10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგობრებს ჩემთან ერთად სიარული არ უყვარდათ" - ქართველი მოდელი, რომელიც გარეგნობის გამო, ზოგჯერ დისკომფორტულ სიტუაციაში ხვდება
"მეგობრებს ჩემთან ერთად სიარული არ უყვარდათ" - ქართველი მოდელი, რომელიც გარეგნობის გამო, ზოგჯერ დისკომფორტულ სიტუაციაში ხვდება

22 წლის მო­დე­ლი - ლიზი წიგ­ნა­ძე გა­რეგ­ნო­ბის გამო, ზოგ­ჯერ მის­თვის დის­კომ­ფორ­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხვდე­ბა. ლი­ზის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბიც ხში­რად ვრცელ­დე­ბა. მო­დე­ლი გა­მოგ­ვი­ტყდა, რომ ჭო­რებს ცრემ­ლე­ბამ­დეც კი მი­უყ­ვა­ნია... პირ­ველ სიყ­ვა­რულ­ზე, ჭორ-მარ­თალ­ზე, კრე­ა­ტი­ულ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­სა და ამ­ჟა­მინ­დელ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მო­დე­ლი გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა...

- და­ახ­ლო­ე­ბით 18 წლი­სამ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მომ­ხიბ­ვლე­ლი გოგო ვარ. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხში­რად ვხვდე­ბო­დი და შე­სა­ბა­მი­სად, მივ­ხვდი - ცუდი არ ვარ (იღი­მის).

- 18 წლამ­დე ყუ­რა­დღე­ბა არ გიგ­რძნია?

- კი, რო­გორ არა! უბ­რა­ლოდ, როცა იზ­რდე­ბი, ბევრ რა­ღა­ცას მერე უფრო ხვდე­ბი... 18 წლამ­დეც თავს ვუვ­ლი­დი. გაპ­რან­ჭვა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს. ადა­მი­ა­ნი (მით უმე­ტეს - ქალი) ყო­ველ­თვის გრძნობ, როცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხარ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს მა­კომ­პლექ­სებ­და - ამ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან შე­გუ­ე­ბა ად­ვი­ლი არ იყო. ჩემს მე­გობ­რებს ჩემ­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი არ უყ­ვარ­დათ, რად­გან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა არ მოს­წონ­დათ, დღეს კი - პი­რი­ქით არის... მეც მაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ფიქ­რე­ბით სხვა­გან ვარ, სხვე­ბი კი საქ­ცი­ე­ლით გა­მო­ხა­ტუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით მა­წუ­ხე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ბიჭს ჩემი გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი აქვს, მო­დის და კომ­პლი­მენ­ტებს მე­უბ­ნე­ბა. ბა­ნა­ლუ­რი ერ­თფე­როვ­ნე­ბაა, ეს მა­ღი­ზი­ა­ნებს.

- სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში რო­მე­ლი ასა­კი­დან ჩა­ერ­თე?

- 13 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ა­გენ­ტო­ში პირ­ვე­ლად მი­ვე­დი. მას შემ­დეგ მო­დის სფე­რო­ში გახ­ლა­ვართ და მი­მაჩ­ნია, რომ დღეს საკ­მა­ოდ შემ­დგა­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი ვარ.

- შენს საქ­მე­ში ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბად რას მი­იჩ­ნევ?

- ასე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვერ გა­მოვ­ყოფ. ჩემ მიერ გა­დად­გმუ­ლი ყო­ვე­ლი ახა­ლი ნა­ბი­ჯი წარ­მა­ტე­ბად მი­მაჩ­ნია. ჩემ­თვის თუნ­დაც ისაა წარ­მა­ტე­ბა, რომ ბევრ ლა­მაზ გო­გო­ნას­თან ერ­თად, პო­დი­უმ­ზე გავ­დი­ვარ, დი­ზა­ი­ნე­რის სა­მო­სი მაც­ვია... გარ­და ამი­სა, კონ­კურ­სებ­ში, სა­დაც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ყველ­გან წარ­მა­ტე­ბა მხვდა წი­ლად. ბო­ლოს "მის პლა­ნე­ტა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და "მის ბი­კი­ნის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ვი­მარ­ჯვე.

- შენი სხე­უ­ლის მომ­ხიბ­ვლე­ლი ფორ­მე­ბი ბუ­ნებ­რი­ვია თუ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის­თვი­საც მი­გი­მარ­თავს?

- (იცი­ნის) ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მია.

- გა­რეგ­ნო­ბა­ზე რო­გორ ზრუ­ნავ?

- ალ­ბათ, ჩემი გა­რეგ­ნო­ბა გე­ნე­ტი­კის "ბრა­ლია": დედა რუსი მყავს, მამა - ქარ­თვე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე დე­დის გე­ნე­ტი­კამ იმოქ­მე­და... კვე­ბის მხრივ, თავს არ ვი­ზღუ­დავ. როცა ვა­ხერ­ხებ, ყო­ველ­თვის ვვარ­ჯი­შობ. პი­რად ჰი­გი­ე­ნა­ზე, სა­ხის კან­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად ვზრუ­ნავ, გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვა­კე­თებ.

- რო­გორც ვიცი, შენი საქმრო კა­ლათ­ბურ­თე­ლი ლე­ვან გუ­გუშ­ვი­ლია...

- მყავ­და, მაგ­რამ დავ­შორ­დით. ალ­ბათ, ეს სიყ­ვა­რუ­ლი ისე­თი ძლი­ე­რი არ იყო, რო­გო­რიც გვე­გო­ნა...

- თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ტომ ვერ აე­წყო?

- აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამო.

- შე­გიძ­ლია, პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი გა­იხ­სე­ნო?

- პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი არა, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს რო­გორ შევ­ხვდით, მახ­სოვს: ერთ-ერთ "ივენთზე" ვი­ყა­ვი. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ვე­ქე­ცი. ჩემს გა­საც­ნო­ბად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და. მარ­ტო ვი­ყა­ვი (ჩემი მე­გობ­რე­ბი სხვა­გან ის­ხდნენ). ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი. ლე­ვა­ნის სა­მე­გობ­რომ თა­ვის მა­გი­დას­თან მი­მი­პა­ტი­ჟა - და­ი­ნა­ხეს, რომ მა­წუ­ხებ­დნენ და ზრდი­ლო­ბის გამო, ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს. მათ მა­გი­დას­თან მი­ვე­დი, ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით... იმ დღის მერე, ძა­ლი­ან მალე, მე და ლე­ვა­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდით... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მეგობრებს ჩემთან ერთად სიარული არ უყვარდათ" - ქართველი მოდელი, რომელიც გარეგნობის გამო, ზოგჯერ დისკომფორტულ სიტუაციაში ხვდება

"მეგობრებს ჩემთან ერთად სიარული არ უყვარდათ" - ქართველი მოდელი, რომელიც გარეგნობის გამო, ზოგჯერ დისკომფორტულ სიტუაციაში ხვდება

22 წლის მოდელი - ლიზი წიგნაძე გარეგნობის გამო, ზოგჯერ მისთვის დისკომფორტულ სიტუაციაში ხვდება. ლიზის შესახებ ჭორებიც ხშირად ვრცელდება. მოდელი გამოგვიტყდა, რომ ჭორებს ცრემლებამდეც კი მიუყვანია... პირველ სიყვარულზე, ჭორ-მართალზე, კრეატიულ თაყვანისმცემლებსა და ამჟამინდელ ურთიერთობაზე მოდელი გულახდილად გვესაუბრა...

- დაახლოებით 18 წლისამ გავაცნობიერე, რომ მომხიბვლელი გოგო ვარ. ყურადღების ცენტრში ხშირად ვხვდებოდი და შესაბამისად, მივხვდი - ცუდი არ ვარ (იღიმის).

- 18 წლამდე ყურადღება არ გიგრძნია?

- კი, როგორ არა! უბრალოდ, როცა იზრდები, ბევრ რაღაცას მერე უფრო ხვდები... 18 წლამდეც თავს ვუვლიდი. გაპრანჭვა ბავშვობიდან მიყვარს. ადამიანი (მით უმეტეს - ქალი) ყოველთვის გრძნობ, როცა ყურადღების ცენტრში ხარ. თავდაპირველად, ეს მაკომპლექსებდა - ამ სიტუაციასთან შეგუება ადვილი არ იყო. ჩემს მეგობრებს ჩემთან ერთად სიარული არ უყვარდათ, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოსწონდათ, დღეს კი - პირიქით არის... მეც მაქვს შემთხვევები, როცა ფიქრებით სხვაგან ვარ, სხვები კი საქციელით გამოხატული ყურადღებით მაწუხებენ. მაგალითად, ბიჭს ჩემი გაცნობის სურვილი აქვს, მოდის და კომპლიმენტებს მეუბნება. ბანალური ერთფეროვნებაა, ეს მაღიზიანებს.

- სამოდელო სფეროში რომელი ასაკიდან ჩაერთე?

- 13 წლის ვიყავი, როცა სააგენტოში პირველად მივედი. მას შემდეგ მოდის სფეროში გახლავართ და მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ შემდგარი, წარმატებული მოდელი ვარ.

- შენს საქმეში ყველაზე დიდ წარმატებად რას მიიჩნევ?

- ასე განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფ. ჩემ მიერ გადადგმული ყოველი ახალი ნაბიჯი წარმატებად მიმაჩნია. ჩემთვის თუნდაც ისაა წარმატება, რომ ბევრ ლამაზ გოგონასთან ერთად, პოდიუმზე გავდივარ, დიზაინერის სამოსი მაცვია... გარდა ამისა, კონკურსებში, სადაც ვმონაწილეობდი, ყველგან წარმატება მხვდა წილად. ბოლოს "მის პლანეტაზე" საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი და "მის ბიკინის" ნომინაციაში გავიმარჯვე.

- შენი სხეულის მომხიბვლელი ფორმები ბუნებრივია თუ პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიგიმართავს?

- (იცინის) ყველაფერი ჩემია.

- გარეგნობაზე როგორ ზრუნავ?

- ალბათ, ჩემი გარეგნობა გენეტიკის "ბრალია": დედა რუსი მყავს, მამა - ქართველი. შესაბამისად, ჩემს გარეგნობაზე დედის გენეტიკამ იმოქმედა... კვების მხრივ, თავს არ ვიზღუდავ. როცა ვახერხებ, ყოველთვის ვვარჯიშობ. პირად ჰიგიენაზე, სახის კანზე დამოუკიდებლად ვზრუნავ, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ.

- როგორც ვიცი, შენი საქმრო კალათბურთელი ლევან გუგუშვილია...

- მყავდა, მაგრამ დავშორდით. ალბათ, ეს სიყვარული ისეთი ძლიერი არ იყო, როგორიც გვეგონა...

- თქვენი ურთიერთობა რატომ ვერ აეწყო?

- აზრთა სხვადასხვაობის გამო.

- შეგიძლია, პირველი პაემანი გაიხსენო?

- პირველი პაემანი არა, მაგრამ ერთმანეთს როგორ შევხვდით, მახსოვს: ერთ-ერთ "ივენთზე" ვიყავი. ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ჩემს გასაცნობად ბევრი ადამიანი მოდიოდა. მარტო ვიყავი (ჩემი მეგობრები სხვაგან ისხდნენ). ძალიან შევწუხდი. ლევანის სამეგობრომ თავის მაგიდასთან მიმიპატიჟა - დაინახეს, რომ მაწუხებდნენ და ზრდილობის გამო, ყურადღება გამოიჩინეს. მათ მაგიდასთან მივედი, ერთმანეთი გავიცანით... იმ დღის მერე, ძალიან მალე, მე და ლევანი შეყვარებულები აღმოვჩნდით... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი