სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა

უკ­რა­ი­ნის შიდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა 1 წლამ­დე გაგ­რძელ­დეს, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ნა­თია სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თუ­ლი მხა­რე ელო­დე­ბა უკ­რა­ი­ნის კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­და­ში წარ­სდგეს მე­გის ქარ­და­ვა ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ შე­აგ­რო­ვა და წა­რად­გი­ნა უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის და­დე­ბი­თად გა­და­წყვე­ტის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტი. ჩვენ ვართ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში, რომ სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბულ იქ­ნე­ბა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექტრა­და­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ მე­გის ქარ­და­ვას წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით, ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნა 2013 წელს გა­მო­ა­ცხა­და.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად, ქარ­და­ვას ძებ­ნა სერ­გო თეთ­რა­ძის საქ­მე­ზე და­ი­წყო, შემ­დეგ კი და­ე­მა­ტა ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მეც.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მე­გის ქარ­და­ვა უკ­რა­ი­ნა­ში გუ­შინ და­ა­კა­ვეს. ექ­სტრა­დი­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში მას 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა

ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა

უკრაინის შიდა კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადიციის პროცესი შეიძლება 1 წლამდე გაგრძელდეს, - ამის შესახებ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქართული მხარე ელოდება უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში წარსდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

"საქართველოს პროკურატურამ შეაგროვა და წარადგინა უკრაინის შესაბამის ორგანოებში ექსტრადიციის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი დოკუმენტი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნება მისი საქართველოში ექტრადაციის გადაწყვეტილება", - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ მეგის ქარდავას წითელი ცირკულარით, ინტერპოლით ძებნა 2013 წელს გამოაცხადა.

პროკურორის განმარტებით, თავდაპირველად, ქარდავას ძებნა სერგო თეთრაძის საქმეზე დაიწყო, შემდეგ კი დაემატა ციხის ბუნტის საქმეც.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკავეს. ექსტრადიციის შემთხვევაში მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ