სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბედნიერია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს..." - რისკენ მოუწოდა პატრიარქმა მდიდარ ადამიანებს
"ბედნიერია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს..." - რისკენ მოუწოდა პატრიარქმა მდიდარ ადამიანებს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პი­სო­პო­სის, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის თქმით, სიმ­დიდ­რე არის საც­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის დროს პატ­რი­არ­ქმა მდიდ­რებს მო­უ­წო­და, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­რონ.

"მრა­ვა­ლი საც­დუ­რი დგას ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე და ერთ-ერთი საც­დუ­რი არის სიმ­დიდ­რე. დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბა მიგ­ვი­თი­თებს, რამ­დე­ნად სა­ში­შია სიმ­დიდ­რე ადა­მი­ა­ნის­თვის. მაგ­რამ იყ­ვნენ ჩვე­ნი მე­ფე­ე­ბი, დე­დოფ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ჰქონ­დათ სიმ­დიდ­რე, მაგ­რამ წმინ­და­ნე­ბად დარ­ჩნენ. სიმ­დიდ­რე - ეს არის გან­საც­დე­ლი და ეს გან­საც­დე­ლი უნდა დაძ­ლი­ოს ადა­მი­ან­მა. ჩვენ ვცხოვ­რობთ ძა­ლი­ან რთულ დროს, ეს სირ­თუ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სიმ­დიდ­რეს­თან", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დე­სის თქმით, სიმ­დიდ­რე თა­ვის­თა­ვად არ არის ცოდ­ვა, მაგ­რამ ის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის­თვის.

"ალ­ბათ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ჩა­გივ­ლი­ათ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით და თქვენს გულ­ში ყო­ფი­ლა მსჯე­ლო­ბა, კა­მა­თი, და­ვეხ­მა­რო თუ არა. თუ და­ვეხ­მა­რე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ღვი­ნო ან არა­ყი და­ლი­ოს. მაგ­რამ თუ არ და­ეხ­მა­რე­ბი, ის მა­ინც და­ლევს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ჩა­გივ­ლი­ათ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით, უკან დაბ­რუ­ნე­ბულ­ხართ და მი­გი­ცი­ათ დახ­მა­რე­ბა. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა არის პირ­და­პი­რი გზა სა­სუ­ფე­ველ­ში. ამი­ტომ ჩვენ უნდა დავძლი­ოთ ჩვე­ნი თავი და სიმ­დიდ­რე გა­მო­ვი­ყე­ნოთ ადა­მი­ა­ნის და­სახ­მა­რებ­ლად", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, უნა­ხავს ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ქველ­მოქ­მე­დე­ბას ას­წავ­ლი­ან შვი­ლებს, დი­ლით უშ­ვე­ბენ ქუ­ჩა­ში, რომ იპო­ვონ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და მო­იყ­ვა­ნონ სახ­ლში.

"ბედ­ნი­ე­რია ადა­მი­ა­ნი, ვინც ამას აკე­თებს. არის შემ­თხვე­ვა, როცა ვერ პო­უ­ლო­ბენ და დამ­წუხ­რე­ბულ­ნი ბრუნ­დე­ბი­ან, რომ ვერ იპო­ვეს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ღმერ­თმა ხედ­ვა მოგ­ცეთ, გა­გიხ­სნათ გო­ნე­ბა და გული, რომ და­ვეხ­მა­როთ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბედნიერია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს..." - რისკენ მოუწოდა პატრიარქმა მდიდარ ადამიანებს

"ბედნიერია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს..." - რისკენ მოუწოდა პატრიარქმა მდიდარ ადამიანებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის თქმით, სიმდიდრე არის საცდური ადამიანებისთვის. საკვირაო ქადაგების დროს პატრიარქმა მდიდრებს მოუწოდა, გაჭირვებულებს დაეხმარონ.

"მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. დღევანდელი სახარება მიგვითითებს, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის. მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე - ეს არის განსაცდელი და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან", - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, სიმდიდრე თავისთავად არ არის ცოდვა, მაგრამ ის გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებისთვის.

"ალბათ თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი, დავეხმარო თუ არა. თუ დავეხმარები, შეიძლება ღვინო ან არაყი დალიოს. მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება. გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, უნახავს ოჯახები, რომლებიც ქველმოქმედებას ასწავლიან შვილებს, დილით უშვებენ ქუჩაში, რომ იპოვონ გაჭირვებული ადამიანი და მოიყვანონ სახლში.

"ბედნიერია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. არის შემთხვევა, როცა ვერ პოულობენ და დამწუხრებულნი ბრუნდებიან, რომ ვერ იპოვეს გაჭირვებული ადამიანი. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს", - აღნიშნა პატრიარქმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი