პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უფრთხობს სიმშვიდეს ევროპას კატალონიის დამოუკიდებლობა?
რატომ უფრთხობს სიმშვიდეს ევროპას კატალონიის დამოუკიდებლობა?

მას შემ­დეგ, რაც ეს­პა­ნე­თის ცენ­ტრა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ რე­გი­ონ­ზე პირ­და­პი­რი კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რა, კა­ტა­ლო­ნი­ის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მთავ­რო­ბა და­ი­თხო­ვა და 21 დე­კემ­ბერს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნა. ამას­თან, ეს­პა­ნე­თის სა­სა­მარ­თლომ კა­ტა­ლო­ნი­ის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი კარ­ლეს პუჩ­დე­მო­ნი და კა­ტა­ლო­ნი­ის მთავ­რო­ბის რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი წევ­რი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად და­ი­ბა­რა.

კა­ტა­ლო­ნი­ის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი და მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, სულ 13 ადა­მი­ა­ნი, სა­სა­მარ­თლო­ში 2 და 3 ნო­ემ­ბერს უნდა გა­მო­ცხად­დნენ. ეს­პა­ნე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ ბრალს ამ­ბო­ხე­ბა­სა და სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვა­ში სდებს, რაც 1 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ რე­ფე­რენ­დუმს უკავ­შირ­დე­ბა. ეს­პა­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის 30 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი უარს გა­ნა­ცხა­დე­ბენ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ, შე­საძ­ლოა, მათი და­კა­ვე­ბა მო­ი­თხო­ვოს. კარ­ლეს პუჩ­დე­მო­ნი ამ დრო­ის­თვის ბრი­უ­სელ­ში იმ­ყო­ფე­ბა და აცხა­დებს, რომ ეს­პა­ნეთ­ში სა­სა­მარ­თლოს­თვის ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად ჩას­ვლას არ აპი­რებს.

ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კო­სის ბელ­გი­ე­ლი ად­ვო­კა­ტი პოლ ბე­კა­ერ­ტი აცხა­დებს, რომ­ლის თქმი­თაც, პუჩ­დე­მონს მოც­და და ვი­თა­რე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ურ­ჩევ­ნია. რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, კა­ტა­ლო­ნი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი არ აპი­რებს ბელ­გი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნას, მაგ­რამ თუ მად­რი­დი მის ექ­სტრა­დი­ცი­ას მო­ი­თხოვს, ად­ვო­კა­ტე­ბი სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა­ვენ.

ეს­პა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­სა და კა­ტა­ლო­ნი­ის მცდე­ლო­ბას, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა, მთე­ლი ევ­რო­პა გა­ფა­ცი­ცე­ბით ადევ­ნებ­და თვალ­ყურს. გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვი­საც სა­კუ­თარ სა­ზღვრებ­ში სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მო­წო­დე­ბე­ბი არა­ერ­თხელ მო­უს­მე­ნია. საქ­მე ის არის, რომ კა­ტა­ლო­ნი­ის პრო­ცე­სებს მარ­თლაც მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში. "დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით" შე­ში­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი არა­სა­სურ­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბის მო­ლო­დინ­ში იყ­ვნენ...

მას შემ­დეგ, რაც ოფი­ცი­ა­ლურ მად­რიდს მხა­რი ევ­რო­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტმა ჟან-კლოდ იუნ­კერ­მაც და­უ­ჭი­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ნამ­დვი­ლად არ სურს ხვალ-ზეგ ევ­რო­კავ­შირ­ში 95 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო იხი­ლოს, ევ­რო­პამ თით­ქოს შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა. მით უფრო მას შემ­დეგ, რაც ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრო­ცე­სე­ბის კონ­ტრო­ლი და­ი­წყო.

შოტ­ლან­დი­ი­სა და ბელ­გი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის გარ­და, კა­ტა­ლო­ნი­ე­ლებს მხა­რი ღიად არა­ვინ და­უ­ჭი­რა, თუ არ ჩავ­თვლით სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ო­ნებს, რომ­ლე­ბიც იქ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის გახ­სნის სამ­ზა­დის­ზე სა­უბ­რობ­დნენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი, მსოფ­ლიო ლი­დე­რებს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი ახალ-ახალ თავ­სა­ტეხს უქ­მნის. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ისი­ნი მყი­სი­ერ და საკ­მა­ოდ მკაცრ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ. ერა­ყის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ულ­ტი­მა­ტუ­მის შემ­დეგ, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ამ­ყა­რა კონ­ტრო­ლი ერა­ყის ქურ­თის­ტა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მყოფ, ნავ­თო­ბით მდი­დარ ქა­ლა­ქებ­ზე და ამით ეკო­ნო­მო­კუ­რი რყე­ვე­ბის რის­კე­ბი შე­ამ­ცი­რა.

სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ფონ­ზე, ეკო­ნო­მი­კუ­რი რის­კე­ბის წი­ნა­შე დგე­ბა ევ­რო­პაც, რო­მელ­საც სა­ზღვრე­ბის ცვლი­ლე­ბა და კონ­ტი­ნენ­ტის ფი­ნან­სურ ბაზ­რებ­ზე რყე­ვე­ბი სუ­ლაც არ სურთ, მით უფრო სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სის ფონ­ზე.

ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მკაცრ­მა გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბამ ერ­თგვა­რი შვე­ბა და­ნარ­ჩენ ლი­დე­რებ­საც მო­უ­ტა­ნა, თუმ­ცა მთა­ვა­რი სკი­თხი, - გაძ­ლი­ერ­დე­ბა თუ არა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი სხვა ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, უპა­სუ­ხოდ რჩე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კა­ტა­ლო­ნი­ე­ლე­ბის, მა­ნამ­დე კი ერა­ყის ქურ­თის­ტა­ნის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბე­ბი, მათი ხის­ტი გა­ნა­ცხა­დე­ბე­ბი­სა და გა­მოს­ვლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბევრ რა­მე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს - რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფოს პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი მხარ­და­ჭე­რა არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი, რათა მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის­თვის გა­ეძ­ლოთ. ასე რომ, შე­საძ­ლოა, მათ­მა მა­გა­ლი­თებ­მა სხვებ­საც გა­უ­ნე­ლოს ცალ­კე წას­ვლის სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ უფრთხობს სიმშვიდეს ევროპას კატალონიის დამოუკიდებლობა?

რატომ უფრთხობს სიმშვიდეს ევროპას კატალონიის დამოუკიდებლობა?

მას შემდეგ, რაც ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა, კატალონიის სეპარატისტული მთავრობა დაითხოვა და 21 დეკემბერს ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ამასთან, ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის რამდენიმე ყოფილი წევრი ჩვენების მისაცემად დაიბარა.

კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და მთავრობის ყოფილი წევრები, სულ 13 ადამიანი, სასამართლოში 2 და 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდნენ. ესპანეთის გენერალური პროკურატურა მათ ბრალს ამბოხებასა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში სდებს, რაც 1 ოქტომბერს ჩატარებულ რეფერენდუმს უკავშირდება. ესპანეთის კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილები უარს განაცხადებენ სასამართლოში გამოცხადებაზე, პროკურატურამ, შესაძლოა, მათი დაკავება მოითხოვოს. კარლეს პუჩდემონი ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება და აცხადებს, რომ ესპანეთში სასამართლოსთვის ჩვენების მისაცემად ჩასვლას არ აპირებს.

ამის შესახებ პოლიტიკოსის ბელგიელი ადვოკატი პოლ ბეკაერტი აცხადებს, რომლის თქმითაც, პუჩდემონს მოცდა და ვითარებაზე დაკვირვება ურჩევნია. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, კატალონიელი პოლიტიკოსი არ აპირებს ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას, მაგრამ თუ მადრიდი მის ექსტრადიციას მოითხოვს, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ.

ესპანეთში მიმდინარე პროცესებსა და კატალონიის მცდელობას, დამოუკიდებლობა მოეპოვებინა, მთელი ევროპა გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს. განსაკუთრებით ისინი, ვისაც საკუთარ საზღვრებში სეპარატისტული მოწოდებები არაერთხელ მოუსმენია. საქმე ის არის, რომ კატალონიის პროცესებს მართლაც მოჰყვა გამოხმაურება დანარჩენ მსოფლიოში. "დომინოს პრინციპით" შეშინებული ევროპელი ლიდერები არასასურველი პროცესების მოლოდინში იყვნენ...

მას შემდეგ, რაც ოფიციალურ მადრიდს მხარი ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც დაუჭირა და აღნიშნა, რომ ნამდვილად არ სურს ხვალ-ზეგ ევროკავშირში 95 განსხვავებული სახელმწიფო იხილოს, ევროპამ თითქოს შვებით ამოისუნთქა. მით უფრო მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ პროცესების კონტროლი დაიწყო.  

შოტლანდიისა და ბელგიის პოლიტიკური ლიდერების გარდა, კატალონიელებს მხარი ღიად არავინ დაუჭირა, თუ არ ჩავთვლით საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, რომლებიც იქ დიპლომატიური სამსახურების გახსნის სამზადისზე საუბრობდნენ.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვითარდება პროცესები, მსოფლიო ლიდერებს სეპარატისტული მოძრაობები ახალ-ახალ თავსატეხს უქმნის. ალბათ ამიტომაც, სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით, ისინი მყისიერ და საკმაოდ მკაცრ გადაწყვეტილებებს იღებენ. ერაყის ხელისუფლებამ რამდენიმედღიანი ულტიმატუმის შემდეგ, იარაღის გამოყენებით დაამყარა კონტროლი ერაყის ქურთისტანის ხელისუფლების მმართველობის ქვეშ მყოფ, ნავთობით მდიდარ ქალაქებზე და ამით ეკონომოკური რყევების რისკები შეამცირა.

სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურების ფონზე, ეკონომიკური რისკების წინაშე დგება ევროპაც, რომელსაც საზღვრების ცვლილება და კონტინენტის ფინანსურ ბაზრებზე რყევები სულაც არ სურთ, მით უფრო საერთაშორისო კრიზისის ფონზე.

ესპანეთის ხელისუფლების მკაცრმა გადაწვეტილებამ ერთგვარი შვება დანარჩენ ლიდერებსაც მოუტანა, თუმცა მთავარი სკითხი, - გაძლიერდება თუ არა სეპარატისტული მოძრაობები სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, უპასუხოდ რჩება. საერთაშორისო ანალიტიკოსების მიიჩნევენ, რომ კატალონიელების, მანამდე კი ერაყის ქურთისტანის წარუმატებელი მცდელობები, მათი ხისტი განაცხადებებისა და გამოსვლების მიუხედავად, ბევრ რამეზე მიანიშნებს - რამდენიმე სახელმწიფოს პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერა არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა მათ საერთაშორისო ზეწოლისთვის გაეძლოთ. ასე რომ, შესაძლოა, მათმა მაგალითებმა სხვებსაც გაუნელოს ცალკე წასვლის სურვილი და მოტივაცია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"