გარდაცვლილი პრინცესა დაიანას ძმისშვილი ლედი კიტი სპენსერი პოდიუმზე გამოჩნდა. 27 წლის კიტიმ მონაწილეობა Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო.
სპენსერი ძალიან აქტიურია სოციალურ მედიაში და მოდის ჩვენებებზე დასწრება ძალიან უყვარს. გამოცემის Vanity Fair ინფორმაციით, პრინცესას ძმისშვილი ლენა დანჰემის, შოუების - Friends და "ბანქოს სახლის" თაყვანისმცემელია.
იმის მიუხედავად, რომ ლედი დაიანას გარდაცვალების დროს კიტი ძალიან პატარა იყო, მას მამიდასთან დაკავშირებული თბილი მოგონებები აქვს.
"ძალიან ცოტა რამ მახსოვს, მაგრამ ეს მოგონებები იმდენად სასიამოვნოა, რომ მიხარია, ჯერ კიდევ არის ჩემს მეხსიერებაში", - აღნიშნა კიტიმ Vanity Fair-თან.
მომზადებულია huffingtonpost-ის მიხედვით