პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი მიმართვას ავრცელებს
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი მიმართვას ავრცელებს

სა­ბერ­ძნე­თი­სა და სერ­ბე­თის რეს­პუბ­ლი­კებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, ელჩი ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ბერ­ძნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"თა­ვი­დან­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის არ­სე­ბო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ბერ­ძნეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ­სე­ბულ უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ვფიქ­რობ ზედ­მე­ტია იმის გან­მარ­ტე­ბა, რომ ეს პრობ­ლე­მა უაღ­რე­სად დიდ ზი­ანს აყე­ნებს, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ჩვე­ნი ერი იმიჯს, ასე­ვე სა­ელ­ჩოს საქ­მი­ა­ნო­ბას. მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აფერ­ხე­ბენ სა­ბერ­ძნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ბერ­ძნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქმნი­ან ძალ­ზე ნე­გა­ტი­ურ ფონს.

მი­უ­ხე­და­ვად ამ­გვა­რი რე­ა­ლო­ბი­სა, სა­ელ­ჩო სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის უმაღ­ლეს პი­რებ­თან, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი, ასე­ვე არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი არ­ხე­ბით, სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გარ­და, მუდ­მივ დი­ა­ლოგს აწარ­მო­ებს ორ სა­კი­თხზე:

1. გა­ნუხ­რე­ლად იყოს და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმ და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­სა, რო­მელ­შიც მათ ედე­ბათ ბრა­ლი.

2. არ იქ­ნას დაშ­ვე­ბუ­ლი მცდა­რი, ორაზ­რო­ვა­ნი ან გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ 2015 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­ელ­ჩოს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­უ­ტო­ვე­ბია არც ერთი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტებს და რომ­ლე­ბიც რა­ი­მე სა­ხის კი­თხვის ნიშ­ნებს ტო­ვებ­და. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის მი­მართ ჩვე­ნი რე­ა­გი­რე­ბა ყო­ველ­თვის იყო მყი­სი­ე­რი, ხოლო პო­ზი­ცია მკაც­რი და პრინ­ცი­პუ­ლი. ასე­ვე, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ 2015 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან სა­ელ­ჩო­ში არ შე­მო­სუ­ლა სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არც ერთი სა­ჩი­ვა­რი და გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც აღ­წერ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ დარ­ღვე­ვას და რო­მე­ლიც, გარ­წმუ­ნებთ, გა­ამ­ყა­რებ­და ჩვენს პო­ზი­ცი­ას ამ მგრძნო­ბი­ა­რე თე­მა­ზე ბერ­ძნულ მხა­რეს­თან ოფი­ცი­ა­ლურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში.

და­ვუბ­რუნ­დე­ბი უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვებს და გაც­ნო­ბებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ და­კა­ვე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ელ­ჩოს აქვს წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბის, ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი გა­დაც­დო­მე­ბის თა­ო­ბა­ზე. მო­მა­ვა­ლი კვი­რის ბო­ლომ­დე ჩვენ გვექ­ნე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რი დას­კვნა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, გარ­წმუ­ნებთ, ჩვე­ნი რე­ა­გი­რე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, იქ­ნე­ბა დრო­უ­ლი და ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნი. მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, სა­ელ­ჩოს ხელთ უკვე არ­სე­ბობს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ბერ­კე­ტი, რომ მსგავს ფაქ­ტებ­ზე მი­ვი­პყროთ რო­გორც სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბის, ასე­ვე ბერ­ძნუ­ლი მა­ს­მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მოქ­მე­დე­ბი­სას, თქვენ­თვის გა­სა­გებ მი­ზეზ­თა გამო, სა­ელ­ჩო უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ზო­მის გა­ტა­რე­ბას, შე­და­რე­ბით უხ­მა­უ­როდ, პრობ­ლე­მე­ბი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი მხა­რის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი რე­ზო­ნან­სის მი­ცე­მის გა­რე­შე.

მოგ­მარ­თავთ ტრა­დი­ცი­უ­ლი თხოვ­ნით, და­ე­ლო­დოთ ხსე­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გებს, აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან, მო­ე­რი­დოთ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, რო­გორც სა­ელ­ჩოს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ჩვენს დი­ას­პო­რი­სათ­ვის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ნათ­ქვა­მია ელ­ჩის მი­მარ­თვა­ში.

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი მიმართვას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი მიმართვას ავრცელებს

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი თანამემამულეებისადმი მიმართვას ავრცელებს.

მიმართვაში, რომელიც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ელჩი ბოლო პერიოდში საბერძნეთის სამართალდამცავების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს ეხმაურება.

"თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება. ვფიქრობ ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერი იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნეგატიურ ფონს.

მიუხედავად ამგვარი რეალობისა, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებით, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, მუდმივ დიალოგს აწარმოებს ორ საკითხზე:

1. განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი.

2. არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ.

ამასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2015 წლის მეორე ნახევრიდან ჩემი ხელმძღვანელობით, საელჩოს შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია არც ერთი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს და რომლებიც რაიმე სახის კითხვის ნიშნებს ტოვებდა. ასეთი შემთხვევების მიმართ ჩვენი რეაგირება ყოველთვის იყო მყისიერი, ხოლო პოზიცია მკაცრი და პრინციპული. ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2015 წლის მეორე ნახევრიდან საელჩოში არ შემოსულა საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არც ერთი საჩივარი და განცხადება, რომელიც აღწერდა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დარღვევას და რომელიც, გარწმუნებთ, გაამყარებდა ჩვენს პოზიციას ამ მგრძნობიარე თემაზე ბერძნულ მხარესთან ოფიციალურ მოლაპარაკებებში.

დავუბრუნდები უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებს და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით საელჩოს აქვს წინასწარი ინფორმაცია, როგორც ფაქტების დამახინჯების, ასევე ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე. მომავალი კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა, რის საფუძველზეც, გარწმუნებთ, ჩვენი რეაგირება, ამ შემთხვევაშიც, იქნება დროული და ქმედითუნარიანი. მიმდინარე ეტაპზე, საელჩოს ხელთ უკვე არსებობს ყველა შესაბამისი ბერკეტი, რომ მსგავს ფაქტებზე მივიპყროთ როგორც საბერძნეთის მთავრობის, ასევე ბერძნული მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოქმედებისას, თქვენთვის გასაგებ მიზეზთა გამო, საელჩო უპირატესობას ანიჭებს ყველა შესაბამისი ზომის გატარებას, შედარებით უხმაუროდ, პრობლემებისათვის ქართული მხარის დამაზიანებელი რეზონანსის მიცემის გარეშე.

მოგმართავთ ტრადიციული თხოვნით, დაელოდოთ ხსენებული მიმართულებით ჩვენი მუშაობის შედეგებს, აქტიურად ითანამშრომლოთ საქართველოს საელჩოს შესაბამის სამსახურებთან, მოერიდოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას, როგორც საელჩოს საქმიანობის შესახებ, ასევე ჩვენს დიასპორისათვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით", - ნათქვამია ელჩის მიმართვაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ