კონფლიქტები
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორივე დაოჯახებული იყო, ერთს 8 წლის ბავშვი დარჩა" - რუსთავში მომხდარ საზარელ ავარიას ბიძაშვილები ემსხვერპლნენ
"ორივე დაოჯახებული იყო, ერთს 8 წლის ბავშვი დარჩა" - რუსთავში მომხდარ საზარელ ავარიას ბიძაშვილები ემსხვერპლნენ

რუს­თა­ვი-წი­თე­ლი ხი­დის ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ოთხი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ბილ­ბორ­დის ბოძს შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მათ შო­რის ორი მა­მა­კა­ცი ზ.ტ. და ზ.ა. ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. Ambebi.ge მათ ნა­თე­სავს თ. ბ-ს და­უ­კავ­შირ­და:

- ორი გარ­დაც­ვლი­ლი ჩემი ნა­თე­სა­ვია, ერთი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, მე­ო­რე - დე­ი­დაშ­ვი­ლი, წარ­მო­შო­ბით სა­ჩხე­რი­დან არი­ან. ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი ოჯა­ხით რუს­თავ­ში ცხოვ­რობს, ბი­ძაშ­ვი­ლი კი სა­ჩხე­რი­დან მე­უღ­ლის გა­რე­შე იყო ჩა­მო­სუ­ლი. ორი­ვე ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ, თბი­ლის­ში.

- სად მუ­შა­ობ­დნენ?

- ოთხი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ხე­ლოს­ნე­ბი იყ­ვნენ. წი­თელ ხიდ­ზე ობი­ექ­ტი ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი, ერთ-ერთ სა­თა­მა­შო კლუბს აშე­ნებ­დნენ. სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ოდ­ნენ, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და. რო­გორც ჩანს, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­დნენ და ბოძს შე­ე­ჯახ­ნენ, შემ­დეგ მან­ქა­ნა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და და ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

- თქვე­ნი ბი­ძაშ­ვი­ლი იჯდა სა­ჭეს­თან?

- ჩე­მებ­მა მან­ქა­ნის ტა­რე­ბა არც იცოდ­ნენ, სა­ჭეს­თან მათი თა­ნამ­შრო­მე­ლი იჯდა.

- ნას­ვა­მე­ბი ხომ არ იყ­ვნენ?

- არა, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ სვამ­და. ექ­სპერ­ტი­ზაც ჩა­უ­ტარ­და და ოთხი­ვე ფხი­ზე­ლი იყო.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ?

- ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი და დე­ი­დაშ­ვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ერთს 8 წლის შვი­ლი ჰყავს, მე­ო­რეს - მე­ო­თხე კლა­სე­ლი. ორი­ვეს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩათ. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი გუ­შინ გა­და­ას­ვე­ნეს სა­კუ­თარ სახ­ლში, დე­ი­დაშ­ვილს კი ხვალ გა­და­ვას­ვე­ნებთ. მათი თა­ნამ­შრო­მე­ლი ბი­ჭე­ბის ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი არ ვიცი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

ფოტო: info rustavi

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ორივე დაოჯახებული იყო, ერთს 8 წლის ბავშვი დარჩა" - რუსთავში მომხდარ საზარელ ავარიას ბიძაშვილები ემსხვერპლნენ

"ორივე დაოჯახებული იყო, ერთს 8 წლის ბავშვი დარჩა" - რუსთავში მომხდარ საზარელ ავარიას ბიძაშვილები ემსხვერპლნენ

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბილბორდის ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი მამაკაცი ზ.ტ. და ზ.ა. ბიძაშვილები იყვნენ. Ambebi.ge მათ ნათესავს თ. ბ-ს დაუკავშირდა:

- ორი გარდაცვლილი ჩემი ნათესავია, ერთი ჩემი ბიძაშვილია, მეორე - დეიდაშვილი, წარმოშობით საჩხერიდან არიან. ჩემი დეიდაშვილი ოჯახით რუსთავში ცხოვრობს, ბიძაშვილი კი საჩხერიდან მეუღლის გარეშე იყო ჩამოსული. ორივე ერთად მუშაობდნენ, თბილისში.

- სად მუშაობდნენ?

- ოთხივე გარდაცვლილი ხელოსნები იყვნენ. წითელ ხიდზე ობიექტი ჰქონდათ აღებული, ერთ-ერთ სათამაშო კლუბს აშენებდნენ. სამსახურში მიდიოდნენ, როდესაც ეს ამბავი მოხდა. როგორც ჩანს, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ და ბოძს შეეჯახნენ, შემდეგ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ტრაგედია დატრიალდა.

- თქვენი ბიძაშვილი იჯდა საჭესთან?

- ჩემებმა მანქანის ტარება არც იცოდნენ, საჭესთან მათი თანამშრომელი იჯდა.

- ნასვამები ხომ არ იყვნენ?

- არა, არცერთი მათგანი არ სვამდა. ექსპერტიზაც ჩაუტარდა და ოთხივე ფხიზელი იყო.

- დაოჯახებულები იყვნენ?

- ჩემი ბიძაშვილი და დეიდაშვილი დაოჯახებულები არიან. ერთს 8 წლის შვილი ჰყავს, მეორეს - მეოთხე კლასელი. ორივეს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ჩემი ბიძაშვილი გუშინ გადაასვენეს საკუთარ სახლში, დეიდაშვილს კი ხვალ გადავასვენებთ. მათი თანამშრომელი ბიჭების ოჯახური მდგომარეობის შესახებ არაფერი არ ვიცი. 

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ფოტო: info rustavi

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"