სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგზავრებმა" "დელტა" ოვერტაიმში დაამარცხა
"მგზავრებმა" "დელტა" ოვერტაიმში დაამარცხა

თბი­ლი­სის ოლიმ­პი­ურ სა­სახ­ლე­ში სუ­პერ­ლი­გის მე-5 ტუ­რის მო­რი­გი მატ­ჩი გა­ი­მარ­თა. "დელ­ტას" "მგზავ­რე­ბის­თვის" მარ­ნე­ულ­ში უნდა ემას­პინ­ძლა, მაგ­რამ ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ეს შეხ­ვედ­რა დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ძა­ბუ­ლო­ბის მხრივ, ეს მატ­ჩი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­მოდ­გა მიმ­დი­ნა­რე სუ­პერ­ლი­გა­ში. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ძი­რი­თად­მა დრომ ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა და შეხ­ვედ­რა ახ­ლოს იყო მე­ო­რე ოვერ­ტა­იმ­თა­ნაც, თუმ­ცა მარ­ნე­უ­ლელ­თა ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, რომ­ლის სამ­ქუ­ლი­ა­ნით "დელ­ტამ" ოვერ­ტა­ი­მამ­დე მი­იყ­ვა­ნა საქ­მე, ბოლო წა­მებ­ზე მე­ო­რე სა­ჯა­რი­მო ვერ ჩა­აგ­დო და შეხ­ვედ­რა მე­ო­რე და­მა­ტე­ბით დრო­ში ვე­ღარ გა­და­იყ­ვა­ნა.

მარ­ნე­უ­ლე­ლე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში 12 ქუ­ლით იგებ­დნენ, თუმ­ცა სო­ლი­დუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, რაც "მგზავ­რე­ბის" სწრა­ფი და გუნ­დუ­რი თა­მა­შის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ. გა­დამ­წყვეტ ეპი­ზო­დებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად ითა­მა­შეს "მგზავ­რე­ბის" უკა­ნა­ხა­ზე­ლებ­მა - სან­დრო სა­ნა­ძემ, დე­რონ პა­უ­ერ­სმა, გრე­გო­რი ტა­კერ­მა, რომ­ლებ­საც სამ­წა­მი­ან ზო­ნა­ში შე­დე­გი­ა­ნო­ბით ირაკ­ლი ალ­ხა­ნა­ი­ძეც შე­ეშ­ვე­ლა და "მგზავ­რებ­მა" მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში მე-2 გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს. რაც შე­ე­ხე­ბა "დელ­ტას", 5 წა­გე­ბის მქო­ნე სუ­პერ­ლი­გის დე­ბი­უ­ტან­ტებს მო­გე­ბა ჯერ არა აქვთ.

საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა იყო. ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბო­და ეს მო­გე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის არ ყო­ლის გამო გუნ­დი სა­თა­ნა­დოთ ვერ მო­ემ­ზა­და თა­მა­შის­თვის. იმე­დი მაქვს ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მოს­ვლის შემ­დეგ უფრო უკე­თე­სი გუნ­დი ვიქ­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მარ­ნე­უ­ლის "დელ­ტას" მწვრთნელ­მა ბექა ქარ­ცი­ვა­ძემ.

"არ ვე­ლო­დი ასეთ თა­მაშს. ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მე­ბი გვაქვს, ძა­ლი­ან ბევ­რი აცი­ლე­ბუ­ლი ბურ­თი და სი­მარ­თლე ით­ქვას, იღ­ბა­ლი ცო­ტა­თი მარ­ნე­უ­ლის მხა­რეს იყო - ძა­ლი­ან ბევ­რი ჩაგ­ვიგ­დეს. იმე­დი მაქვს სა­მო­მავ­ლოდ შეც­დო­მებს გა­მო­ვას­წო­რებთ და ფარ­ქვეშ უკეთ ვი­თა­მა­შებთ", - გა­ნა­ცხა­და "მგზავ­რე­ბის" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ბუბა ბე­რიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მგზავრებმა" "დელტა" ოვერტაიმში დაამარცხა

"მგზავრებმა" "დელტა" ოვერტაიმში დაამარცხა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მე-5 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა. "დელტას" "მგზავრებისთვის" მარნეულში უნდა ემასპინძლა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ეს შეხვედრა დედაქალაქში გაიმართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დაძაბულობის მხრივ, ეს მატჩი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოდგა მიმდინარე სუპერლიგაში. გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა და შეხვედრა ახლოს იყო მეორე ოვერტაიმთანაც, თუმცა მარნეულელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომლის სამქულიანით "დელტამ" ოვერტაიმამდე მიიყვანა საქმე, ბოლო წამებზე მეორე საჯარიმო ვერ ჩააგდო და შეხვედრა მეორე დამატებით დროში ვეღარ გადაიყვანა.

მარნეულელები ბოლო პერიოდში 12 ქულით იგებდნენ, თუმცა სოლიდური უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რაც "მგზავრების" სწრაფი და გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ. გადამწყვეტ ეპიზოდებში გამორჩეულად ითამაშეს "მგზავრების" უკანახაზელებმა - სანდრო სანაძემ, დერონ პაუერსმა, გრეგორი ტაკერმა, რომლებსაც სამწამიან ზონაში შედეგიანობით ირაკლი ალხანაიძეც შეეშველა და "მგზავრებმა" მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვეს. რაც შეეხება "დელტას", 5 წაგების მქონე სუპერლიგის დებიუტანტებს მოგება ჯერ არა აქვთ.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. ძალიან გვჭირდებოდა ეს მოგება, თუმცა მთავარი მწვრთნელის არ ყოლის გამო გუნდი სათანადოთ ვერ მოემზადა თამაშისთვის. იმედი მაქვს ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ უფრო უკეთესი გუნდი ვიქნებით", - განაცხადა მარნეულის "დელტას" მწვრთნელმა ბექა ქარცივაძემ.

"არ ველოდი ასეთ თამაშს. ძალიან ბევრი შეცდომები გვაქვს, ძალიან ბევრი აცილებული ბურთი და სიმართლე ითქვას, იღბალი ცოტათი მარნეულის მხარეს იყო - ძალიან ბევრი ჩაგვიგდეს. იმედი მაქვს სამომავლოდ შეცდომებს გამოვასწორებთ და ფარქვეშ უკეთ ვითამაშებთ", - განაცხადა "მგზავრების" მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი