მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოდელი ფეხზე პოლიეთილენის პარკით - კურიოზი "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულიდან"
ქართველი მოდელი ფეხზე პოლიეთილენის პარკით - კურიოზი "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულიდან"

თბი­ლის­ში უკვე მე­სა­მე დღეა "მერ­სე­დეს ბენ­ცის მო­დის კვი­რე­უ­ლი" მიმ­დი­ნა­რე­ობს. დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა 2-6 ნო­ემ­ბერს სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე იმარ­თე­ბა.

მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ჩვე­ნე­ბა, მათ შო­რის არი­ან: ავ­თან­დი­ლი, და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი, გოლა და­მი­ა­ნი, ანუ­კა ქე­ბუ­რია, ალექ­სან­დრ არუ­თი­ნო­ვი, გი­ორ­გი ქე­ბუ­რია, ANOUKI, Match&Match და სხვე­ბი.

დღეს, 5 ნო­ემ­ბერს დი­ზა­ი­ნერ გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ას ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. პო­დი­უ­მი სას­ტუმ­რო "იო­ტა­ში" იყო მო­წყო­ბი­ლი. დი­ზა­ი­ნერ­მა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მო­დე­ლი წარ­მო­ად­გი­ნა. მათ შო­რის ერ­თმა მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო: ერთ-ერთი მო­დე­ლი პო­დი­უმ­ზე ფეხ­ზე შე­მოხ­ვე­უ­ლი ყვი­თე­ლი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კით გა­მო­ვი­და. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ეს დი­ზა­ი­ნე­რის ჩა­ნა­ფიქ­რი იყო გა­რე­მოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლის - პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თუ უბ­რა­ლო კუ­რი­ო­ზი და მო­დელს ძირს და­ვარ­დნი­ლი პარ­კი ფეხ­ზე შე­მო­ეხ­ვია.

გი­ორ­გი ქე­ბუ­რია თვით­ნას­წავ­ლი დი­ზა­ი­ნე­რია. 27 წლის დი­ზა­ი­ნე­რი არამ­ხო­ლოდ ქარ­თველ, უცხო­ელ მო­დის მოყ­ვა­რუ­ლებ­შიც კარ­გად ცნო­ბი­ლია. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ მისი სა­მო­სით პოპ-დივა ლედი გაგა გა­მოჩ­ნდა. ვარ­სკვლავ­მა შე­არ­ჩია ასი­მეტ­რი­უ­ლი, შავ­წინწკლე­ბი­ა­ნი თეთ­რი კაბა ქამ­რით დი­ზა­ი­ნე­რის კო­ლექ­ცი­ი­დან. ლედი გაგა უპი­რა­ტე­სო­ბას ავან­გარ­დულ და არას­ტან­დარ­ტულ სა­მოსს ანი­ჭებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ქართველი მოდელი ფეხზე პოლიეთილენის პარკით - კურიოზი "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულიდან"

ქართველი მოდელი ფეხზე პოლიეთილენის პარკით - კურიოზი "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულიდან"

თბილისში უკვე მესამე დღეა "მერსედეს ბენცის მოდის კვირეული" მიმდინარეობს. დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ღონისძიება 2-6 ნოემბერს სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება.

მოდის კვირეულის ფარგლებში იმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენება, მათ შორის არიან: ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, გოლა დამიანი, ანუკა ქებურია, ალექსანდრ არუთინოვი, გიორგი ქებურია, ANOUKI, Match&Match და სხვები.

დღეს, 5 ნოემბერს დიზაინერ გიორგი ქებურიას ჩვენება გაიმართა. პოდიუმი სასტუმრო "იოტაში" იყო მოწყობილი. დიზაინერმა რამდენიმე ათეული მოდელი წარმოადგინა. მათ შორის ერთმა მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო: ერთ-ერთი მოდელი პოდიუმზე ფეხზე შემოხვეული ყვითელი პოლიეთილენის პარკით გამოვიდა. ჯერჯერობით უცნობია, ეს დიზაინერის ჩანაფიქრი იყო გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებლის - პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ, თუ უბრალო კურიოზი და მოდელს ძირს დავარდნილი პარკი ფეხზე შემოეხვია.

გიორგი ქებურია თვითნასწავლი დიზაინერია. 27 წლის დიზაინერი არამხოლოდ ქართველ, უცხოელ მოდის მოყვარულებშიც კარგად ცნობილია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მისი სამოსით პოპ-დივა ლედი გაგა გამოჩნდა. ვარსკვლავმა შეარჩია ასიმეტრიული, შავწინწკლებიანი თეთრი კაბა ქამრით დიზაინერის კოლექციიდან. ლედი გაგა უპირატესობას ავანგარდულ და არასტანდარტულ სამოსს ანიჭებს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება