პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი გიორგი მამალაძე - მე უფრო ემოციურს დავარქმევდი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას, ვიდრე მძიმეს
დეკანოზი გიორგი მამალაძე - მე უფრო ემოციურს დავარქმევდი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას, ვიდრე მძიმეს

მე უფრო ემო­ცი­ურს და­ვარ­ქმევ­დი მე­უ­ფე დი­მიტ­რის­თან შეხ­ვედ­რას, ვიდ­რე მძი­მეს,- ამის შე­სა­ხებ მსჯავ­რდე­ბულ­მა დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ "კუ­რი­ერ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ, მე­უ­ფე დი­მიტ­რის­თან შეხ­ვედ­რა­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც დე­კა­ნოზ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ ეს სა­უ­ბა­რი შედ­გა და ამ სა­უ­ბარს და­დე­ბი­თად აფა­სებს.

"რა თქმა უნდა, ის დაჭ­რი­ლი და და­ჩე­ხი­ლი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას სჯე­რა, რომ ეს აბ­სურ­დია, ამის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი ჰქონ­და მე­უ­ფეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა მარ­ტო მე­უ­ფეს. მე ვფიქ­რობ, რომ არ­სე­ბულ კი­თხვებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბის და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის შემ­დეგ მან გა­ა­კე­თა ის გან­ცხა­დე­ბა, რაც სა­ჯა­როდ ცნო­ბი­ლია. ეს არის ის, რა­საც მე ვამ­ტკი­ცებ­დი, რომ ეს იყო შეთ­ქმუ­ლე­ბა არა მარ­ტო მისი, არა­მედ ზო­გა­დად ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, და­ა­ბა­რა თუ არა რა­ი­მე პატ­რი­არ­ქთან გა­და­სა­ცე­მად მე­უ­ფე დი­მიტ­რის, მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის თქმით, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ენა­ხა მე­უ­ფე და ეთ­ქვა დე­ტა­ლე­ბი.

"მთა­ვა­რია მათ ილო­ცონ ჩემ­თვის და მო­მიხ­სე­ნი­ონ. პატ­რი­არ­ქის პო­ზი­ცია ნა­თე­ლია ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ამა­ზე მე­ტად პატ­რი­არ­ქის შე­წუ­ხე­ბა მე ვფიქ­რობ, რომ არ არის სა­ჭი­რო. სა­ჯა­როდ არის ცნო­ბი­ლი, პატ­რი­არ­ქს არ სჯე­რა, რომ მე ამის ჩამ­დე­ნი ვი­ყა­ვი. მთა­ვა­რია ლოც­ვა აღავ­ლი­ნონ ჩემი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე - მე უფრო ემოციურს დავარქმევდი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას, ვიდრე მძიმეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე - მე უფრო ემოციურს დავარქმევდი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას, ვიდრე მძიმეს

მე უფრო ემოციურს დავარქმევდი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას, ვიდრე მძიმეს,- ამის შესახებ მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, როდესაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრისთან შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს საუბარი შედგა და ამ საუბარს დადებითად აფასებს.

"რა თქმა უნდა, ის დაჭრილი და დაჩეხილი კადრები, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმეტესობას სჯერა, რომ ეს აბსურდია, ამის შესახებ გარკვეული კითხვები ჰქონდა მეუფეს და დარწმუნებული ვარ, არა მარტო მეუფეს. მე ვფიქრობ, რომ არსებულ კითხვებზე მიღებული პასუხების და არსებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ მან გააკეთა ის განცხადება, რაც საჯაროდ ცნობილია. ეს არის ის, რასაც მე ვამტკიცებდი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მარტო მისი, არამედ ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ", - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

კითხვაზე, დააბარა თუ არა რაიმე პატრიარქთან გადასაცემად მეუფე დიმიტრის, მამა გიორგი მამალაძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ენახა მეუფე და ეთქვა დეტალები.

"მთავარია მათ ილოცონ ჩემთვის და მომიხსენიონ. პატრიარქის პოზიცია ნათელია ჩემთან მიმართებაში და ამაზე მეტად პატრიარქის შეწუხება მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო. საჯაროდ არის ცნობილი, პატრიარქს არ სჯერა, რომ მე ამის ჩამდენი ვიყავი. მთავარია ლოცვა აღავლინონ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად", - განაცხადა დეკანოზმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი