პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ
ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ნაც­ვლე­ბით ას­რუ­ლებს. რამ­დე­ნად არის ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო მათი ეს ნა­ბი­ჯი, ეს თა­ვად გან­სა­ზღვრეთ. ამ­ჯე­რად Ambebi.ge იმ ადა­მი­ა­ნებს წარ­მო­გიდ­გენთ, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კა­ში შოუ-ბიზ­ნე­სი­დან წა­ვიდ­ნენ:

დათო ხუ­ჯა­ძე

პირ­ვე­ლი კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და, დათო ხუ­ჯა­ძე იყო, თუმ­ცა მისი პო­ლი­ტი­კო­სო­ბა რე­კორ­დუ­ლად ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა. დათო ხუ­ჯა­ძე 2003 წელს, ას­ლან აბა­ში­ძის გუნდს შე­უ­ერ­თდა და პარ­ლა­მენ­ტშიც მოხ­ვდა, მაგ­რამ სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი შე­იკ­რი­ბა, დარ­ბაზ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­იჭ­რა, ხელ­ში ვარ­დით და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას­თან" ერ­თად დათო ხუ­ჯა­ძის კა­რი­ე­რაც დას­რულ­და. ამის შემ­დეგ დათო ხუ­ჯა­ძე რუ­სეთ­ში წა­ვი­და და იქა­ურ შოუ-ბიზ­ნეს­ში სა­ო­ცა­რი კა­რი­ე­რა აი­წყო.

ზურა ხა­ჩი­ძე

პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და წლე­ბის წინ მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე, ის სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს არ შე­ე­გუა და რე­ჟიმ­თან ბრძო­ლა ოპო­ზი­ცი­ა­ში წას­ვლით გა­და­წყვი­ტა. ზურა ხა­ჩი­ძის და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას ოჯა­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი იყო. ზურა ჯერ "ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რი გახ­ლდათ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, ის "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" რი­გებს შე­უ­ერ­თდა, ბორ­ჯომ­ში კენ­ჭიც იყა­რა, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბი ვერ მო­ი­გო და ისევ შოუ-ბიზ­ნეს­ში დაბ­რუნ­და.

ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი

"ვა­კის პარ­კის" სო­ლის­ტი, ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი წინა წლის არ­ჩევ­ნებ­ზე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შე­უ­ერ­თდა და დე­პუ­ტა­ტი გახ­და. ის სა­კუ­თა­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო, ამა თუ იმ თე­მის შე­ფა­სე­ბი­სას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის სა­ბა­ბი რამ­დენ­ჯერ­მე გახ­და. ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს უსა­მარ­თლო­ბას სიმ­ღე­რით ებ­რძო­და.

კახა ცის­კა­რი­ძე

მომ­ღე­რა­ლი კახა ცის­კა­რი­ძე პო­ლი­ტი­კა­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ წა­ვი­და. თუმ­ცა რო­მელ პო­ლი­ტი­კა­ში და ვის პარ­ტი­ა­ში, დღემ­დე თა­ვა­დაც ვერ გა­არ­კვია. ცის­კა­რი­ძემ ბა­თუ­მის მე­რის პოს­ტის და­კა­ვე­ბა მო­ი­სურ­ვა და გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის დროს კო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ვარ­და - მას გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა და­აგ­ვი­ან­და, თუმ­ცა ბო­ლოს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­ინც მი­ი­ღო და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ხმა და­აგ­რო­ვა. ის ბა­თუ­მის მერი ვერ გახ­და, აგ­რძე­ლებს თუ არა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, უც­ნო­ბია.

გოგა ხა­ჩი­ძე

ჯგუფ "სა­ხის" ერთ-ერთი წევ­რი, გოგა ხა­ჩი­ძე სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და. ხან რე­ზერ­ვის­ტო­ბით მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, ხან მი­შას­თვის და­წე­რა სა­დი­დე­ბე­ლი ხოტ­ბა სიმ­ღე­რე­ბი და დე­პუ­ტა­ტიც გახ­და. პო­ლი­ტი­კა­ში წა­სულ ხა­ჩი­ძეს, მის­მა მე­გო­ბარ­მა შონ­ზომ იუ­მო­რის­ტუ­ლი სიმ­ღე­რაც კი მი­უ­ძღვნა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, გოგა ხა­ჩი­ძე პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და და რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის შექ­მნით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ

ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ

საქართველოში არაერთი ცნობილი ადამიანი წარმატებულ კარიერას პოლიტიკაში გადანაცვლებით ასრულებს. რამდენად არის ქვეყნისთვის სასიკეთო მათი ეს ნაბიჯი, ეს თავად განსაზღვრეთ. ამჯერად Ambebi.ge იმ ადამიანებს წარმოგიდგენთ, რომლებიც პოლიტიკაში შოუ-ბიზნესიდან წავიდნენ:

დათო ხუჯაძე

პირველი კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც პოლიტიკაში წავიდა, დათო ხუჯაძე იყო, თუმცა მისი პოლიტიკოსობა რეკორდულად ხანმოკლე აღმოჩნდა. დათო ხუჯაძე 2003 წელს, ასლან აბაშიძის გუნდს შეუერთდა და პარლამენტშიც მოხვდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ახლადარჩეული პარლამენტი შეიკრიბა, დარბაზში მიხეილ სააკაშვილი შეიჭრა, ხელში ვარდით და "ვარდების რევოლუციასთან" ერთად დათო ხუჯაძის კარიერაც დასრულდა. ამის შემდეგ დათო ხუჯაძე რუსეთში წავიდა და იქაურ შოუ-ბიზნესში საოცარი კარიერა აიწყო.

ზურა ხაჩიძე

პოლიტიკაში წავიდა წლების წინ მომღერალი ზურა ხაჩიძე, ის სააკაშვილის რეჟიმს არ შეეგუა და რეჟიმთან ბრძოლა ოპოზიციაში წასვლით გადაწყვიტა. ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი სააკაშვილის მმართველობის დროს რეპრესირებული იყო. ზურა ჯერ "ქრისტიან დემოკრატების" წევრი გახლდათ, სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის "პატრიოტთა ალიანსის" რიგებს შეუერთდა, ბორჯომში კენჭიც იყარა, თუმცა არჩევნები ვერ მოიგო და ისევ შოუ-ბიზნესში დაბრუნდა.

ზაზა ხუციშვილი

"ვაკის პარკის" სოლისტი, ზაზა ხუციშვილი წინა წლის არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" შეუერთდა და დეპუტატი გახდა. ის საკუთარი გამონათქვამების გამო, ამა თუ იმ თემის შეფასებისას, სოციალურ ქსელში განხილვის საბაბი რამდენჯერმე გახდა. ზაზა ხუციშვილი წინა ხელისუფლების დროს  უსამართლობას სიმღერით ებრძოდა.

კახა ცისკარიძე

მომღერალი კახა ცისკარიძე პოლიტიკაში რამდენიმე თვის წინ წავიდა. თუმცა რომელ პოლიტიკაში და ვის პარტიაში, დღემდე თავადაც ვერ გაარკვია. ცისკარიძემ ბათუმის მერის პოსტის დაკავება მოისურვა და განაცხადის შეტანის დროს კომიკურ სიტუაციაში ჩავარდა - მას განაცხადის შეტანა დააგვიანდა, თუმცა ბოლოს არჩევნებში მონაწილეობა მაინც მიიღო და რამდენიმე ათეული ხმა დააგროვა. ის ბათუმის მერი ვერ გახდა, აგრძელებს თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას, უცნობია.

გოგა ხაჩიძე

ჯგუფ "სახის" ერთ-ერთი წევრი, გოგა ხაჩიძე სააკაშვილის მმართველობის დროს პოლიტიკაში წავიდა. ხან რეზერვისტობით მიიქცია ყურადღება, ხან მიშასთვის დაწერა სადიდებელი ხოტბა სიმღერები და დეპუტატიც გახდა. პოლიტიკაში წასულ ხაჩიძეს, მისმა მეგობარმა შონზომ იუმორისტული სიმღერაც კი მიუძღვნა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გოგა ხაჩიძე პოლიტიკიდან წავიდა და როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ელექტრონული მუსიკის შექმნით არის გატაცებული.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება