ტრამპისა და პუტინის "სამოთხის ქაღალდები"

ტრამპისა და პუტინის "სამოთხის ქაღალდები"

დასავლური მედია დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის საიდუმლო ბიზნესურთიერთობებზე მსჯელობას არ წყვეტს... რამდენიმე ხნის წინ, პუტინთან "დამაკავშირებელი კვანძი" იპოვნეს, - ამერიკის ადმინისტრაციის წევრები, რომლებზეც ამერიკის სანქცია ვრცელდება. BBC-ის ინფორმაციით, ამის დასტურია ოფშორული დოკუმენტების ახალი, გლობალური გადინება, რომელსაც უკვე უწოდეს "სამოთხის ქაღალდები" (Paradise Papers).

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის სავაჭრო მინისტრის, უილბერ როსის მფლობელობაშია კომპანია Navigator Holdings-ი, რომელიც რუსული ენერგეტიკული ფირმა Сибур -ის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს, სავარაუდოდ, ყოველწლიურად, რამდენიმე მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

საქმე ის არის, რომ Сибур-ის ორ მსხვილ აქციონერს ამერიკის სანქციები შეეხო. მინისტრის წარმომადგენელი არ უარყოფს ინფორმაციას დოკუმენტების გადინების შესახებ, თუმცა, აცხადებს, რომ აქციების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს...

აქციონერებს შორის, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის სიძე, მისი ქალიშვილის, ეკატერინას ქმარი, კირილ შამალოვია, რომელიც კომპანიის აქციის 3,9 მფლობელია... პუტინის ახლო წრის წარმომადგენელი, გენადი ტიმჩენკო, რომელსაც ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები, პერსონალურად შეეხო, ასევე, - ლეონიდ მიხელსონ, რომელიც კომპანია Новатэк -ის დამფუძნებელია, ასევე Сибур -ს მსხვილი აქციონერია.

გაურკვევლობას იწვევს ის, რომ თავად Сибур-სა და კირილ შამალოვს ამერიკის სანქციები არ შეხებიათ, შამალოვის მამის წინააღმდეგ კი სანქციები მოქმედებს... სანქციების შერჩევითობის პრინციპებზე კარგა ხანია საუბრობს დასავლური მედია და უილბურ როსს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. მისი წარმომადგენელი კი დაჟინებით ამტკიცებს, რომ თავად მინისტრი Сибур -ის რუს აქციონერებს არასდროს შეხვედრია.

უილბურ როსი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს 20-წელზე მეტია იცნობენ. როსმა, 90-იან წლებში, გადამწყვეტი როლი ითამაშა, ტრამპის მფლობელობაში არსებული, ატლანტიკ სითიში მდებარე, კაზინო "ტაჯ-მაჰალის" საქმეში, რომელიც გაკოტრების პირას იყო...

BBC-ის ინფორმაციით, ტრამპის ბიოგრაფი, დევიდ კეის თქმით, რომ არა უილბურ როსი, დონალდ ტრამპი ახლა "თეთრ სახლში" ვერ მოხვდებოდა...

აშშ-მა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც ამ უკანასკნელმა ყირიმის ანექსია განახორციელა 2014 წელს. მოგვიანებით, მას 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო მონაწილეობის გამო, ახალი სანქციები დაემატა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე