მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მავნებლები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა დროს შემოესივნენ და ათასობით ძირი ხე გაახმეს
მავნებლები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა დროს შემოესივნენ და ათასობით ძირი ხე გაახმეს

ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლებს შე­ე­სია და მო­სავ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა და­ი­წყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ად­რეც უტევ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის მავ­ნებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად მწვა­ნე სა­ფარს სპობ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, "და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი" დრო­დად­რო მეც­ნი­ე­რე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და კვლე­ვის ობი­ექ­ტი ხდე­ბოდ­ნენ.

რო­მე­ლი მწე­რე­ბი ვრცელ­დე­ბო­და მა­სობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათ­თან ბრძო­ლის რა მე­თო­დებს მი­მარ­თავ­დნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი - ამ თე­მა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" დოქ­ტო­რი, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვა­სილ გუ­ლი­საშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ტყეო ინ­სტი­ტუ­ტის ტყის დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ენ­ტო­მო­ლო­გი არ­ჩილ სუ­პა­ტაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

მი­ი­ტა­ნეთ კურ­სო­რი მწე­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას­თან და გა­ი­გეთ მეტი

ექ­ვსკბი­ლა ქერ­ქი­ჭა­მია

"წიწ­ვო­ვან ტყე­ებს ძი­რი­თა­დად ქერ­ქი­ჭა­მი­ე­ბი უტევ­დნენ. XX სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის ბო­ლო­სა და 40-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერ­თი რა­ი­ო­ნის ნაძ­ვის კო­რო­მებ­ში მა­სობ­რი­ვად გავ­რცელ­და მე­ტად სა­ში­ში მავ­ნე­ბე­ლი ექ­ვსკბი­ლა ქერ­ქი­ჭა­მია, რო­მელ­მაც მოკ­ლე დრო­ში ასე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით ძირი ხე გა­ახ­მო. სა­მა­მუ­ლო ომის დროს, 1941-45 წლებ­ში, ექ­ვსკბი­ლა ქერ­ქი­ჭა­მი­ამ სა­ირ­მე­ში 1,6 მი­ლი­ო­ნი კუბ.მ ნაძვნა­რი გა­ახ­მო. დღეს იმ ტე­რი­ტო­რი­ას წი­თელ მინ­დორს ეძა­ხი­ან, რად­გან ნაძ­ვე­ბი მავ­ნე­ბელ­მა გა­ახ­მო და გა­და­ა­წით­ლა. მა­შინ არ იყო ბი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბი და მწე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­ჭირ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

მბეჭ­და­ვი ქერ­ქი­ჭა­მია

ნაძვნა­რებ­ში მწე­რე­ბი დღე­საც არი­ან, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მე­ურ­ნეო ზი­ა­ნის მო­ტა­ნა არ შე­უძ­ლი­ათ. წიწ­ვოვ­ნე­ბის­თვის ქერ­ქი­ჭა­მი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ე.წ. მბეჭ­და­ვი ქერ­ქი­ჭა­მი­აა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1952 წელს გა­მოჩ­ნდა მა­ი­ა­კოვ­სკის (ახ­ლან­დე­ლი ბაღ­და­თის) სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბის წი­თე­ლი მინ­დვ­რის უბან­ში. ქერ­ქი­ჭა­მი­ას ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა მარ­ტო კენ­წე­რო­ზე მრავ­ლდე­ბა და მას კენ­წე­როს ქერ­ქი­ჭა­მი­ას უწო­დე­ბენ. ხეს იცავს გა­ხე­ვე­ბუ­ლი კანი - ქერ­ქი, შემ­დეგ მო­დის ლა­ფა­ნი - რბი­ლო­ბი, რი­თაც ხეში საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბა ფეს­ვე­ბი­დან წვე­რომ­დე გა­და­ად­გილ­დე­ბა. რო­გორც კი მავ­ნე­ბე­ლი ლა­ფანს და­ა­ზი­ა­ნებს, შე­ჭამს, საკ­ვე­ბის მოძ­რა­ო­ბა შე­წყდე­ბა და ხე წვე­რო­დან იწყებს ხმო­ბას.

ნაძ­ვის დიდი ლაფ­ნი­ჭა­მია

50-70-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სობ­რი­ვად გავ­რცელ­და ნაძ­ვის დიდი ლაფ­ნი­ჭა­მია, რო­მე­ლიც ხის ლა­ფან­ზე იზ­რდე­ბა. ის პირ­ვე­ლად ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის ე.წ. ხე­მომ­წვა­რას ნაძვნა­რებ­ში გა­მოჩ­ნდა (ის მეც­ნი­ერ­მა, მე­ტყე­ვე-ენ­ტო­მო­ლოგ­მა შალ­ვა სუ­პა­ტაშ­ვილ­მა (მა­მა­ჩემ­მა) აღ­მო­ა­ჩი­ნა. კვლე­ვე­ბით დად­გინ­და, რომ დიდი ლაფ­ნი­ჭა­მია 1956 წელს ჩი­თა­ხე­ვის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ციმ­ბი­რი­დან შე­მო­ზი­დულ ფიჭ­ვის გა­უ­ქერ­ქავ მო­რებს შე­მოჰ­ყვა. ლაფ­ნი­ჭა­მია თან­და­თან სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებს მო­ე­დო და ნაძ­ვე­ბი მა­სობ­რი­ვად გა­ახ­მო. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ამ მავ­ნებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბას­თან ბრძო­ლას გა­უ­თა­ნაბ­რა - შე­იქ­მნა სა­გან­გე­ბო კო­მი­სია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვიდ­ნენ გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, აკა­დე­მი­კო­სე­ბი, ამ ბრძო­ლა­ში ინ­სტი­ტუ­ტიც ჩარ­თეს.

1965 წელს მცე­ნა­რე­თა დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტში შე­იქ­მნა ლაფ­ნი­ჭა­მი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა, წაღ­ვერ­ში კი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ლა­ბო­რა­ტო­რია აშენ­და, სა­დაც თვე­ო­ბით ვსწავ­ლობ­დით მწე­რის ბი­ო­ლო­გი­ას... ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ყვე­ლა მწერს ვერ მოს­პობ, ამი­ტო­მაც მამა რუ­სეთ­ში წა­ვი­და, და­ვით კო­ბა­ხი­ძე - ასე­ვე დიდი მეც­ნი­ე­რი კი ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში და იქი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ლაფ­ნი­ჭა­მი­ას ბუ­ნებ­რი­ვი მტე­რი - ენ­ტო­მო­ფა­გი, რი­ზო­ფა­გუ­სი, მტა­ცე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მით - მატ­ლით, ხო­ჭო­თი და კვერ­ცხით იზ­რდე­ბა.

ჩვენ­მა ტყის დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ეფექ­ტუ­რი და ეკო­ლო­გი­უ­რად მი­სა­ღე­ბი ბრძო­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბი, კერ­ძოდ, რი­ზო­ფა­გუ­სის ხე­ლოვ­ნუ­რად გამ­რავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა შე­ი­მუ­შა­ვა, რა­მაც მსოფ­ლიო მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სა­ტყეო ინ­სტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე, თბი­ლის­სა და წაღ­ვერ­ში ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია გავ­მარ­თეთ. შემ­დეგ ნაძვნა­რებ­ში ჩა­ვა­სახ­ლეთ დიდი რი­ზო­ფა­გუ­სის 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ხოჭო, რო­მელ­მაც ინ­ტენ­სი­უ­რად და­ი­წყო ლაფ­ნი­ჭა­მი­ას გა­ნად­გუ­რე­ბა. მტა­ცე­ბე­ლი შე­ვუშ­ვით ხე­ებ­ზე - ნა­ჯა­ხით ქერ­ქს მცი­რედ ავ­წევ­დით, შიგ­ნით დე­დალ-მა­მალ სა­სარ­გებ­ლო მწერს შე­ვუშ­ვებ­დით და მერე გაჭ­რილს ფი­სით ამოვ­გლეს­დით. ეს მწე­რი დიდი პროგ­რე­სი­ით მრავ­ლდე­ბა - თითო დე­და­ლი ხოჭო 250 ცალ კვერ­ცხს დებს. შე­დე­გე­ბი ფრი­ად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ლაფ­ნი­ჭა­მია ჩვენს ნაძვნა­რებ­ში კვლავ არის, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მე­ურ­ნეო ზი­ანს არ იწ­ვევს. რი­ზო­ფა­გუ­სი ისე გამ­რავ­ლდა, რომ ნაძ­ვის ლაფ­ნი­ჭა­მი­ას რი­ცხოვ­ნო­ბას არე­გუ­ლი­რებს.

ჭად­რის ბაღ­ლინ­ჯო

2007 წელს აფხა­ზე­თი­დან ჭად­რის ბაღ­ლინ­ჯო გავ­რცელ­და - ის პირ­ვე­ლად ზუგ­დიდ­ში ვნა­ხეთ, თუმ­ცა მწერ­მა "იმოგ­ზა­უ­რა" და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ე­დო, ბო­ლოს თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და. მწერ­მა და­ა­ზი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ჭად­რე­ბი. აცი­ვე­ბის­თა­ნა­ვე ბაღ­ლინ­ჯო შე­დის ადა­მი­ა­ნის საც­ხო­ვრე­ბელ სახ­ლებ­ში, ბუ­დობს ტან­საც­მელ­ში და ასე იზამ­თრებს. გა­ზა­ფხუ­ლი­დან ისევ მი­ა­შუ­რებს ჭად­რებს. 2013 წლი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სობ­რი­ვად გავ­რცელ­და ბზის ალუ­რა. დად­გინ­და, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის­თვის შე­მო­ტა­ნილ ბზის ნერ­გებს შე­მოჰ­ყვა. ბზის ალუ­რამ ბზა გა­ა­ნად­გუ­რა სოჭ­შიც და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. რო­გორც სპე­ცი­ა­ლისტს, ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი მავ­ნე­ბე­ლი არ მი­ნა­ხავს. ბზის ალუ­რას დამ­სა­ხუ­რე­ბი­თა და ჩვენ­და სა­ვა­ლა­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კოლ­ხუ­რი ბზის ტყე­ე­ბი თით­ქმის აღარ არ­სე­ბობს...

ამე­რი­კუ­ლი თეთ­რი პე­პე­ლა

ამე­რი­კუ­ლი თეთ­რი პე­პე­ლა პირ­ვე­ლად სამ­ტრე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, 1976 წლი­დან კი გავ­რცე­ლე­ბის არ­ნა­ხულ მას­შტა­ბებს მი­აღ­წია.­ ეს მწე­რი 300-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რეს ჭამს. დღე­ის­თვის ის სა­ში­ში აღარ არის.

აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა

ბაღ­ლინ­ჯოს ეს სა­ხე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წელს გა­მოჩ­ნდა. მავ­ნე­ბე­ლი ამე­რი­კი­დან შე­მო­ვი­და. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სუ­ლაც ტან­საც­მელ­ში ჩა­ბუ­დე­ბულ­მა მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე. მას­თან, პირ­ველ რიგ­ში, ქი­მი­უ­რი ბრძო­ლაა სა­ჭი­რო. ფა­რო­სა­ნა ჭამს და ანად­გუ­რებს თხილს, სი­მინდს, პო­მი­დორს, მზე­სუმ­ზი­რას, კიტრს, წი­წა­კას, კენკრო­ვა­ნებს... და რაღა დარ­ჩა? ეს მავ­ნე­ბე­ლი სა­ი­და­ნაც შე­მო­ვი­და, იქაც გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია მას­თან ბრძო­ლა.. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნას და და­ფი­ნანსდეს ბი­ო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც ხე­ლოვ­ნუ­რად გამ­რავ­ლდე­ბა სხვა­დას­ხვა მავ­ნებ­ლის ენ­ტო­მო­ფა­გე­ბი (სა­სარ­გებ­ლო მწე­რე­ბი).

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მავნებლები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა დროს შემოესივნენ და ათასობით ძირი ხე გაახმეს

მავნებლები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა დროს შემოესივნენ და ათასობით ძირი ხე გაახმეს

ცოტა ხნის წინ საქართველოში გამოჩენილი აზიური ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შეესია და მოსავლის განადგურება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ადრეც უტევდნენ სხვადასხვა სახეობის მავნებლები, რომლებიც ძირითადად მწვანე საფარს სპობდნენ. შესაბამისად, "დაუპატიჟებელი სტუმრები" დროდადრო მეცნიერების დაკვირვებისა და კვლევის ობიექტი ხდებოდნენ.

რომელი მწერები ვრცელდებოდა მასობრივად საქართველოში და მათთან ბრძოლის რა მეთოდებს მიმართავდნენ სპეციალისტები - ამ თემაზე "კვირის პალიტრას" დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი, ენტომოლოგი არჩილ სუპატაშვილი ესაუბრა.

მიიტანეთ კურსორი მწერის გამოსახულებასთან და გაიგეთ მეტი

ექვსკბილა ქერქიჭამია

"წიწვოვან ტყეებს ძირითადად ქერქიჭამიები უტევდნენ. XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოსა და 40-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ზოგიერთი რაიონის ნაძვის კორომებში მასობრივად გავრცელდა მეტად საშიში მავნებელი ექვსკბილა ქერქიჭამია, რომელმაც მოკლე დროში ასეულათასობით ძირი ხე გაახმო. სამამულო ომის დროს, 1941-45 წლებში, ექვსკბილა ქერქიჭამიამ საირმეში 1,6 მილიონი კუბ.მ ნაძვნარი გაახმო. დღეს იმ ტერიტორიას წითელ მინდორს ეძახიან, რადგან ნაძვები მავნებელმა გაახმო და გადააწითლა. მაშინ არ იყო ბიოპრეპარატები და მწერების განადგურება გაჭირდა, იძულებული იყვნენ, ქიმიური საშუალებები გამოეყენებინათ.

მბეჭდავი ქერქიჭამია

ნაძვნარებში მწერები დღესაც არიან, მაგრამ მნიშვნელოვანი სამეურნეო ზიანის მოტანა არ შეუძლიათ. წიწვოვნებისთვის ქერქიჭამიებიდან ყველაზე საშიში ე.წ. მბეჭდავი ქერქიჭამიაა, რომელიც პირველად 1952 წელს გამოჩნდა მაიაკოვსკის (ახლანდელი ბაღდათის) სატყეო მეურნეობის წითელი მინდვრის უბანში. ქერქიჭამიას ერთ-ერთი სახეობა მარტო კენწეროზე მრავლდება და მას კენწეროს ქერქიჭამიას უწოდებენ. ხეს იცავს გახევებული კანი - ქერქი, შემდეგ მოდის ლაფანი - რბილობი, რითაც ხეში საკვები ნივთიერება ფესვებიდან წვერომდე გადაადგილდება. როგორც კი მავნებელი ლაფანს დააზიანებს, შეჭამს, საკვების მოძრაობა შეწყდება და ხე წვეროდან იწყებს ხმობას.

ნაძვის დიდი ლაფნიჭამია

50-70-იან წლებში საქართველოში მასობრივად გავრცელდა ნაძვის დიდი ლაფნიჭამია, რომელიც ხის ლაფანზე იზრდება. ის პირველად ბორჯომის რაიონის ე.წ. ხემომწვარას ნაძვნარებში გამოჩნდა (ის მეცნიერმა, მეტყევე-ენტომოლოგმა შალვა სუპატაშვილმა (მამაჩემმა) აღმოაჩინა. კვლევებით დადგინდა, რომ დიდი ლაფნიჭამია 1956 წელს ჩითახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ციმბირიდან შემოზიდულ ფიჭვის გაუქერქავ მორებს შემოჰყვა. ლაფნიჭამია თანდათან საქართველოს რეგიონებს მოედო და ნაძვები მასობრივად გაახმო. საქართველოს მთავრობამ ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლას გაუთანაბრა - შეიქმნა საგანგებო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ გამოჩენილი მეცნიერები, სპეციალისტები, აკადემიკოსები, ამ ბრძოლაში ინსტიტუტიც ჩართეს.

1965 წელს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში შეიქმნა ლაფნიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური განყოფილება, წაღვერში კი სამსართულიანი ლაბორატორია აშენდა, სადაც თვეობით ვსწავლობდით მწერის ბიოლოგიას... ქიმიური საშუალებით ყველა მწერს ვერ მოსპობ, ამიტომაც მამა რუსეთში წავიდა, დავით კობახიძე - ასევე დიდი მეცნიერი კი ჩეხოსლოვაკიაში და იქიდან ჩამოიყვანეს ლაფნიჭამიას ბუნებრივი მტერი - ენტომოფაგი, რიზოფაგუსი, მტაცებელი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმით - მატლით, ხოჭოთი და კვერცხით იზრდება.

ჩვენმა ტყის დაცვის განყოფილებამ ლაბორატორიაში ეფექტური და ეკოლოგიურად მისაღები ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდები, კერძოდ, რიზოფაგუსის ხელოვნურად გამრავლების მეთოდიკა შეიმუშავა, რამაც მსოფლიო მოწონება დაიმსახურა და სატყეო ინსტიტუტის ბაზაზე, თბილისსა და წაღვერში ორი საერთაშორისო კონფერენცია გავმართეთ. შემდეგ ნაძვნარებში ჩავასახლეთ დიდი რიზოფაგუსის 4 მილიონზე მეტი ხოჭო, რომელმაც ინტენსიურად დაიწყო ლაფნიჭამიას განადგურება. მტაცებელი შევუშვით ხეებზე - ნაჯახით ქერქს მცირედ ავწევდით, შიგნით დედალ-მამალ სასარგებლო მწერს შევუშვებდით და მერე გაჭრილს ფისით ამოვგლესდით. ეს მწერი დიდი პროგრესიით მრავლდება - თითო დედალი ხოჭო 250 ცალ კვერცხს დებს. შედეგები ფრიად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ლაფნიჭამია ჩვენს ნაძვნარებში კვლავ არის, მაგრამ მნიშვნელოვან სამეურნეო ზიანს არ იწვევს. რიზოფაგუსი ისე გამრავლდა, რომ ნაძვის ლაფნიჭამიას რიცხოვნობას არეგულირებს.

ჭადრის ბაღლინჯო

2007 წელს აფხაზეთიდან ჭადრის ბაღლინჯო გავრცელდა - ის პირველად ზუგდიდში ვნახეთ, თუმცა მწერმა "იმოგზაურა" და მთელ საქართველოს მოედო, ბოლოს თურქეთში გადავიდა. მწერმა დააზიანა საქართველოს ჭადრები. აცივებისთანავე ბაღლინჯო შედის ადამიანის საც­ხო­ვრებელ სახლებში, ბუდობს ტანსაცმელში და ასე იზამთრებს. გაზაფხულიდან ისევ მიაშურებს ჭადრებს. 2013 წლიდან დასავლეთ საქართველოში მასობრივად გავრცელდა ბზის ალურა. დადგინდა, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის შემოტანილ ბზის ნერგებს შემოჰყვა. ბზის ალურამ ბზა გაანადგურა სოჭშიც და მთელ საქართველოშიც. როგორც სპეციალისტს, ასეთი აგრესიული მავნებელი არ მინახავს. ბზის ალურას დამსახურებითა და ჩვენდა სავალალოდ, საქართველოში კოლხური ბზის ტყეები თითქმის აღარ არსებობს...

ამერიკული თეთრი პეპელა

ამერიკული თეთრი პეპელა პირველად სამტრედიაში გამოჩნდა, 1976 წლიდან კი გავრცელების არნახულ მასშტაბებს მიაღწია.­ ეს მწერი 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს ჭამს. დღეისთვის ის საშიში აღარ არის.

აზიური ფაროსანა

ბაღლინჯოს ეს სახეობა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი ამერიკიდან შემოვიდა. არ არის გამორიცხული, სულაც ტანსაცმელში ჩაბუდებულმა მოაღწია ჩვენამდე. მასთან, პირველ რიგში, ქიმიური ბრძოლაა საჭირო. ფაროსანა ჭამს და ანადგურებს თხილს, სიმინდს, პომიდორს, მზესუმზირას, კიტრს, წიწაკას, კენკროვანებს... და რაღა დარჩა? ეს მავნებელი საიდანაც შემოვიდა, იქაც გაძნელებულია მასთან ბრძოლა.. აუცილებელია, საქართველოში შეიქმნას და დაფინანსდეს ბიოლაბორატორიები, სადაც ხელოვნურად გამრავლდება სხვადასხვა მავნებლის ენტომოფაგები (სასარგებლო მწერები).

ნანა ფიცხელაური

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი