­წერს, შე­ვარ­დნა­ძის ნა­ჩუ­ქარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­სო, არა­და დე­და­შე­ნის ბი­ნა­ში ვკვდე­ბი, ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­ფა­სი რომ არ მო­დი­ო­დეს მწე­რალ­თა კავ­შირ­ში და შენი ქმა­რი ჯი­ბე­ში ფულს რომ არ მი­დებ­დე­სო… მა­მამ ბო­ლოს მი­თხრა, წადი, წყა­ლი მო­მი­ტა­ნე, ბევ­რი ყი­ნუ­ლი ჩა­მი­ყა­რე, ოღონდ დე­და­შენს არ უთხრაო (ჯან­სუღს ას­თმა აქვს). წა­ვე­დი მო­სა­ტა­ნად და, რომ შევ­ბრუნ­დი ოთახ­ში, ძირს ეგდო.

და­ცე­მის ხმა კი გა­ვი­გე, მაგ­რამ არ მი­ფიქ­რია, რომ ლო­გინ­ზე დამ­ჯდა­რი მამა წა­იქ­ცე­ო­და. გონ­ზე იყო, და­ვუ­წყე დამ­შვი­დე­ბა. იმ წუთ­ში მივ­ხვდი, რომ ინ­სულ­ტი ჰქონ­და, თუმ­ცა ბო­ლომ­დე ადეკ­ვა­ტუ­რი იყო. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა რომ მო­ვი­და, კი­დევ შე­ეძ­ლო პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა. მთე­ლი ქუჩა ჩვენ გვა­ცი­ლებ­და. ამ უბე­დუ­რე­ბა­ში დიდი შუქი და­ვი­ნა­ხე. არ ვი­ცო­დი, ჯან­სუ­ღის მი­მართ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის ტალ­ღა თუ ისევ იყო..."

ლანა კიკ­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ნათია
0

ყველას ვინც ზვიადს უღალატა შეურცხვეს კალამი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას ყვებოდა მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თაკო ჩარკვიანი: "სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, მთელი ქუჩა ჩვენ გვაცილებდა..."

რას ყვებოდა მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თაკო ჩარკვიანი: "სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, მთელი ქუჩა ჩვენ გვაცილებდა..."

ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. 86 წლის პოეტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო - ის ინსულტით მოათავსეს საავადმყოფოში და მას შემდეგ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. უფროსი ჩარკვიანის ოჯახს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ცნობილი პოეტი მალე გამოჯანმრთელებული დაბრუნდებოდა სახლში და კიდევ ბევრ ლექსს აჩუქებდა თავის მკითხველს...

მამის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, პოეტის ქალიშვილმა, პუბლიცისტმა და მუსიკათმცოდნემ თაკო ჩარკვიანმა მამის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

იხილეთ ვიდეო: "ვერ ვპატიობ, რამ გადაურია თავი, რაშია საქმე" - ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

"მამა ძალიან მძიმედ არის. რეანიმაციაშია, აპარატი ჯერ ვერ მოვხსენით, მართვით სუნთქვაზეა. წამოვიდა შუქი, 15-15 საათი ფილტვმა თვითონ იმუშავა. რამდენიმე დღეა, ცოტ-ცოტას თვითონ სუნთქავს... მთლიანად პარალიზებულია, მაგრამ მარცხენა ხელი ცოტათი გააქტიურდა. როცა ვესაუბრები, ვთხოვ, რომ თვალებით მანიშნოს, ჩემი თუ ესმის და მიმანიშნებს ხოლმე თვალებით. ტვინია დაზიანებული, მაგრამ ცნობიერება წამოვიდა... ვლოცულობ, რაც დიდ შვებასა და ძალას მაძლევს. დღეში ორჯერ მივდივარ მამის სანახავად და თვალებით ველაპარაკებით ერთმანეთს.

- 3 თვეა საავადმყოფოში წევს, რაც ალბათ დიდ თანხებს მოითხოვს. ფინანსურად ვინ გიდგათ გვერდით?

- სახელმწიფო დაზღვევა ამოიწურა. ასევე ამოიწურა თანხა ფონდიდან "რუსთაველის პრემია", თბილისის მერიიდანაც რაღაც პაკეტი ეკუთვნოდა და ისიც. ახლა ჩემი მეუღლე (ბიზნესმენი ჯონი გიგანი. ავტ.) პატრონობს. რაც შესაძლებელია, ყველაფერი უკეთდება...

თაკო ჩარკვიანი "სარკესთან" ინტერვიუში იმ შემთხვევასაც იხსენებს, რამაც შესაძლოა, ჯანსუღ ჩარკვიანის ინსულტის პროვოცირება მოახდინა:

"მამაჩემი, მოხუცი, ასაკოვანი ადამიანი გამოვიდა ერთ-ერთ არხზე და თავისი კვიმატური ენით თქვა, ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო. ერთმა ავადსახსენებელმა კაცმა მთელი წერილი ამაზე ააწყო, თუ როგორ გაბედა მამამ ამის თქმა. მამას დაურეკეს და უთხრეს, გაზეთში წერილი დაიბეჭდაო. მეორე დღეს მამამ იყიდა გაზეთები, საღამოს გადავედი მასთან და მითხრა, რა არის ეს ცხოვრება, შეხედე რას მიწერს, შევარდნაძემ ბინა გაჩუქა, შენს ბინაში ცხენი რომ გაჭენდებაო. 1979 წელს "რწმენის კედელის" გამო კარბელაშვილმა საკავშირო ცკ-ში მიჩივლა, 1977 წელს გამსახურდიას გარიცხვას ხელი არ მოვაწერე და მათრიეს, "დათა თუთაშხიას" მერე ინფარქტი მივიღე, მერე წითელი ინტელიგენცია გავხდი, ახლა ეს მიწერს, შევარდნაძის ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობსო, არადა დედაშენის ბინაში ვკვდები, ივანიშვილის ხელფასი რომ არ მოდიოდეს მწერალთა კავშირში და შენი ქმარი ჯიბეში ფულს რომ არ მიდებდესო… მამამ ბოლოს მითხრა, წადი, წყალი მომიტანე, ბევრი ყინული ჩამიყარე, ოღონდ დედაშენს არ უთხრაო (ჯანსუღს ასთმა აქვს). წავედი მოსატანად და, რომ შევბრუნდი ოთახში, ძირს ეგდო.

დაცემის ხმა კი გავიგე, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ლოგინზე დამჯდარი მამა წაიქცეოდა. გონზე იყო, დავუწყე დამშვიდება. იმ წუთში მივხვდი, რომ ინსულტი ჰქონდა, თუმცა ბოლომდე ადეკვატური იყო. სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, კიდევ შეეძლო პასუხების გაცემა. მთელი ქუჩა ჩვენ გვაცილებდა. ამ უბედურებაში დიდი შუქი დავინახე. არ ვიცოდი, ჯანსუღის მიმართ ასეთი სიყვარულის ტალღა თუ ისევ იყო..."

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"