საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთმა სტრატეგიული იარაღისთვის რუსეთისგან 100 მილიონი დოლარი ისესხა - რას გეგმავს სერჟ სარგსიანი?
სომხეთმა სტრატეგიული იარაღისთვის რუსეთისგან 100 მილიონი დოლარი ისესხა - რას გეგმავს სერჟ სარგსიანი?

ერე­ვან­მა მოს­კო­ვის­გან სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბის­თვის, 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სეს­ხი აიღო. სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის, სერჟ სარ­გსი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ერე­ვან­მა სეს­ხის აღე­ბის შე­თან­ხმე­ბას ხელი უკვე მო­ა­წე­რა... მი­სი­ვე თქმით, ეს არის სტრა­ტე­გი­უ­ლი ია­რა­ღი და სომ­ხე­თის­თვის ძა­ლი­ან დიდი შე­ნა­ძე­ნია.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა ТАСС-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სეს­ხის აღე­ბი­სა და გა­ხარ­ჯვის თა­რი­ღი წი­ნას­წარ არის გან­სა­ზღვრუ­ლი - შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ერე­ვან­მა 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი 2018-2022 წლებ­ში უნდა აით­ვი­სოს.

თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, სარ­გსი­ა­ნის თქმით, სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ რუ­სე­თი სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბის­თვის სეს­ხე­ბის გა­ცე­მას გა­ნაგ­რძობს...

სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი "კარ­გად არის აღ­ჭურ­ვი­ლი", თუმ­ცა "ჯა­რის მარ­თვი­სა და ია­რა­ღის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის სა­კი­თხში ბევ­რი რამ აქვთ გა­სა­კე­თე­ბე­ლი". მი­სი­ვე თქმით, ამ სფე­რო­ში სი­ახ­ლე­ე­ბი სა­ჭი­როა, რათა გან­ვი­თარ­დნენ და კონ­კუ­რენ­ტი­ა­ნი გახ­დნენ.

საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მე­ო­რე მო­ნა­წი­ლე მხა­რეს, აზერ­ბა­ი­ჯან­საც ია­რა­ღით ამა­რა­გებს. თუმ­ცა, აზერ­ბა­ი­ჯანს სეს­ხის აღე­ბა არ სჭირ­დე­ბა - ის შე­ი­ა­რა­ღე­ბის თან­ხას ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით იხ­დის. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2010 წლი­დან ბა­ქოს­თვის რუ­სუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბის კონ­ტრაქ­ტე­ბის ფი­ნან­სურ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ მთლი­ა­ნო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

რო­გორც სომ­ხუ­რი მე­დია წერს, რუ­სე­თის მიერ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბას სომ­ხე­თი ძა­ლი­ან მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს.

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას, სომ­ხე­თი რუ­სე­თის ირიბ ჩა­რე­ვად მი­იჩ­ნევს. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და, რაც რუ­სე­თის­გან შე­ი­ა­რა­ღე­ბა მი­ი­ღო.

დმიტ­რი რო­გო­ზინ­მა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბის კო­მი­სი­ას კუ­რი­რებს, გა­ნა­ცხა­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. სომ­ხუ­რი მე­დია არა­სა­ი­მე­დოდ მი­იჩ­ნევს რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის გან­მარ­ტე­ბას, თით­ქოს სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის ია­რა­ღის ერ­თდრო­უ­ლად მი­წო­დე­ბის მი­ზა­ნი, მათ შო­რის ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. მა­თი­ვე თქმით, თუ რუ­სე­თი არ მი­ყიდ­და აზერ­ბა­ი­ჯანს ია­რაღს, ის მას სხვა, მე­სა­მე ქვეყ­ნი­დან მა­ინც შე­ი­ძენ­და.

რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი, რო­გორც მას უწო­დე­ბენ, "დუ­მის რუ­პო­რი" ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკი აცხა­დებს, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის პრობ­ლე­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

"რო­დე­საც ჩვენ ვამ­ბობთ – სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, უნდა გვეს­მო­დეს, რომ მათ აქვთ ტე­რი­ტო­რია, სა­დაც პრობ­ლე­მას ვერც ერთი მხა­რე ვერ წყვეტს, არა­და, ორი­ვეს ჰგო­ნია, რომ ეს მათი ტე­რი­ტო­რი­აა. ჩვენ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს აზერ­ბა­ი­ჯან­თან. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ და­ი­შა­ლა. ის იყო ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო, რუ­სე­თის იმ­პე­რია, ის უკა­ნო­ნოდ და­ან­გრი­ეს და ამ კავ­ში­რის წევ­რებ­მა უკა­ნო­ნოდ და­ტო­ვეს საბ­ჭო­ე­თი... სა­ხელ­მწი­ფო არ უნდა დაშ­ლი­ლი­ყო, ეს არ უნდა დაგ­ვეშ­ვა, თუმ­ცა, და­ვუშ­ვით. იე­რუ­სა­ლი­მის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია... ებ­რა­ე­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ იე­რუ­სა­ლი­მი მათი ქა­ლა­ქია. არა­ბე­ბი, სა­პი­რის­პი­როს ფიქ­რო­ბენ..." - აცხა­დებს ჟი­რი­ნოვ­სკი. 

სა­ნამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გა­რი­გე­ბებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სრო­ლე­ბი არ წყდე­ბა. ორი­ვე მხა­რე ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს და ტექ­ნი­კის "სიმ­ძი­მეს ზო­მავს". სომ­ხუ­რი მე­დი­ის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი იქით­კენ მი­დის, რომ "სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე რუ­სე­თი თა­ვის სა­ცე­ცე­ბებ­ში ხვევს სომ­ხეთს, რათა მას­ზე კი­დევ უფრო მიბ­მუ­ლი გახ­დეს..."

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხე­თის შო­რის მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი 1988 წელს და­ი­წყო. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი და შვი­დი მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 20%, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­შია, რა­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს სომ­ხე­თი.

1994 წელს მხა­რე­ებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟიმს, მაგ­რამ დღემ­დე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლად მი­იჩ­ნე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ეგი­დით წარ­მო­ე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის. ორი­ვე მხა­რე გა­მუდ­მე­ბით ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად - მა­შინ, რო­დე­საც ალი­ე­ვი და სარ­გსი­ა­ნი ერ­თმა­ნეთთ­თან შეხ­ვედ­რებს არ გა­ურ­ბი­ან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თი ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არი­ან სრულ­მას­შტა­ბი­ან ომ­თან, ვიდ­რე ოდეს­მე.

ლალი პა­პას­კი­რი

Ambebi.ge

სომხეთმა სტრატეგიული იარაღისთვის რუსეთისგან 100 მილიონი დოლარი ისესხა - რას გეგმავს სერჟ სარგსიანი?

სომხეთმა სტრატეგიული იარაღისთვის რუსეთისგან 100 მილიონი დოლარი ისესხა - რას გეგმავს სერჟ სარგსიანი?

ერევანმა მოსკოვისგან სამხედრო შეიარაღებისთვის, 100 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი აიღო. სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადებით, ერევანმა სესხის აღების შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა... მისივე თქმით, ეს არის სტრატეგიული იარაღი და სომხეთისთვის ძალიან დიდი შენაძენია.

რუსული გამოცემა ТАСС-ის ინფორმაციით, სომხეთისთვის განკუთვნილი სესხის აღებისა და გახარჯვის თარიღი წინასწარ არის განსაზღვრული - შეთანხმების შესაბამისად, ერევანმა 100 მილიონი დოლარი 2018-2022 წლებში უნდა აითვისოს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, სარგსიანის თქმით, სომხეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რუსეთი სომხეთის შეიარაღების მოდერნიზებისთვის სესხების გაცემას განაგრძობს...

სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალები "კარგად არის აღჭურვილი", თუმცა "ჯარის მართვისა და იარაღის მოდერნიზაციის საკითხში ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი". მისივე თქმით, ამ სფეროში სიახლეები საჭიროა, რათა განვითარდნენ და კონკურენტიანი გახდნენ.

საქმე ის არის, რომ რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მეორე მონაწილე მხარეს, აზერბაიჯანსაც იარაღით ამარაგებს. თუმცა, აზერბაიჯანს სესხის აღება არ სჭირდება - ის შეიარაღების თანხას ნაღდი ანგარიშსწორებით იხდის. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2010 წლიდან ბაქოსთვის რუსული შეიარაღების მიწოდების კონტრაქტების ფინანსურმა რაოდენობამ მთლიანობაში დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

როგორც სომხური მედია წერს, რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებას სომხეთი ძალიან მწვავედ აკრიტიკებს.

მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების ესკალაციას, სომხეთი რუსეთის ირიბ ჩარევად მიიჩნევს.  სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთისგან შეიარაღება მიიღო.

დმიტრი როგოზინმა, რომელიც რუსეთში სამხედრო წარმოების კომისიას კურირებს, განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება. სომხური მედია არასაიმედოდ მიიჩნევს რუსეთის პირველი პირების განმარტებას, თითქოს სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთდროულად მიწოდების მიზანი, მათ შორის ბალანსის შენარჩუნებაა. მათივე თქმით, თუ რუსეთი არ მიყიდდა აზერბაიჯანს იარაღს, ის მას სხვა, მესამე ქვეყნიდან მაინც შეიძენდა.

რუსეთის დუმის დეპუტატი, როგორც მას უწოდებენ, "დუმის რუპორი" ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის პრობლემა წლების განმავლობაში დარჩება.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ – სომხეთი და აზერბაიჯანი, უნდა გვესმოდეს, რომ მათ აქვთ ტერიტორია, სადაც პრობლემას ვერც ერთი მხარე ვერ წყვეტს, არადა, ორივეს ჰგონია, რომ ეს მათი ტერიტორიაა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საბჭოთა კავშირი სრულიად უკანონოდ დაიშალა. ის იყო ერთიანი სახელმწიფო, რუსეთის იმპერია, ის უკანონოდ დაანგრიეს და ამ კავშირის წევრებმა უკანონოდ დატოვეს საბჭოეთი... სახელმწიფო არ უნდა დაშლილიყო, ეს არ უნდა დაგვეშვა, თუმცა, დავუშვით. იერუსალიმის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია... ებრაელებს მიაჩნიათ, რომ იერუსალიმი მათი ქალაქია. არაბები, საპირისპიროს ფიქრობენ..." - აცხადებს ჟირინოვსკი. 

სანამ პოლიტიკოსები გარიგებებზე საუბრობენ, მთიან ყარაბაღში სროლები არ წყდება. ორივე მხარე ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებს და ტექნიკის "სიმძიმეს ზომავს". სომხური მედიის თქმით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი თავის საცეცებებში ხვევს სომხეთს, რათა მასზე კიდევ უფრო მიბმული გახდეს..."    

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ანგარიშის თანახმად - მაშინ, როდესაც ალიევი და სარგსიანი ერთმანეთთთან შეხვედრებს არ გაურბიან, აზერბაიჯანი და სომხეთი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე.

ლალი პაპასკირი

Ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე