პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა
ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. 86 წლის პო­ე­ტი ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო - ის ინ­სულ­ტით მო­ა­თავ­სეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მას შემ­დეგ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ჯან­სუღ ჩარ­კვი­ან­მა პირ­ვე­ლი ლექ­სი 1947 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 1959 წელს გა­მო­ვი­და პო­ე­ტის პირ­ვე­ლი წიგ­ნი "ერთი ღა­მის სი­ჩუ­მე­ში". ასე­ვე, გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს წიგ­ნე­ბი: "რწმე­ნის კე­დე­ლი" (1970), "დიდი ნა­თე­ლი" (1980), "ერ­თტო­მე­უ­ლი" (1981), "რჩე­უ­ლი პო­ე­მე­ბი" (1983), "მე და შენ" (1984), "არცა ვმსა­ხუ­რობ­დე სხვას!" (1989), პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წიგ­ნი "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ლომ­თა ხვედ­რია". 1991-1993 წლებ­ში გა­მო­ი­ცა მისი თხზუ­ლე­ბა­თა ორ­ტო­მე­უ­ლი. პო­ე­ტის ლექ­სე­ბი თარ­გმნი­ლია მრა­ვალ ენა­ზე.

იხი­ლეთ: ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის ემო­ცი­უ­რი ბლი­ცინ­ტერ­ვიუ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" არ­ქი­ვი­დან

1962-63 წლებ­ში იყო ჟურ­ნალ "ცის­კრის" პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, 1963-67 წლებ­ში – ჟურ­ნალ "დი­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, 1967-77 წლებ­ში – ჟურ­ნალ "ცის­კრის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, 1977-87 წლებ­ში – სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის მდი­ვა­ნი, ჟურ­ნალ "დრო­შას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი. იყო მწე­რალ­თა კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის მდი­ვა­ნი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა "თბი­ლი­სე­ლის" პრე­ზი­დენ­ტი.

1978 წელს მი­ე­ნი­ჭა გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია, 1985 წელს, 1983-84 წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ლექ­სე­ბის ციკ­ლის­თვის მი­ე­ნი­ჭა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია. 1998 წელს მი­ი­ღო შალ­ვა და­დი­ა­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია. არის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი. თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ორი მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი.

ხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რას ყვე­ბო­და მა­მის სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე თაკო ჩარ­კვი­ა­ნი: "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა რომ მო­ვი­და, მთე­ლი ქუჩა ჩვენ გვა­ცი­ლებ­და..."

ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. 86 წლის პოეტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო - ის ინსულტით მოათავსეს საავადმყოფოში და მას შემდეგ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჯანსუღ ჩარკვიანმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი "ერთი ღამის სიჩუმეში". ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: "რწმენის კედელი" (1970), "დიდი ნათელი" (1980), "ერთტომეული" (1981), "რჩეული პოემები" (1983), "მე და შენ" (1984), "არცა ვმსახურობდე სხვას!" (1989), პუბლიცისტური წიგნი "თავისუფლება ლომთა ხვედრია". 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

იხილეთ: ჯანსუღ ჩარკვიანის ემოციური ბლიცინტერვიუ "პალიტრანიუსის" არქივიდან

1962-63 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში – ჟურნალ "დილას" მთავარი რედაქტორი, 1967-77 წლებში – ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ "დროშას" მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, საზოგადოება "თბილისელის" პრეზიდენტი.

1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

ხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ: რას ყვებოდა მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თაკო ჩარკვიანი: "სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, მთელი ქუჩა ჩვენ გვაცილებდა..."