სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური პროექტები, რომლებიც კახა კალაძემ მერობის 4 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს
მასშტაბური პროექტები, რომლებიც კახა კალაძემ მერობის 4 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რა გა­მო­არ­ჩევ­და კახა კა­ლა­ძის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მას მისი წი­ნა­მორ­ბე­დის ან თუნ­დაც სხვა კან­დი­და­ტე­ბის პროგ­რა­მის­გან, მაგ­რამ თბი­ლი­სე­ლი ამომ­რჩევ­ლის 51.13%-მა მან­და­ტის მი­ნი­ჭე­ბა სწო­რედ ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის­თვის გა­და­წყვი­ტა.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა პირ­ვე­ლი წელი არ არის რაც ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და ქა­ლა­ქის­თვის შე­სა­ფერ მმარ­თველს ირ­ჩევს, არც პირ­ვე­ლი წე­ლია რაც და­პი­რე­ბებს - ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის თუ სა­ცო­ბე­ბის­გან გან­მუხ­ტვის შე­სა­ხებ, სხვა­დას­ხვა ფორ­მუ­ლი­რე­ბით ის­მენს.

იქამ­დე, სა­ნამ კახა კა­ლა­ძე თბი­ლი­სის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გე­ბა, AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა ქა­ლა­ქის არ­ჩე­უ­ლი მე­რის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მი­დან ის 7 ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა ამო­ერ­ჩია, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შეს­რულ­დეს.

პირ­ვე­ლი რა­ზეც კახა კა­ლა­ძემ რო­გორც მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა, ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა იყო, ჩვე­ნი სიაც სწო­რედ აქე­დან და­ვი­წყოთ. კა­ლა­ძის პროგ­რა­მა­ში ვკთხუ­ლობთ:

1. აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ერ­თი­ა­ნი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ავა­რი­უ­ლი და ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

უახ­ლო­ე­სი 4 წლის მან­ძილ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შემ­დე­გი ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია: ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნი­სა და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბის, მშრა­ლი ხი­დის, 9 მარ­ტის და დე­და­ე­ნის ბა­ღის, გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის, ქვე­მო კა­ლას, კოტე აფხა­ზის (ლე­სე­ლი­ძის) ქუ­ჩის, ზემო კა­ლას, ფი­როს­მა­ნის, კარ­გა­რე­თე­ლი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ქუ­ჩე­ბის, სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩე­ბის. აგ­რეთ­ვე აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის გას­წვრივ არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ბა­ღე­ბის კომ­პლექ­სის აღ­დგე­ნა და ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ფეხ­მავ­ლო-სა­მუ­ზე­უ­მო მარ­შრუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა.

2. გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტე­ბი, რათა თბი­ლი­სის სა­ზღვრებ­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა უბა­ნი და სო­ფე­ლიუზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბით, წყალ­მო­მა­რა­გე­ბი­თა და გაზ­მო­მა­რა­გე­ბით.

ეკო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გეგ­მე­ბის და­სახ­ვი­სას, კა­ლა­ძის გუნ­დმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­პორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის წი­ლის გაზ­რდა­სა და უკვე არ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტყე­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა:

3. გა­იზ­რდე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის როლი ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა­ში. მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­პარ­კი ეტა­პობ­რი­ვად სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლდე­ბა ელექტროტ­რან­სპორ­ტი­თა და ჰიბ­რი­დუ­ლი ტრან­სპორ­ტით. ქა­ლაქს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა 700-ზე მეტი ერ­თე­უ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის 8-10-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი.

4. მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მეტ­როს მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი, რაც გუ­ლის­ხმობს კა­ბე­ლე­ბის, ეს­კა­ლა­ტო­რე­ბის, ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მე­ბის, ტრანსფორ­მა­ტო­რე­ბის, გვი­რა­ბე­ბის, ლი­ან­და­გე­ბის, სად­რე­ნა­ჟო სის­ტე­მე­ბის, წყლის ტუმ­ბო­ე­ბის, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის სრუ­ლად გა­ნახ­ლე­ბას და მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბას.

გა­ნახ­ლდე­ბა 23 მეტ­რო­სად­გუ­რი ერ­თი­ა­ნი კონ­ცეფ­ცი­ი­თა და ბრენ­დინ­გით. და­ი­წყე­ბა მეტ­როს ახა­ლი მი­წის­ქვე­შა და მი­წის­ზე­და ხა­ზე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა, მათ შო­რის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, შე­ის­წავ­ლე­ბა სამ­გო­რი-აე­რო­პორ­ტი­სა და დი­დუ­ბე-დიდი დიღ­მის ხა­ზე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

5. სრუ­ლად გა­ნახ­ლდე­ბა ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბე­ბი და მოხ­დე­ბა მათი ადაპ­ტი­რე­ბა შშმ პი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან, და­მონ­ტაჟ­დე­ბა 500 ახა­ლი გა­ჩე­რე­ბა. ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბებ­ზე და­მონ­ტაჟ­დე­ბა ახა­ლი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მო­ნი­ტო­რე­ბი. დას­რულ­დე­ბა რუს­თა­ვე­ლი-მთაწ­მინ­დის და მაღ­ლი­ვი-ბა­გე­ბის სა­ბა­გი­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, აგ­რეთ­ვე დაპ­რო­ექტდე­ბა და აშენ­დე­ბა სამ­გო­რი-ვა­ზი­სუბ­ნი­სა და ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი-ზღვი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბის სა­ბა­გი­რო ხა­ზე­ბი.

6. გა­ნახ­ლდე­ბა ვა­კის, რი­ყის, გო­ძი­აშ­ვი­ლის, კიკ­ვი­ძის და ვარ­კე­თი­ლის პარ­კე­ბი, ვე­რის, ალექ­სან­დრე-9 აპ­რი­ლის ბა­ღე­ბი და დიღ­მის ტყე-პარ­კი. გამ­წვან­დე­ბა ვა­ჟაფ­შა­ვე­ლას, ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და მოს­კო­ვის გამ­ზი­რე­ბი და აე­რო­პორ­ტის გზა. ძვე­ლი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იქ­მნე­ბა სა­ფეხ­მავ­ლო რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი. თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ე­წყო­ბა თბი­ლი­სის ახა­ლი ზო­ო­პარ­კი და გა­ნახ­ლდე­ბა თბი­ლი­სის დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი. გა­ნახ­ლდე­ბა მზი­უ­რის პარ­კი, რო­მელ­საც შე­უ­ერ­თდე­ბა ძვე­ლი ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია. ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე გა­ზო­ნე­ბი და ღია მი­წის გრუნ­ტი და­ი­ფა­რე­ბა ბა­ლა­ხით. გამ­გე­ო­ბე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სახ­ლის ეზო­ე­ბის გამ­წვა­ნე­ბას.

7. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბის გან­ტვირ­თვას, კახა კა­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ხი­დი­სა და ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავს, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად:

  • მტკვარ­ზე აშენ­დე­ბა ახა­ლი სა­ხი­დე გა­და­სას­ვლე­ლი, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს და­ა­კავ­ში­რებს გე­ლო­ვა­ნის გამ­ზირ­სა და სამ­ტრე­დი­ის ქუ­ჩას
  • მო­ე­წყო­ბა გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რი­სა და ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ორ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი, სამ­ზო­ლი­ა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა;
  • აშენ­დე­ბა ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბი­დან გე­ლო­ვა­ნის გამ­ზირ­ზე ჩა­მო­სას­ვლე­ლი ეს­ტა­კა­და;
  • უნი­ვერ­სი­ტე­ტი-თა­მა­რაშ­ვი­ლის კვან­ძის გან­სატ­ვირ­თად, მდი­ნა­რე ვე­რე­ზე აშენ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სი­სა და ბა­გე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხიდი, აგ­რეთ­ვე აშენ­დე­ბა ეს­ტა­კა­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე;
  • აშენ­დე­ბა სატ­რან­სპორ­ტო პან­დუ­სი გა­ლა­კტი­ო­ნის ხი­დის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე;
  • მო­ე­წყო­ბა კვან­ძი ცინ­ცა­ძი­სა და კარ­ტო­ზი­ას ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე;
  • აშენ­დე­ბა ზემო და ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა და გვი­რა­ბი;
  • აშენ­დე­ბა ნა­ფეტვრე­ბი-ახალ­და­ბის ახა­ლი გზა;
  • მო­ე­წყო­ბა კვან­ძი ბე­ლი­აშ­ვი­ლი­სა და ბა­ლან­ჩი­ნის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე;
ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ პრო­ექ­ტე­ბი­სა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­საც კახა კა­ლა­ძე თბი­ლი­სე­ლებს პირ­დე­ბა. ახა­ლი მერი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან შე­უდ­გე­ბა, ეს სტა­ტია კი თქვენ­თვის - ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და ჩვენ­თვის - მე­დი­ის­თვის, ერ­თგვა­რი სა­ნიშ­ნე იქ­ნე­ბა, რომ­ლი­თაც ქა­ლა­ქის პირ­ველ პირს და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ და მოვ­თხოვთ.

სა­ლო­მე აბუ­ლაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მასშტაბური პროექტები, რომლებიც კახა კალაძემ მერობის 4 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს

მასშტაბური პროექტები, რომლებიც კახა კალაძემ მერობის 4 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს

ძნელი სათქმელია, რა გამოარჩევდა კახა კალაძის საარჩევნო პროგრამას მისი წინამორბედის ან თუნდაც სხვა კანდიდატების პროგრამისგან, მაგრამ თბილისელი ამომრჩევლის 51.13%-მა მანდატის მინიჭება სწორედ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისთვის გადაწყვიტა.

ქართული საზოგადოება პირველი წელი არ არის რაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს და ქალაქისთვის შესაფერ მმართველს ირჩევს, არც პირველი წელია რაც დაპირებებს - ქალაქის იერსახის გაუმჯობესების, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თუ საცობებისგან განმუხტვის შესახებ, სხვადასხვა ფორმულირებით ისმენს.

იქამდე, სანამ კახა კალაძე თბილისის მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა ქალაქის არჩეული მერის საარჩევნო პროგრამიდან ის 7 ძირითადი მიმართულება ამოერჩია, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

პირველი რაზეც კახა კალაძემ როგორც მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა, ქალაქის ურბანული განვითარება იყო, ჩვენი სიაც სწორედ აქედან დავიწყოთ. კალაძის პროგრამაში ვკთხულობთ:

1. აქტიურად გაგრძელდება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოები. ერთიანი გეგმის შესაბამისად, განხორციელდება ავარიული და ძველი შენობების რეაბილიტაცია.

უახლოესი 4 წლის მანძილზე განხორციელდება შემდეგი ქუჩების რეაბილიტაცია: ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების, მშრალი ხიდის, 9 მარტის და დედაენის ბაღის, გუდიაშვილის მოედნის, ქვემო კალას, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩის, ზემო კალას, ფიროსმანის, კარგარეთელისა და კონსტიტუციის ქუჩების, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების. აგრეთვე აღმაშენებლის გამზირის გასწვრივ არსებული ისტორიული ბაღების კომპლექსის აღდგენა და ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე საფეხმავლო-სამუზეუმო მარშრუტის განვითარება.

2. განხორციელდება პროექტები, რათა თბილისის საზღვრებში შემავალი ყველა უბანი და სოფელი უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი ენერგომომარაგებით, წყალმომარაგებითა და გაზმომარაგებით.

ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად გეგმების დასახვისას, კალაძის გუნდმა განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი ტრანპორტის პოპულარიზაციას, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილის გაზრდასა და უკვე არსებული დაავადებული ტყეების განახლებაზე გაამახვილა:

3. გაიზრდება ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ქალაქის ცხოვრებაში. მუნიციპალური ავტოპარკი ეტაპობრივად სრულად ჩანაცვლდება ელექტროტრანსპორტითა და ჰიბრიდული ტრანსპორტით. ქალაქს მოემსახურება 700-ზე მეტი ერთეული თანამედროვე ტიპის 8-10-მეტრიანი ავტობუსი.

4. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განხორციელდება მეტროს მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი, რაც გულისხმობს კაბელების, ესკალატორების, ვენტილაციის სისტემების, ტრანსფორმატორების, გვირაბების, ლიანდაგების, სადრენაჟო სისტემების, წყლის ტუმბოების, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრულად განახლებას და მოძრავი შემადგენლობების მოდერნიზებას.

განახლდება 23 მეტროსადგური ერთიანი კონცეფციითა და ბრენდინგით. დაიწყება მეტროს ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზების პროექტირება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლება სამგორი-აეროპორტისა და დიდუბე-დიდი დიღმის ხაზების შექმნის შესაძლებლობა.

5. სრულად განახლდება ავტობუსის გაჩერებები და მოხდება მათი ადაპტირება შშმ პირების საჭიროებებთან, დამონტაჟდება 500 ახალი გაჩერება. ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ახალი ინტერაქტიული მონიტორები. დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის და მაღლივი-ბაგების საბაგიროების მშენებლობა, აგრეთვე დაპროექტდება და აშენდება სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის დასახლების საბაგირო ხაზები.

6. განახლდება ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის და ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრე-9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი. გამწვანდება ვაჟაფშაველას, ჭავჭავაძისა და მოსკოვის გამზირები და აეროპორტის გზა. ძველი თბილისის ტერიტორიაზე შეიქმნება საფეხმავლო რეკრეაციული ზონები. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა თბილისის ახალი ზოოპარკი და განახლდება თბილისის დენდროლოგიური პარკი. განახლდება მზიურის პარკი, რომელსაც შეუერთდება ძველი ზოოპარკის ტერიტორია. ქალაქში მდებარე გაზონები და ღია მიწის გრუნტი დაიფარება ბალახით. გამგეობები, მოსახლეობის ჩართულობით, უზრუნველყოფენ სახლის ეზოების გამწვანებას.

7. რაც შეეხება ქალაქის ქუჩების განტვირთვას, კახა კალაძე რამდენიმე ახალი ხიდისა და ესტაკადის მშენებლობას გეგმავს, უფრო კონკრეტულად:

  • მტკვარზე აშენდება ახალი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას
  • მოეწყობა გელოვანის გამზირისა და ინტენსიფიკაციის დამაკავშირებელი ორკილომეტრიანი, სამზოლიანი საავტომობილო გზა;
  • აშენდება ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელი ესტაკადა;
  • უნივერსიტეტი-თამარაშვილის კვანძის განსატვირთად, მდინარე ვერეზე აშენდება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, აგრეთვე აშენდება ესტაკადა უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე;
  • აშენდება სატრანსპორტო პანდუსი გალაკტიონის ხიდის მარცხენა სანაპიროზე;
  • მოეწყობა კვანძი ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე;
  • აშენდება ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და გვირაბი;
  • აშენდება ნაფეტვრები-ახალდაბის ახალი გზა;
  • მოეწყობა კვანძი ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების გადაკვეთაზე;
ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლის შესრულებასაც კახა კალაძე თბილისელებს პირდება. ახალი მერი მოვალეობის შესრულებას ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგება, ეს სტატია კი თქვენთვის - ქალაქის მოსახლეობისთვის და ჩვენთვის - მედიისთვის, ერთგვარი სანიშნე იქნება, რომლითაც ქალაქის პირველ პირს დაპირებების შესრულებას შევახსენებთ და მოვთხოვთ.

სალომე აბულაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."