პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაემუქრა, რომ მსგავს ქმედებას მისი დის მიმართაც განახორციელებდა" - არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა
"დაემუქრა, რომ მსგავს ქმედებას მისი დის მიმართაც განახორციელებდა" - არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 14 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სათ­ვის ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

რო­გორც სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი ქმე­დე­ბის ხა­სი­ა­თი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის დროს ბრალ­დე­ბულ­მა, თავი არ სცნო დამ­ნა­შა­ვედ და არ და­ე­თან­ხმა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას.

"საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბულ­მა გ.ბ.-მ, რო­მელ­მაც იცო­და რომ არას­რულ­წლოვ­ნის დედა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, გა­და­წყვი­ტა მის არას­რულ­წლო­ვან ვაჟ­თან და­ემ­ყა­რე­ბი­ნა სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი. 2017 წლის იან­ვარ­ში ბრალ­დე­ბულ­მა ისარ­გებ­ლა ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტით და არას­რულ­წლოვ­ნის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით, ხე­ლე­ბის გა­კა­ვე­ბით დაძ­ლია მისი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და და­ამ­ყა­რა მას­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, გა­აფრ­თხი­ლა არა­ვის­თვის ეთ­ქვა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ე­მუქ­რა, რომ მსგავს ქმე­დე­ბას მისი დის მი­მარ­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და. ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რი­თა და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა იან­ვრის თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა სამ­ჯერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი ქმე­დე­ბის ხა­სი­ა­თი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის დროს ბრალ­დე­ბულ­მა, თავი არ სცნო დამ­ნა­შა­ვედ და არ და­ე­თან­ხმა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას.

სა­სა­მარ­თლომ, საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის: მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის, ამოც­ნო­ბის ოქ­მის, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და სხვა მა­სა­ლა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად დამ­ნა­შა­ვედ ცნო ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ბ. და მის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა.

საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 138 მუხ­ლის მე- 4 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტი­დან (მა­მათ­მავ­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით, იმ პი­რის მი­მართ რო­მელ­საც არ შეს­რუ­ლე­ბია 14 წელი), გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტზე (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ესე იგი პი­რის სხე­ულ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვა სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წი­ლის ან ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან). სას­ჯელ­თა შთან­თქმის პრინ­ცი­პი­სა და და­ნა­შა­ულ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­სა­მარ­თლომ გ.ბ.-ს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა", - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დაემუქრა, რომ მსგავს ქმედებას მისი დის მიმართაც განახორციელებდა" - არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

"დაემუქრა, რომ მსგავს ქმედებას მისი დის მიმართაც განახორციელებდა" - არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათისა და დაზარალებულის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო განხილვა აღნიშნულ საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა, თავი არ სცნო დამნაშავედ და არ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას.

"საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გ.ბ.-მ, რომელმაც იცოდა რომ არასრულწლოვნის დედა საქართველოში არ იმყოფებოდა, გადაწყვიტა მის არასრულწლოვან ვაჟთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. 2017 წლის იანვარში ბრალდებულმა ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელების გაკავებით დაძლია მისი წინააღმდეგობა და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდეგ, გააფრთხილა არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მსგავს ქმედებას მისი დის მიმართაც განახორციელებდა. ძალადობის მუქარითა და ძალის გამოყენებით, აღნიშნული ქმედება იანვრის თვის განმავლობაში ბრალდებულმა სამჯერ განახორციელა.

ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათისა და დაზარალებულის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო განხილვა აღნიშნულ საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა, თავი არ სცნო დამნაშავედ და არ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ამოცნობის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მასალათა ერთობლიობის შეფასების შედეგად დამნაშავედ ცნო ბრალდებული გ.ბ. და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, წარდგენილი ბრალდება 138 მუხლის მე- 4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტიდან (მამათმავლობა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, იმ პირის მიმართ რომელსაც არ შესრულებია 14 წელი), გადაკვალიფიცირდა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტზე (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან). სასჯელთა შთანთქმის პრინციპისა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასამართლომ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ