პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი..." - რას ყვება მამა გაბრიელზე ერთადერთი ექიმი, რომელსაც წმინდანმა საკუთარი ჯანმრთელობა ანდო
"მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი..." - რას ყვება მამა გაბრიელზე ერთადერთი ექიმი, რომელსაც წმინდანმა საკუთარი ჯანმრთელობა ანდო

2 ნო­ემ­ბე­რი წმინ­და ღირ­სი მამა გაბ­რი­ელ აღმსა­რე­ბელ-სა­ლო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა. ის 22 წლის წინ, 1995 წლის 2 ნო­ემ­ბერს აღეს­რუ­ლა. მამა გაბ­რი­ე­ლი ქარ­თულ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ წმინ­და­ნად ცოტა ხნის წინ შე­რა­ცხა. იგი დღეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის შემ­წეა და ამის გამო ყვე­ლას თა­ვის მამა გაბ­რი­ე­ლი ჰყავს. თუმ­ცა, ალ­ბათ მათ­თვის, ვის­თა­ნაც ცხოვ­რე­ბა­ში ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია, გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია.

რო­გო­რი იყო წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბის ბოლო წლე­ბი, რა პი­რო­ბებ­ში გა­ა­ა­ტა ის, რაზე ფიქ­რობ­და და ვინ მკურ­ნა­ლობ­და - ამა­ზე მამა გაბ­რე­ლის ექი­მი, სა­პატ­რი­არ­ქოს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ექი­მი ზუ­რაბ ვა­რა­ზი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და შეგ­რძნე­ბაა, როცა მას ცხოვ­რე­ბა­ში იც­ნობ­დი. დიახ, გაბ­რი­ელ აღმსა­რე­ბელს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, ხე­ლი­თაც შევ­ხე­ბი­ვარ, მის­თვის ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თე­ბია, სის­ხლი ავუ­ღე და ეს ადა­მი­ა­ნი დღეს წმინ­და­ნია, მისი ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და მე­ო­ხე­ბით ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნი სარ­გებ­ლობს, მის სა­ხელს ბევ­რი სას­წა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა. მის საფ­ლავ­თან, ხატ­თან ბევ­რი გა­კურ­ნე­ბუ­ლა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ცხოვ­რე­ბის წესი შეც­ვლი­ლა და ეს სას­წა­უ­ლი არის გუ­ლის­ხმის­ყო­ფის­თვის, რწმე­ნა­ში გან­მტკი­ცე­ბის­თვის...

ზუ­რაბ ვა­რა­ზი

- რო­გო­რი იყო მას­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა?

- პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბის შემ­დეგ სი­ო­ნის ტა­ძარ­ში ხში­რად დავ­დი­ო­დი, მერე მრევ­ლიც გავ­ხდი და მა­შინ ვხე­დავ­დი ხოლ­მე სი­ონ­ში - მო­დი­ო­და, გულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჯვა­რი ეკი­და, ლოც­ვის დროს ხან ტი­რო­და, ხან ხმა­მაღ­ლა ვი­ღა­ცას ამ­ხელ­და, ისე და­იყ­ვი­რებ­და, ყუ­რა­დღე­ბას მი­ი­პყრობ­და. ვინც იც­ნობ­და, ყო­ველ­თვის უკან დაჰ­ყვე­ბოდ­ნენ, ძა­ლი­ან კე­თი­ლი იყო და გუ­ლის­ხმი­ე­რი. მეც მივ­სულ­ვარ მას­თან სი­ონ­ში და მი­თხო­ვია, დამ­ლო­ცეთ-მეთ­ქი... თავ­ზე ხელს და­მა­დებ­და და იტყო­და: ქრის­ტე ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოს და გა­კურ­თხოს...

იხი­ლეთ ვი­დეო: მამა გაბ­რი­ე­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბის უც­ნო­ბი კად­რე­ბი - სრუ­ლი ვერ­სია

- იმ პე­რი­ოდ­ში სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში იყო უკვე?

- ვი­ნა­ი­დან მამა გაბ­რი­ე­ლი საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბის მიერ იდევ­ნე­ბო­და, ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას დიდ­ხანს არ ჩერ­დე­ბო­და, მგო­ნი, სამ-სამი დღე შე­ეძ­ლო სხვა­დას­ხვა მო­ნას­ტერ­ში ეცხოვ­რა. ამი­ტომ, მო­ნას­ტრი­დან მო­ნას­ტერ­ში ფე­ხით მი­დი­ო­და... შემ­დგომ, რო­დე­საც მას და­ვუ­ახ­ლოვ­დი, მო­ყო­ლი­ლი აქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ტა­ძარ­ში იყო ნამ­ყო­ფი. ეკ­ლე­სია-სამ­ლოც­ვე­ლო თა­ვის სახ­ლშიც ჰქონ­და და იქაც არ ას­ვე­ნებ­დნენ, იქა­უ­რო­ბას უნ­გრევ­დნენ. ხან­და­ხან სა­საფ­ლა­ო­ზე ეძი­ნა, ან წა­ვი­დო­და რო­მე­ლი­მე მორ­წმუ­ნეს­თან და შე­ე­ფა­რე­ბო­და. დევ­ნი­ლი იყო...

მა­შინ ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ, რომ უც­ნა­უ­რი იყო. სხვა­თა შო­რის, ნა­ნა­ხი მაქვს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბა, რო­მე­ლიც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მიერ იყო გა­ცე­მუ­ლი, ცნო­ბის ნო­მე­რი 666-ია (ამან მა­შინ­ვე მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა). იქ ეწე­რა, რომ ის არის ფსი­ქო­პა­თი­უ­რი პი­როვ­ნე­ბა და ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ არ­სე­ბობს ღმერ­თი, ან­გე­ლო­ზე­ბი, ბუტ­ბუ­ტებს თა­ვი­სი სი­ტყვე­ბით, ლო­ცუ­ლობს... რა­საც მამა გაბ­რი­ე­ლი, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირი აკე­თებ­და, ამას ავად­მყო­ფო­ბად უთ­ვლიდ­ნენ, რად­გა­ნაც საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნი ასე­თი მორ­წმუ­ნე არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო.

კოშ­კი სამ­თავ­რო­ში, სა­დაც მამა გაბ­რი­ე­ლი ცხოვ­რობ­და

- აღ­ნიშ­ნეთ, რომ მის­თვის ოპე­რა­ცი­აც გა­გი­კე­თე­ბი­ათ. რო­გორ და რო­დის მოხ­და ეს?

- ეს მისი ცხოვ­რე­ბის ბოლო ეტა­პი იყო, ბოლო წე­ლი­წადს. მამა გაბ­რი­ე­ლი და­ე­ცა და მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სარ­ში­და მო­ტე­ხი­ლო­ბა მი­ი­ღო, ამი­ტომ, იწვა, სი­ა­რუ­ლი უჭირ­და, მერე გა­ურ­თულ­და, რად­გა­ნაც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა ჰქონ­და - მუც­ლის ღრუ­ში წყალ­მან­კი, სი­თხეც და­უგ­როვ­და. პე­რი­ო­დუ­ლად სის­ხლს აღე­ბი­ნებ­და, საყ­ლა­პა­ვის ვე­ნე­ბი იყო გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი... ერთხელ, ძა­ლი­ან ცუ­დად რომ იყო, მო­ნას­ტრის მო­ნაზვნებ­მა სთხო­ვეს, ექიმს მო­ვიყ­ვანთ, - უარი უთ­ქვამს, - არ მო­ვი­დეს, არ მინ­და, ექიმს არ მი­ვი­ღე­ბო. იქ ჩემი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და უთ­ქვამთ, - ჩვე­ნი სიძე სა­პატ­რი­არ­ქო­ში საქ­მი­ა­ნობს, მორ­წმუ­ნეა, ექი­მია, ათო­ნის მთა­ზეა ნამ­ყო­ფი. ეს რომ გა­უ­გია, - მშვი­დო­ბით მობ­რძან­დე­სო. სუ­ლი­ე­რად გიც­ნო და მო­გიხ­მოო, - მი­თხრეს... ჩა­ვე­დი სამ­თავ­რო­ში. მის კე­ლი­ა­ში რომ შე­ვე­დი, იწვა და ვთხო­ვე: დამ­ლო­ცეთ მა­მაო-მეთ­ქი. "დახე, ექი­მი მო­ვი­და და პირ­ვე­ლად ლოც­ვა-კურ­თხე­ვას ითხოვს. აქ ვინც მო­დის, ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა - რა გა­წუ­ხებს? ვე­უბ­ნე­ბი - არა­ფე­რიც არ მა­წუ­ხებს, ბერი ვარ, რა უნდა მა­წუ­ხებ­დეს? ჩემი ძონ­ძი სხე­უ­ლიო..."

მოკ­ლედ, ვნა­ხე, რომ ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, ვე­ღარ სუნ­თქავ­და, ორ­გა­ნიზ­მში ბევ­რი სი­თხე ჰქონ­და და ვუ­თხა­რი, გა­მო­ღე­ბაა სა­ჭი­რო-მეთ­ქი. იქვე ჩა­ვა­ტა­რეთ ეს პრო­ცე­დუ­რა. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე გა­მო­ვი­ღეთ... იმის მერე, მას­თან მთე­ლი წე­ლი­წა­დი დავ­დი­ო­დი. სი­თხე უგ­როვ­დე­ბო­და, გა­მო­ვუ­ღებ­დი, წვე­თო­ვან გა­დას­ხმებს ვუ­კე­თებ­დი. იმ დროს მას­თან არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ბა­რი და შეხ­ვედ­რა მქო­ნია. ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც კი­ნო­ფილ­მი, ისე დევს ეს ყვე­ლა­ფე­რი და ვყვე­ბი ისე, რო­გორც იყო, რაც მას­ზე გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებ­შიც და­ი­წე­რა...

- ასე რომ, თქვენ იყა­ვით ერ­თა­დერ­თი ექი­მი, რო­მელ­საც ის ენდო...

- კი ბა­ტო­ნო... არ იყო ად­ვი­ლად და­სა­ყო­ლი­ე­ბე­ლი პა­ცი­ენ­ტი... ერთხელ ასე­თი შემ­თხვე­ვა იყო, მის­თვის სის­ხლი უნდა ამე­ღო ანა­ლი­ზის­თვის. არ აგა­ღე­ბი­ნებ­სო, - თქვეს. გავ­რის­კე და ვუ­თხა­რი: მამა გაბ­რი­ელ, სის­ხლი უნდა აგი­ღოთ-მეთ­ქი. რათა? - მკი­თხა. ანა­ლი­ზი უნდა გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. რისი? - ისევ მკი­თხა. ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი გვა­ინ­ტე­რე­სებს, ღვიძ­ლის ფუნ­ქცია, სინ­ჯე­ბია სა­ჭი­რო-მეთ­ქი. ეგ თქვე­ნი გე­მაგ­ლო­ბი­ნე­ბი მე სულ არ მა­ინ­ტერ­სებს. მე მა­ინ­ტე­რებს-მეთ­ქი. ჰოდა, შენ გა­მო­ი­ღე სის­ხლიო. რამე რომ მო­გი­ვი­დეს, ღმერ­თი დამ­სჯის შენი გუ­ლის­თვის ღმერ­თს ჩემს თავს ნუ და­ას­ჯე­ვი­ნებ-მეთ­ქი. დახე, რა მი­თხრა? აიღე შვი­ლო, რამ­დე­ნიც გინ­და... ავი­ღეთ სის­ხლი, მაგ­რამ მა­შინ არ ვი­ცო­დით, რომ ის სის­ხლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­იხ­რწნე­ბო­და.

სინ­ჯა­რა, რო­მელ­შიც წმინ­და­ნის უხრწნე­ლი სის­ხლი ინა­ხე­ბა

- რა მოხ­და?

- სინ­ჯა­რა­ში მო­ვა­თავ­სეთ 10 გრა­მი სის­ხლი, რო­მელ­საც თა­ვის სა­ცო­ბი გა­ვუ­კე­თეთ. ჩემ­თან ერ­თად იყო ექი­მი ნა­თია არა­ბი­ძე. იქი­დან რომ წა­მო­ვე­დით, ისე მოხ­და, რომ ნა­თი­ას გზა­ში სინ­ჯა­რა ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და, დაბ­ლა და­ე­ცა, სა­ცო­ბი მოძ­ვრა, სის­ხლი და­იქ­ცა და შიგ მხო­ლოდ 2 გრა­მი დაჩა. სა­ცო­ბი ისევ მო­ვარ­გეთ და წა­მო­ვე­დით, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მივ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და მეთ­ქვა, სის­ხლი ისევ უნდა ავი­ღოთ-მეთ­ქი... დარ­ჩე­ნი­ლი 2 წვე­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მი­ვი­ტა­ნეთ, მაგ­რამ ცო­ტაა და არა­ფე­რი გა­მო­ვა, არ გვე­ყო­ფაო. მერე ნა­თი­ამ სინ­ჯა­რა შე­ი­ნა­ხა, რად­გა­ნაც ვუ­თხა­რი, შე­იძ­ლე­ბა, სად­მე მიკ­რო­ა­ნა­ლიზს აკე­თე­ბენ და იქ მი­ვი­ტა­ნოთ-მეთ­ქი.

2 დღის შემ­დეგ მამა გაბ­რი­ე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, დამ­ძიმ­და, მარ­ცხე­ნა სა­ზარ­დუ­ლის თი­ა­ქა­რი ჩა­ე­ჭე­და. და­მი­რე­კეს, ჩა­ვე­დი და ვუ­თხა­რი, - სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­შიო. მერე შე­ვე­ცა­დე, თი­ა­ქა­რი ხე­ლით ჩა­მეს­წო­რე­ბი­ნა, თუმ­ცა ვუ­თხა­რი, შე­იძ­ლე­ბა გა­გი­მე­ორ­დეს და სა­ო­პე­რა­ციო გახ­დე-მეთ­ქი. თუ ოპე­რა­ცია მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, მო­ვი­ტანთ ყვე­ლა­ფერს და აქ გა­გი­კე­თებთ, რო­გორც სამ­ხედ­რო ქი­რურ­გე­ბი, სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში ვი­მოქ­მე­დებთ-მეთ­ქი. კვლავ უარი მი­ვი­ღე. მე­ო­რე დღეს, გან­მე­ორ­და თი­აქ­რის ჩა­ჭედ­ვა, უფრო დიდი მას­შტა­ბით. გა­მო­ი­ბე­რა და ტკი­ვი­ლის­გან ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო. ოპე­რა­ცი­ა­ზე კვლავ არ დამ­თან­ხმდა და თქვა: "12 წლი­დან მოგ­დევ უფა­ლო, და­ვი­ღა­ლე, ამო­ი­ღე სული!". მივ­ხვდი, არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­მეძ­ლო, თუმ­ცა ჩა­ჭე­დი­ლი თი­აქ­რის გამო, რომ ადა­მი­ა­ნი არ გა­დარ­ჩეს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­ა­ზე უარი მი­ვი­ღე.

მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან მძიმ­დე­ბო­და, დღის 3 სა­ა­თი­დან აღარ ლა­პა­რა­კობ­და, თვალ­მო­უ­შო­რებ­ლად წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატს უყუ­რებ­და. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ღა­მოს 9 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და. იმ დროს მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი მობ­რძან­და. მკი­თხა, - რო­გორ არის? ვუ­თხა­რი, - მდგო­მა­რე­ო­ბა ტერ­მი­ნა­ლუ­რია, აგო­ნი­უ­რი... მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა სუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლოც­ვა წა­ი­კი­თხა. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ მამა გაბ­რილ­მა გა­ი­ღი­მა და სული გა­ნუ­ტე­ვა... მისი მაჯა ხელ­ში მე­ჭი­რა და ბოლო პულ­სიც შე­ვიგ­რძე­ნი... პულ­სი აღარც სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ა­ზე იყო.

- გა­მო­დის, სული თქვენ ჩა­გა­ბა­რათ...

- ასე აღ­მოჩ­ნდა. შემ­დგომ კურ­თხე­ვა­ნის მი­ხედ­ვით, მე­უ­ფე და­ნი­ე­ლის ლოც­ვით მოხ­და მისი, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, ბე­რის გან­მოს­ვა, სხე­უ­ლის გან­წმენ­და და შე­მოს­ვა. სხე­უ­ლი შავ სუ­და­რა­ში გა­ვახ­ვი­ეთ, იმა­ვე ქსო­ვი­ლის ლენ­ტი­ბით ჯვრე­ბი გა­ვა­კე­თეთ, სა­ხე­ზე, გულ­მკერ­დზე და ფე­ხე­ბის არე­ში და­ვუ­მაგ­რეთ. ბო­ლოს კი მი­სი­ვე თხოვ­ნით, ჭი­ლოფ­ში გა­ვახ­ვი­ეთ. იმ დროს დედა პა­რას­კე­ვა მო­ვი­და, რო­მე­ლიც მისი მესნე­უ­ლე გახ­ლდათ, ავად­მყოფს უვ­ლი­და, რო­მელ­მაც თქვა, - რო­გორ ვერ ვნა­ხე მა­მაო შენი სახე და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ გულ­ზე ჯვა­რის გა­კე­თე­ბა დაგვვი­წყნია. ასე დაკ­რძალ­ვა არ გა­მო­ვაო. მე­უ­ფემ კურ­თხე­ვა მის­ცა იქ მყო­ფებს, შეხ­სნეს სუ­და­რა, სახე გა­მო­უ­ჩი­ნეს და ჯვა­რი გა­უ­კე­თეს. დედა პა­რას­კე­ვამ თქვა, - მამა გაბ­რი­ელ­მა ისე არ დამ­ტო­ვა, სახე კი­დევ ერთხელ მაჩ­ვე­ნაო.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, დარ­ჩე­ნილ 2 გრამ სის­ხლს რა ბედი ეწ­ვია?

- 4 წლის მერე თეამ მო­ი­ტა­ნა სინ­ჯა­რა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სის­ხლი და მი­თხრა, რომ ისევ ისეა, რო­გორც 4 წლის წინო. ამა­ში თა­ვა­დაც დავ­რწმუნ­დი. არც შე­დე­დე­ბუ­ლი­ყო, არც ფერი შე­ეც­ვა­ლა. ვერ მო­ვით­მი­ნე და წვე­თი შუ­შა­ზე გა­ვუს­ვი, ნა­ცხი გა­ვა­კე­თე, რაც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ. არც გვა­რი, არც სა­ხე­ლი, ასა­კი მიგ­ვი­წე­რია და არც ის გვით­ქვამს, რომ 4 წლის სის­ხლი იყო. წარ­მო­იდ­გინთ, რომ ფორ­მუ­ლა რიგ­ზე იყო - ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი, ერით­რო­ცი­ტე­ბი... სის­ხლმა ჰე­მო­ლი­ზი არ გა­ნი­ცა­და, უჯრე­დე­ბი არ და­ი­შა­ლა, არ გა­იხ­რწნა. იმ პა­სუ­ხით აკა­დე­მი­კოს თა­მარ დე­კა­ნო­სი­ძეს­თან (პა­თო­ლო­გა­ნა­ტო­მი) მი­ვე­დით და ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რით. გა­ოც­და. მოდი, კი­დევ გა­ა­კე­თეთ ერთი ნა­ცხი სის­ხლის გა­დას­ხმის ინ­სტი­ტუ­ტშიო. იქაც იგი­ვე პა­სუ­ხი მო­ვი­და. ბო­ლოს პატ­რი­არ­ქთან მი­ვე­დი და ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბე, უწ­მინ­დე­სი არა­სო­დეს არის სენ­სა­ცი­ებ­ზე გა­მო­კი­დე­ბუ­ლი, ფრთხი­ლია და მი­თხრა: და­ვაკ­ვირ­დეთ ამ სა­კითხს, სის­ხლი შე­ი­ნა­ხეთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა, რას­თან გვაქვს საქ­მეო.

შემ­დეგ სა­ტა­ტია და­ი­წე­რა, სა­დაც ჩემი მო­საზ­რე­ბა და­ვა­ფიქ­სი­რე, - შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის ას­კე­ტურ­მა ცხოვ­რე­ბამ, ლოც­ვამ, ღმერ­თთან სი­ახ­ლო­ვემ და მის­მა მე­ო­ხე­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ სის­ხლი გა­ნუხრწნე­ლი გახ­და-მეთ­ქი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მამა გაბ­რი­ელ­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ მოხ­და, არ გამ­კვირ­ვე­ბია, არ იყო ორ­დი­ნა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის ეზო­ში, საფ­ლავ­თან უამ­რა­ვი მლოც­ვე­ლი ჩა­დი­ო­და, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი იკურ­ნე­ბოდ­ნენ, ამ ამ­ბებს დედა პა­რას­კე­ვა მიყ­ვე­ბო­და ხოლ­მე. ბევ­რი რამ მოხ­და და მომ­წიფ­და სა­კი­თხი, რომ მამა გაბ­რი­ე­ლის კა­ნო­ნი­ზა­ცია მომ­ხდა­რი­ყო. ამას მი­ემ­ხრო მთე­ლი სი­ნო­დი და მამა გაბ­რი­ე­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, "ჩემს საფ­ლავ­ზე მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მოვა" - ახდა. მისი საფ­ლა­ვი­დან აღ­მოყ­ვა­ნე­ბის დროს ვერ გე­ტყვით, იქ რა რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი იყო. შემ­დგომ სა­მე­ბა­ში, სა­დაც დას­ვე­ნე­ბუ­ლი იყო, დღე და ღამე რიგი არ წყდე­ბო­და. ასე­თი რამ ხე­ლოვ­ნუ­რად არ ხდე­ბა, ხალ­ხს სურ­ვი­ლის გა­რე­შე ვერ­სად მი­იყ­ვან.

...ერთხელ, მის თავ­თით ვი­ჯე­ქი, რა­ღა­ცებს გვიყ­ვე­ბო­და, ცოტა გაგ­ვე­ხუმ­რა, გაგ­ვა­ცი­ნა კი­დეც და უც­ბად სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მი­ი­ღო, შე­ხე­და მა­ცხოვ­რის ხატს, ხე­ლე­ბი აღა­პყრო, გა­ი­რინ­და, 10 წუთი არ ინ­ძრე­ო­და. დედა პა­რას­კე­ვას ვკი­თხე: - რა მოხ­და? ცუ­დად ხომ არ არის-მეთ­ქი? მან თითი მი­ი­დო ტუ­ჩებ­ზე და მა­ნიშ­ნა, - გა­ჩერ­დიო. მამა გაბ­რი­ელ­მა მერე ხე­ლე­ბი ჩა­მო­უშ­ვა, გულ­ზე და­იკ­რი­ფა და თქვა: უფა­ლი მო­დის. მთე­ლი კოს­მო­სი ძრწის მის წი­ნა­შე, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბა მთავ­რდე­ბა. ამ ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ სულ ასე ტაშ-ფან­დუ­რა­ში იქ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მალე დამ­თავ­რდე­ბა. თქვენ ამას მო­ეს­წრე­ბით. მე თქვენს სიყ­ვა­რულს ღმერ­თთან ავი­ტან. ტან­ში დამ­ბუ­რძგლა და სუნ­თქვა გა­მი­ჩერ­და, - ისე­თი უც­ნა­უ­რი რამ იყო. და­ვი­ნა­ხეთ, რომ ადა­მი­ა­ნი ხე­დავ­და კოს­მოსს, ღმერ­თმა ამის­თვის თვა­ლი გა­უხ­სნა და რომ ამის და­ნახ­ვა ჩვენ არ შეგ­ვეძ­ლო, ეს გვა­უ­წყა.

- დღეს რა ად­გი­ლი უკა­ვია წმინ­და გაბ­რი­ელ სა­ლოსს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მე­ო­ხი და შემ­წეა, მათ შო­რის, ჩემი. მამა გაბ­რი­ელს ერთხელ, გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს ვთხო­ვე, - შე­მე­წიე, ცუ­დად ვარ, არ ვიცი, რა გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი. ოჯა­ხის წევ­რს მძი­მე ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­და­სა­ტა­ნი, შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. გა­მო­მე­ცხა­და, მო­ვი­და: ღა­მის 4 სა­ა­თი იყო, წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ნეო. წყა­ლი დიდი ჭი­ქით გა­მო­ვუ­ტა­ნე და და­ვა­ლე­ვი­ნე. სა­ხე­ზე გა­ვარ­დის­ფრდა, თავ­ზე ხელი და­მა­დო და რო­გორც იცო­და ხოლ­მე, მი­თხრა - ქრის­ტე ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოს და გა­კურ­თხოს. ჩემს ბუ­ხარ­თან, სა­დაც ხა­ტე­ბის კუ­თხე მაქვს იქ იდგა. ფან­ჯა­რა­ში ის­მო­და ხმე­ბი, გუ­გუ­ნი - მამა გაბ­რი­ლე­ლი აღ­დგა! გა­და­ვი­ხე­დე და ხალ­ხი იქ მარ­თლაც იყო, ბახ­ტრი­ო­ნის ქუჩა გავ­სე­ბუ­ლი გახ­ლდათ ადა­მი­ა­ნე­ბით და ზე­ვით იყუ­რე­ბოდ­ნენ შე­ძა­ხი­ლით: მამა გაბ­რი­ე­ლი აღ­დგა! გა­ო­ცე­ბულ­მა მზე­რა ისევ მამა გაბ­რი­ე­ლის­კენ, ოთახ­ში გა­მო­ვა­პა­რე და იქ აღარ იყო და ხალ­ხიც ქუ­ჩი­დან გაქ­რა. მივ­ხვდი, რომ ეს იყო ხილ­ვა და არა სიზ­მა­რი. არ მე­ძი­ნა, ფეხ­ზე ვი­დე­ქი. მა­შინ­ვე სან­თე­ლი და­ვუნ­თე... დიახ, მან მა­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდე­ბო­და. ჩემი ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბა თა­ვის თავ­ზე აიღო.

...მე­ო­რე­დაც გა­მო­მე­ცხა­და, 90-იანი წლე­ბი იყო, მე­გო­ბა­რი ისან­ში, სა­გა­რე­ჯოს ავ­ტო­ბუს­თან მი­ვა­ცი­ლე. იქი­დან რომ წა­მო­ვე­დი, ჩემი ძლივს რომ და­ღო­ღავ­და ისე­თი "ზა­პო­რო­ჟე­ცი" ჩა­მიქ­რა. ვუტ­რი­ა­ლე და ვე­რა­ფე­რი გა­ვუ­გე. ვი­ფიქ­რე, ამას ახლა და­ვაგ­დებ და და წა­ვალ-მეთ­ქი. იმ დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში სათ­ლე­ბი, ხა­ტე­ბი და მამა გაბ­რი­ე­ლის კა­ლენ­და­რი მქონ­და ნა­ყი­დი. ყვე­ლა­ფე­რი მან­ქა­ნა­ში მედო. უეც­რად იმ კა­ლენ­დარს თვა­ლი მოვ­კა­რი და წა­მომ­ცდა: მიშ­ვე­ლე, მამა გაბ­რი­ელ, გა­მა­გი­ჟა ამ მან­ქა­ნამ-მეთ­ქი. ის იყო მან­ქა­ნი­დან უნდა გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და სი­ნათ­ლემ მო­მა­ნა­თა. მან­ქა­ნა მო­მი­ახ­ლოვ­და, მძღო­ლი გად­მო­ვი­და, ჩემ­თან მო­ვი­და, ფან­ჯა­რას­თან დად­გა და მე­უბ­ნე­ბა, - გა­გა­გი­ჟა ამ მან­ქა­ნამ? მეც მქონ­და ასე­თი და ეგრე მა­გი­ჟებ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან არც კი გა­და­მიყ­ვა­ნა, კა­პო­ტი ახა­და, ჩა­ი­ხე­და, აკუმ­ლა­ტო­რი იქ­ნე­ბა დამ­ჯდა­რი, ტრო­სით გავ­ქა­ჩოთ და და­ი­ქო­ქე­ბაო. ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ გა­ა­კე­თა, ხელი არ გა­მან­ძრე­ვი­ნა, შენ მხო­ლოდ პე­დალს მი­ა­ჭი­რეო. მოკ­ლედ, და­ი­ქო­ქა. მერე ისე არ დაგ­ტო­ვებთ, სად ცხოვ­რობ, სახ­ლამ­დე მი­გა­ცი­ლებთ (მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იყო), იქ­ნებ კი­დევ ჩა­გიქ­რე­სო. სახ­ლამ­დე, სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. მერე ვუ­თხა­რი, მამა გაბ­რი­ელს დახ­მა­რე­ბა შევ­თხო­ვე და აი, ასე უც­ბად და­მეხ­მა­რა-თქო. მან მი­თხრა, არ ვიცი, მაგ "სას­ტავს" არ ვიც­ნობ, მა­გათ­თან კავ­ში­რი არ მაქვს, მე გა­ჭირ­ვე­ბულ კაცს და­ვეხ­მა­რეო. ცოლ­მა უთხრა, - რო­გორც ჩანს, მაგ "სას­ტავ­ში" ყო­ფილ­ხარ და ვერ გა­გი­გი­აო... მამა გაბ­რი­ე­ლი თვი­თონ კი არ მო­ვი­და, შენ მოგ­ცა ის აზრი, რომ ასე­თი სი­კე­თე გა­გე­კე­თე­ბი­ნა. აქ მეტი არა­ფე­რიც არ ხდე­ბა-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი მე...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი..." - რას ყვება მამა გაბრიელზე ერთადერთი ექიმი, რომელსაც წმინდანმა საკუთარი ჯანმრთელობა ანდო

"მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი..." - რას ყვება მამა გაბრიელზე ერთადერთი ექიმი, რომელსაც წმინდანმა საკუთარი ჯანმრთელობა ანდო

2 ნოემბერი წმინდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელ-სალოსის გარდაცვალების დღეა. ის 22 წლის წინ, 1995 წლის 2 ნოემბერს აღესრულა. მამა გაბრიელი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად ცოტა ხნის წინ შერაცხა. იგი დღეს უამრავი ადამიანის შემწეა და ამის გამო ყველას თავის მამა გაბრიელი ჰყავს. თუმცა, ალბათ მათთვის, ვისთანაც ცხოვრებაში ახლო ურთიერთობა ჰქონია, გამორჩეული ადამიანია.

როგორი იყო წმინდანის ცხოვრების ბოლო წლები, რა პირობებში გააატა ის, რაზე ფიქრობდა და ვინ მკურნალობდა - ამაზე მამა გაბრელის ექიმი, საპატრიარქოს სოციალური დაცვის ხელმძღვანელი, ექიმი ზურაბ ვარაზი გვესაუბრება:

- განსაკუთრებული შემთხვევა და შეგრძნებაა, როცა მას ცხოვრებაში იცნობდი. დიახ, გაბრიელ აღმსარებელს ვესაუბრებოდი, ხელითაც შევხებივარ, მისთვის ოპერაცია გამიკეთებია, სისხლი ავუღე და ეს ადამიანი დღეს წმინდანია, მისი ლოცვა-კურთხევით და მეოხებით ყველა ქრისტიანი სარგებლობს, მის სახელს ბევრი სასწაული უკავშირდება. მის საფლავთან, ხატთან ბევრი გაკურნებულა, ბევრი ადამიანის სულიერი მდგომარეობა, ცხოვრების წესი შეცვლილა და ეს სასწაული არის გულისხმისყოფისთვის, რწმენაში განმტკიცებისთვის...

ზურაბ ვარაზი

- როგორი იყო მასთან პირველი შეხვედრა?

- პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ სიონის ტაძარში ხშირად დავდიოდი, მერე მრევლიც გავხდი და მაშინ ვხედავდი ხოლმე სიონში - მოდიოდა, გულზე რამდენიმე ჯვარი ეკიდა, ლოცვის დროს ხან ტიროდა, ხან ხმამაღლა ვიღაცას ამხელდა, ისე დაიყვირებდა, ყურადღებას მიიპყრობდა. ვინც იცნობდა, ყოველთვის უკან დაჰყვებოდნენ, ძალიან კეთილი იყო და გულისხმიერი. მეც მივსულვარ მასთან სიონში და მითხოვია, დამლოცეთ-მეთქი... თავზე ხელს დამადებდა და იტყოდა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოს...

იხილეთ ვიდეო: მამა გაბრიელის მოღვაწეობის უცნობი კადრები - სრული ვერსია

- იმ პერიოდში სამთავროს მონასტერში იყო უკვე?

- ვინაიდან მამა გაბრიელი საბჭოთა მთავრობის მიერ იდევნებოდა, ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს არ ჩერდებოდა, მგონი, სამ-სამი დღე შეეძლო სხვადასხვა მონასტერში ეცხოვრა. ამიტომ, მონასტრიდან მონასტერში ფეხით მიდიოდა... შემდგომ, როდესაც მას დავუახლოვდი, მოყოლილი აქვს, რომ საქართველოს ყველა ტაძარში იყო ნამყოფი. ეკლესია-სამლოცველო თავის სახლშიც ჰქონდა და იქაც არ ასვენებდნენ, იქაურობას უნგრევდნენ. ხანდახან სასაფლაოზე ეძინა, ან წავიდოდა რომელიმე მორწმუნესთან და შეეფარებოდა. დევნილი იყო...

მაშინ ეჩვენებოდათ, რომ უცნაური იყო. სხვათა შორის, ნანახი მაქვს მისი ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიერ იყო გაცემული, ცნობის ნომერი 666-ია (ამან მაშინვე მიიქცია ყურადღება). იქ ეწერა, რომ ის არის ფსიქოპათიური პიროვნება და ეჩვენება, რომ არსებობს ღმერთი, ანგელოზები, ბუტბუტებს თავისი სიტყვებით, ლოცულობს... რასაც მამა გაბრიელი, როგორც სასულიერო პირი აკეთებდა, ამას ავადმყოფობად უთვლიდნენ, რადგანაც საბჭოთა ადამიანი ასეთი მორწმუნე არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

კოშკი სამთავროში, სადაც მამა გაბრიელი ცხოვრობდა

- აღნიშნეთ, რომ მისთვის ოპერაციაც გაგიკეთებიათ. როგორ და როდის მოხდა ეს?

- ეს მისი ცხოვრების ბოლო ეტაპი იყო, ბოლო წელიწადს. მამა გაბრიელი დაეცა და მენჯ-ბარძაყის სახსარშიდა მოტეხილობა მიიღო, ამიტომ, იწვა, სიარული უჭირდა, მერე გაურთულდა, რადგანაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა - მუცლის ღრუში წყალმანკი, სითხეც დაუგროვდა. პერიოდულად სისხლს აღებინებდა, საყლაპავის ვენები იყო გაფართოებული... ერთხელ, ძალიან ცუდად რომ იყო, მონასტრის მონაზვნებმა სთხოვეს, ექიმს მოვიყვანთ, - უარი უთქვამს, - არ მოვიდეს, არ მინდა, ექიმს არ მივიღებო. იქ ჩემი მეუღლის ნათესავები იმყოფებოდნენ და უთქვამთ, - ჩვენი სიძე საპატრიარქოში საქმიანობს, მორწმუნეა, ექიმია, ათონის მთაზეა ნამყოფი. ეს რომ გაუგია, - მშვიდობით მობრძანდესო. სულიერად გიცნო და მოგიხმოო, - მითხრეს... ჩავედი სამთავროში. მის კელიაში რომ შევედი, იწვა და ვთხოვე: დამლოცეთ მამაო-მეთქი. "დახე, ექიმი მოვიდა და პირველად ლოცვა-კურთხევას ითხოვს. აქ ვინც მოდის, ყველა მეუბნება - რა გაწუხებს? ვეუბნები - არაფერიც არ მაწუხებს, ბერი ვარ, რა უნდა მაწუხებდეს? ჩემი ძონძი სხეულიო..."

მოკლედ, ვნახე, რომ ძალიან კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდა, ვეღარ სუნთქავდა, ორგანიზმში ბევრი სითხე ჰქონდა და ვუთხარი, გამოღებაა საჭირო-მეთქი. იქვე ჩავატარეთ ეს პროცედურა. დიდი რაოდენობით სითხე გამოვიღეთ... იმის მერე, მასთან მთელი წელიწადი დავდიოდი. სითხე უგროვდებოდა, გამოვუღებდი, წვეთოვან გადასხმებს ვუკეთებდი. იმ დროს მასთან არაერთი საინტერესო საუბარი და შეხვედრა მქონია. ჩემს მეხსიერებაში, როგორც კინოფილმი, ისე დევს ეს ყველაფერი და ვყვები ისე, როგორც იყო, რაც მასზე გამოცემულ წიგნებშიც დაიწერა...

- ასე რომ, თქვენ იყავით ერთადერთი ექიმი, რომელსაც ის ენდო...

- კი ბატონო... არ იყო ადვილად დასაყოლიებელი პაციენტი... ერთხელ ასეთი შემთხვევა იყო, მისთვის სისხლი უნდა ამეღო ანალიზისთვის. არ აგაღებინებსო, - თქვეს. გავრისკე და ვუთხარი: მამა გაბრიელ, სისხლი უნდა აგიღოთ-მეთქი. რათა? - მკითხა. ანალიზი უნდა გავაკეთოთ-მეთქი. რისი? - ისევ მკითხა. ჰემოგლობინი გვაინტერესებს, ღვიძლის ფუნქცია, სინჯებია საჭირო-მეთქი. ეგ თქვენი გემაგლობინები მე სულ არ მაინტერსებს. მე მაინტერებს-მეთქი. ჰოდა, შენ გამოიღე სისხლიო. რამე რომ მოგივიდეს, ღმერთი დამსჯის შენი გულისთვის ღმერთს ჩემს თავს ნუ დაასჯევინებ-მეთქი. დახე, რა მითხრა? აიღე შვილო, რამდენიც გინდა... ავიღეთ სისხლი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდით, რომ ის სისხლი 4 წლის განმავლობაში არ გაიხრწნებოდა.

სინჯარა, რომელშიც წმინდანის უხრწნელი სისხლი ინახება

- რა მოხდა?

- სინჯარაში მოვათავსეთ 10 გრამი სისხლი, რომელსაც თავის საცობი გავუკეთეთ. ჩემთან ერთად იყო ექიმი ნათია არაბიძე. იქიდან რომ წამოვედით, ისე მოხდა, რომ ნათიას გზაში სინჯარა ხელიდან გაუვარდა, დაბლა დაეცა, საცობი მოძვრა, სისხლი დაიქცა და შიგ მხოლოდ 2 გრამი დაჩა. საცობი ისევ მოვარგეთ და წამოვედით, რადგან შეუძლებელი იყო, მივბრუნებულიყავი და მეთქვა, სისხლი ისევ უნდა ავიღოთ-მეთქი... დარჩენილი 2 წვეთი ლაბორატორიაში მივიტანეთ, მაგრამ ცოტაა და არაფერი გამოვა, არ გვეყოფაო. მერე ნათიამ სინჯარა შეინახა, რადგანაც ვუთხარი, შეიძლება, სადმე მიკროანალიზს აკეთებენ და იქ მივიტანოთ-მეთქი.

2 დღის შემდეგ მამა გაბრიელის მდგომარეობა გაუარესდა, დამძიმდა, მარცხენა საზარდულის თიაქარი ჩაეჭედა. დამირეკეს, ჩავედი და ვუთხარი, - სასწრაფო ოპერაცია გჭირდება-მეთქი. არავითარ შემთხვევაშიო. მერე შევეცადე, თიაქარი ხელით ჩამესწორებინა, თუმცა ვუთხარი, შეიძლება გაგიმეორდეს და საოპერაციო გახდე-მეთქი. თუ ოპერაცია მაინც გარდაუვალი იქნება, მოვიტანთ ყველაფერს და აქ გაგიკეთებთ, როგორც სამხედრო ქირურგები, საველე პირობებში ვიმოქმედებთ-მეთქი. კვლავ უარი მივიღე. მეორე დღეს, განმეორდა თიაქრის ჩაჭედვა, უფრო დიდი მასშტაბით. გამოიბერა და ტკივილისგან ძალიან შეწუხებული იყო. ოპერაციაზე კვლავ არ დამთანხმდა და თქვა: "12 წლიდან მოგდევ უფალო, დავიღალე, ამოიღე სული!". მივხვდი, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, თუმცა ჩაჭედილი თიაქრის გამო, რომ ადამიანი არ გადარჩეს, შეუძლებელია, მაგრამ ოპერაციაზე უარი მივიღე.

მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, დღის 3 საათიდან აღარ ლაპარაკობდა, თვალმოუშორებლად წმინდა ნიკოლოზის ხატს უყურებდა. ეს მდგომარეობა საღამოს 9 საათამდე გაგრძელდა. იმ დროს მეუფე დანიელი მობრძანდა. მკითხა, - როგორ არის? ვუთხარი, - მდგომარეობა ტერმინალურია, აგონიური... მეუფე დანიელმა სულის გათავისუფლების ლოცვა წაიკითხა. ნახევარი საათის შემდეგ მამა გაბრილმა გაიღიმა და სული განუტევა... მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი... პულსი აღარც საძილე არტერიაზე იყო.

- გამოდის, სული თქვენ ჩაგაბარათ...

- ასე აღმოჩნდა. შემდგომ კურთხევანის მიხედვით, მეუფე დანიელის ლოცვით მოხდა მისი, როგორც სასულიერო პირის, ბერის განმოსვა, სხეულის განწმენდა და შემოსვა. სხეული შავ სუდარაში გავახვიეთ, იმავე ქსოვილის ლენტიბით ჯვრები გავაკეთეთ, სახეზე, გულმკერდზე და ფეხების არეში დავუმაგრეთ. ბოლოს კი მისივე თხოვნით, ჭილოფში გავახვიეთ. იმ დროს დედა პარასკევა მოვიდა, რომელიც მისი მესნეულე გახლდათ, ავადმყოფს უვლიდა, რომელმაც თქვა, - როგორ ვერ ვნახე მამაო შენი სახე და აღმოაჩინა, რომ გულზე ჯვარის გაკეთება დაგვვიწყნია. ასე დაკრძალვა არ გამოვაო. მეუფემ კურთხევა მისცა იქ მყოფებს, შეხსნეს სუდარა, სახე გამოუჩინეს და ჯვარი გაუკეთეს. დედა პარასკევამ თქვა, - მამა გაბრიელმა ისე არ დამტოვა, სახე კიდევ ერთხელ მაჩვენაო.

- ბატონო ზურაბ, დარჩენილ 2 გრამ სისხლს რა ბედი ეწვია?

- 4 წლის მერე თეამ მოიტანა სინჯარაში მოთავსებული სისხლი და მითხრა, რომ ისევ ისეა, როგორც 4 წლის წინო. ამაში თავადაც დავრწმუნდი. არც შედედებულიყო, არც ფერი შეეცვალა. ვერ მოვითმინე და წვეთი შუშაზე გავუსვი, ნაცხი გავაკეთე, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში გავაგზავნეთ. არც გვარი, არც სახელი, ასაკი მიგვიწერია და არც ის გვითქვამს, რომ 4 წლის სისხლი იყო. წარმოიდგინთ, რომ ფორმულა რიგზე იყო - ლეიკოციტები, ერითროციტები... სისხლმა ჰემოლიზი არ განიცადა, უჯრედები არ დაიშალა, არ გაიხრწნა. იმ პასუხით აკადემიკოს თამარ დეკანოსიძესთან (პათოლოგანატომი) მივედით და ყველაფერი ვუთხარით. გაოცდა. მოდი, კიდევ გააკეთეთ ერთი ნაცხი სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიო. იქაც იგივე პასუხი მოვიდა. ბოლოს პატრიარქთან მივედი და ყველაფერი ვუამბე, უწმინდესი არასოდეს არის სენსაციებზე გამოკიდებული, ფრთხილია და მითხრა: დავაკვირდეთ ამ საკითხს, სისხლი შეინახეთ და ყველაფერი გამოჩნდება, რასთან გვაქვს საქმეო.

შემდეგ სატატია დაიწერა, სადაც ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე, - შესაძლოა, ადამიანის ასკეტურმა ცხოვრებამ, ლოცვამ, ღმერთთან სიახლოვემ და მისმა მეოხებამ გამოიწვია ის, რომ სისხლი განუხრწნელი გახდა-მეთქი. ეს ყველაფერი მამა გაბრიელთან დაკავშირებით რომ მოხდა, არ გამკვირვებია, არ იყო ორდინალური ადამიანი. მისი გარდაცვალების შემდეგ, სამთავროს მონასტრის ეზოში, საფლავთან უამრავი მლოცველი ჩადიოდა, სადაც ადამიანები იკურნებოდნენ, ამ ამბებს დედა პარასკევა მიყვებოდა ხოლმე. ბევრი რამ მოხდა და მომწიფდა საკითხი, რომ მამა გაბრიელის კანონიზაცია მომხდარიყო. ამას მიემხრო მთელი სინოდი და მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, "ჩემს საფლავზე მილიონი ადამიანი მოვა" - ახდა. მისი საფლავიდან აღმოყვანების დროს ვერ გეტყვით, იქ რა რაოდენობის ადამიანი იყო. შემდგომ სამებაში, სადაც დასვენებული იყო, დღე და ღამე რიგი არ წყდებოდა. ასეთი რამ ხელოვნურად არ ხდება, ხალხს სურვილის გარეშე ვერსად მიიყვან.

...ერთხელ, მის თავთით ვიჯექი, რაღაცებს გვიყვებოდა, ცოტა გაგვეხუმრა, გაგვაცინა კიდეც და უცბად სერიოზული სახე მიიღო, შეხედა მაცხოვრის ხატს, ხელები აღაპყრო, გაირინდა, 10 წუთი არ ინძრეოდა. დედა პარასკევას ვკითხე: - რა მოხდა? ცუდად ხომ არ არის-მეთქი? მან თითი მიიდო ტუჩებზე და მანიშნა, - გაჩერდიო. მამა გაბრიელმა მერე ხელები ჩამოუშვა, გულზე დაიკრიფა და თქვა: უფალი მოდის. მთელი კოსმოსი ძრწის მის წინაშე, მატერიალური არსებობა მთავრდება. ამ ხალხს ჰგონია, რომ სულ ასე ტაშ-ფანდურაში იქნება. ეს ყველაფერი მალე დამთავრდება. თქვენ ამას მოესწრებით. მე თქვენს სიყვარულს ღმერთთან ავიტან. ტანში დამბურძგლა და სუნთქვა გამიჩერდა, - ისეთი უცნაური რამ იყო. დავინახეთ, რომ ადამიანი ხედავდა კოსმოსს, ღმერთმა ამისთვის თვალი გაუხსნა და რომ ამის დანახვა ჩვენ არ შეგვეძლო, ეს გვაუწყა.

- დღეს რა ადგილი უკავია წმინდა გაბრიელ სალოსს თქვენს ცხოვრებაში?

- ყველა ადამიანის მეოხი და შემწეა, მათ შორის, ჩემი. მამა გაბრიელს ერთხელ, გაჭირვების ჟამს ვთხოვე, - შემეწიე, ცუდად ვარ, არ ვიცი, რა გავაკეთო-მეთქი. ოჯახის წევრს მძიმე ოპერაცია ჰქონდა გადასატანი, შეწუხებული ვიყავი. გამომეცხადა, მოვიდა: ღამის 4 საათი იყო, წყალი დამალევინეო. წყალი დიდი ჭიქით გამოვუტანე და დავალევინე. სახეზე გავარდისფრდა, თავზე ხელი დამადო და როგორც იცოდა ხოლმე, მითხრა - ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოს. ჩემს ბუხართან, სადაც ხატების კუთხე მაქვს იქ იდგა. ფანჯარაში ისმოდა ხმები, გუგუნი - მამა გაბრილელი აღდგა! გადავიხედე და ხალხი იქ მართლაც იყო, ბახტრიონის ქუჩა გავსებული გახლდათ ადამიანებით და ზევით იყურებოდნენ შეძახილით: მამა გაბრიელი აღდგა! გაოცებულმა მზერა ისევ მამა გაბრიელისკენ, ოთახში გამოვაპარე და იქ აღარ იყო და ხალხიც ქუჩიდან გაქრა. მივხვდი, რომ ეს იყო ხილვა და არა სიზმარი. არ მეძინა, ფეხზე ვიდექი. მაშინვე სანთელი დავუნთე... დიახ, მან მანიშნა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ჩემი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა თავის თავზე აიღო.

...მეორედაც გამომეცხადა, 90-იანი წლები იყო, მეგობარი ისანში, საგარეჯოს ავტობუსთან მივაცილე. იქიდან რომ წამოვედი, ჩემი ძლივს რომ დაღოღავდა ისეთი "ზაპოროჟეცი" ჩამიქრა. ვუტრიალე და ვერაფერი გავუგე. ვიფიქრე, ამას ახლა დავაგდებ და და წავალ-მეთქი. იმ დღეს ეკლესიაში სათლები, ხატები და მამა გაბრიელის კალენდარი მქონდა ნაყიდი. ყველაფერი მანქანაში მედო. უეცრად იმ კალენდარს თვალი მოვკარი და წამომცდა: მიშველე, მამა გაბრიელ, გამაგიჟა ამ მანქანამ-მეთქი. ის იყო მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი და სინათლემ მომანათა. მანქანა მომიახლოვდა, მძღოლი გადმოვიდა, ჩემთან მოვიდა, ფანჯარასთან დადგა და მეუბნება, - გაგაგიჟა ამ მანქანამ? მეც მქონდა ასეთი და ეგრე მაგიჟებდა. ავტომობილიდან არც კი გადამიყვანა, კაპოტი ახადა, ჩაიხედა, აკუმლატორი იქნება დამჯდარი, ტროსით გავქაჩოთ და დაიქოქებაო. ყველაფერი თვითონ გააკეთა, ხელი არ გამანძრევინა, შენ მხოლოდ პედალს მიაჭირეო. მოკლედ, დაიქოქა. მერე ისე არ დაგტოვებთ, სად ცხოვრობ, სახლამდე მიგაცილებთ (მეუღლესთან ერთად იყო), იქნებ კიდევ ჩაგიქრესო. სახლამდე, საბურთალოს ქუჩამდე მიმიყვანა. მერე ვუთხარი, მამა გაბრიელს დახმარება შევთხოვე და აი, ასე უცბად დამეხმარა-თქო. მან მითხრა, არ ვიცი, მაგ "სასტავს" არ ვიცნობ, მაგათთან კავშირი არ მაქვს, მე გაჭირვებულ კაცს დავეხმარეო. ცოლმა უთხრა, - როგორც ჩანს, მაგ "სასტავში" ყოფილხარ და ვერ გაგიგიაო... მამა გაბრიელი თვითონ კი არ მოვიდა, შენ მოგცა ის აზრი, რომ ასეთი სიკეთე გაგეკეთებინა. აქ მეტი არაფერიც არ ხდება-მეთქი, - ვუთხარი მე...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი