საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბიბლუსი გალერეაში“ ელიფ შაფაქის წიგნის „ევას სამი ქალიშვილი“ პრეზენტაცია გაიმართება
„ბიბლუსი გალერეაში“ ელიფ შაფაქის წიგნის „ევას სამი ქალიშვილი“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" ელიფ შა­ფა­ქის წიგ­ნის "ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. წიგ­ნი "პა­ლიტ­რა L-ის" სე­რი­ის "ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს" ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა.

"ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი" ავ­ტო­რის მე­ხუ­თე რო­მა­ნია, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად ითარ­გმნა. ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი შა­ფა­ქის შემ­დეგ ნა­წარ­მო­ე­ბებს - "სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი", "ღირ­სე­ბა", "რწყი­ლე­ბის სა­სახ­ლე" და "სტამ­ბო­ლე­ლი ნა­ბიჭ­ვა­რი" უკვე იც­ნობს.

წიგნს წა­რად­გე­ნენ მთარ­გმნე­ლი გვან­ცა გარ­მე­ლია, ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი და მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი. სა­ღა­მო თურ­ქე­თის თე­მას მი­ე­ძღვნე­ბა და სტუმ­რებს თურ­ქუ­ლი ყა­ვი­თა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტკბი­ლე­უ­ლით გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბი­ან.

წიგ­ნის ანო­ტა­ცია: პერი, ში­რი­ნი და მონა ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამი მე­გო­ბა­რია, სამი მუს­ლი­მი - აღ­მო­სავ­ლე­თის შვი­ლი. ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლო­ბენ, ევ­რო­პის ცენ­ტრში. უყ­ვართ, სძულთ, ერ­თგუ­ლე­ბენ, გა­ნიც­დი­ან, ბრა­ზო­ბენ, ღა­ლა­ტო­ბენ - ისე­თი ვნე­ბით, რო­გორც ეს 19-20 წლის ახალ­გაზ­რდებს სჩ­ვე­ვი­ათ... პერი, ში­რი­ნი და მონა - პირ­ველმშო­ბე­ლი ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი, კა­ცობ­რი­ო­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სამი ენერ­გია - ელიფ შა­ფა­ქის სულ ახალ რო­მან­ში მკი­თხველს და­უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ სამ­ყა­რო ისევ ეჭვზე, ცოდ­ვა­სა და ღვთის­მო­სა­ო­ბა­ზე დგას, რო­გორც ევას დროს.

წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" (კან­დე­ლა­კის #7) 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

sponsored by ContentRoom

„ბიბლუსი გალერეაში“ ელიფ შაფაქის წიგნის „ევას სამი ქალიშვილი“ პრეზენტაცია გაიმართება

„ბიბლუსი გალერეაში“ ელიფ შაფაქის წიგნის „ევას სამი ქალიშვილი“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, "ბიბლუსი გალერეაში" ელიფ შაფაქის წიგნის "ევას სამი ქალიშვილი" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი "პალიტრა L-ის" სერიის "ლიტერე ინვენტეს" ფარგლებში გამოიცა.

"ევას სამი ქალიშვილი" ავტორის მეხუთე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. ქართველი მკითხველი შაფაქის შემდეგ ნაწარმოებებს - "სიყვარულის 40 წესი", "ღირსება", "რწყილების სასახლე" და "სტამბოლელი ნაბიჭვარი" უკვე იცნობს.

წიგნს წარადგენენ მთარგმნელი გვანცა გარმელია, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და მწერალი დათო ტურაშვილი. საღამო თურქეთის თემას მიეძღვნება და სტუმრებს თურქული ყავითა და ნაციონალური ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან.

წიგნის ანოტაცია: პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი - აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ - ისეთი ვნებით, როგორც ეს 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... პერი, შირინი და მონა - პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია - ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.

წიგნის პრეზენტაცია "ბიბლუსი გალერეაში" (კანდელაკის #7) 19:00 საათზე დაიწყება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს