პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტარტაპი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას განსაკუთრებულს ხდის - Falcon Group
სტარტაპი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას განსაკუთრებულს ხდის - Falcon Group

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის სფე­რო ყო­ველ­წლი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა, რაც ქარ­თვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პა­ნი­ე­ბი და­ა­არ­სონ და სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მეტი ტუ­რის­ტი მო­ი­ზი­დონ. ასე­თი ახ­ლად­და­არ­სე­ბუ­ლი სტარ­ტა­პია - Falcon Group-ი, გა­მორ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი მყუდ­რო და თა­ნა­მედ­რო­ვე აპარ­ტა­მენ­ტე­ბის ქსე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თველ და უცხო­ელ ტუ­რის­ტებს მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

თა­ნა­მედ­რო­ვე აპარ­ტა­მენ­ტე­ბის გარ­და, Falcon Group ტუ­რის­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, სა­სურ­ვე­ლი მან­ქა­ნა ან სკუ­ტე­რი იქი­რა­ონ და დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რონ. სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ Falcon Group-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ცი­რე­კი­ძე სა­უბ­რობს.

"იდეა და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ გაგ­ვიჩ­ნდა. თავ­და­პირ­ვე­ლად, მხო­ლოდ 1 ბინა გვქონ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი გავ­ფარ­თოვ­დით და ამ­ჟა­მად ჩვენს ქსელ­ში უკვე ათე­უ­ლო­ბით აპარ­ტა­მენ­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა აპარ­ტა­მენ­ტი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბით საკ­მა­ოდ მალე და­ინ­ტე­რეს­დნენ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი უცხო­ე­ლი, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რის­ტე­ბი. მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, თუმ­ცა ვი­ზი­ტორ­თა რი­ცხვს არც სხვა სე­ზონ­ზე ვუ­ჩი­ვით.

Falcon Apartments მაქ­სი­მა­ლუ­რად ზრუ­ნავს სტუმ­რე­ბის კომ­ფორტზე. ჩვენს აპარ­ტა­მენ­ტებ­ში მო­სულ ტუ­რის­ტებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას ვთა­ვა­ზობთ, სა­დაც მათ ვახ­ვედ­რებთ სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის შე­კე­რილ თეთ­რე­ულს და სხვა უამ­რავ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნივთს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­სი­ა­მოვ­ნო დას­ვე­ნე­ბის­თვის", - ამ­ბობს თა­მა­რი.

Falcon Group-ს მომ­სა­ხუ­რე­ბა აპარ­ტა­მენ­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბის გარ­და, მან­ქა­ნის და­ჯავ­შნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ტუ­რის­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­საც გუ­ლის­ხმობს. Carbooking.ge-ზე ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია შე­არ­ჩი­ოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი და შე­მოწ­მე­ბუ­ლია.

კომ­პა­ნია ტუ­რის­ტებს კი­დევ ერთ სერ­ვისს ვთა­ვა­ზობთ. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ტუ­რის­ტებს კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აე­რო­პორ­ტში ხვდე­ბი­ან და ამით მათ სა­ქარ­თე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რობ­სას სრულ კომ­ფორ­ტს უქ­მნი­ან. მან­ქა­ნით მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან ერ­თად, Falcon Group ტუ­რის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რებს სთა­ვა­ზობს.

"ამ­ჟა­მად, თი­ბი­სი ბან­კის პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პერ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, რაც ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დაგ­ვეხ­მა­რა", - ამ­ბობს თა­მარ ცი­რე­კი­ძე.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სტარტაპი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას განსაკუთრებულს ხდის - Falcon Group

სტარტაპი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას განსაკუთრებულს ხდის - Falcon Group

საქართველოში ტურიზმის სფერო ყოველწლიურად ვითარდება, რაც ქართველებს შესაძლებლობას აძლევს, ამ მიმართულებით კომპანიები დააარსონ და საქართველოში უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ. ასეთი ახლადდაარსებული სტარტაპია - Falcon Group-ი, გამორჩეული დიზაინით შექმნილი მყუდრო და თანამედროვე აპარტამენტების ქსელი, რომელიც ქართველ და უცხოელ ტურისტებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს.

თანამედროვე აპარტამენტების გარდა, Falcon Group ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი მანქანა ან სკუტერი იქირაონ და დასვენების დღეები უფრო სასიამოვნოდ გაატარონ. საკუთარი კომპანიის შესახებ Falcon Group-ის ხელმძღვანელი თამარ ცირეკიძე საუბრობს.

"იდეა დაახლოებით 1 წლის წინ გაგვიჩნდა. თავდაპირველად, მხოლოდ 1 ბინა გვქონდა. დროთა განმავლობაში კი გავფართოვდით და ამჟამად ჩვენს ქსელში უკვე ათეულობით აპარტამენტია გაერთიანებული. ყველა აპარტამენტი თბილისის ცენტრალურ უბნებშია განთავსებული. ჩვენი მომსახურეობით საკმაოდ მალე დაინტერესდნენ როგორც საქართველოში ჩამოსული უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტები. მოთხოვნა მაღალია განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, თუმცა ვიზიტორთა რიცხვს არც სხვა სეზონზე ვუჩივით.

Falcon Apartments მაქსიმალურად ზრუნავს სტუმრების კომფორტზე. ჩვენს აპარტამენტებში მოსულ ტურისტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ, სადაც მათ ვახვედრებთ სპეციალურად მათთვის შეკერილ თეთრეულს და სხვა უამრავ მნიშვნელოვან ნივთს, რომელიც აუცილებელია სასიამოვნო დასვენებისთვის", - ამბობს თამარი.

Falcon Group-ს მომსახურება აპარტამენტებით სარგებლობის გარდა, მანქანის დაჯავშნასა და საქართველოს მასშტაბით ტურისტების ტრანსპორტირებასაც გულისხმობს. Carbooking.ge-ზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი ავტომობილი, რომელიც ტექნიკურად გამართული და შემოწმებულია.

კომპანია ტურისტებს კიდევ ერთ სერვისს ვთავაზობთ. სურვილის შემთხვევაში, ტურისტებს კომპანიის წარმომადგენლები აეროპორტში ხვდებიან და ამით მათ საქართელოში მოგზაურობსას სრულ კომფორტს უქმნიან. მანქანით მომსახურებასთან ერთად, Falcon Group ტურისტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის დასათვალიერებლად საინტერესო ტურებს სთავაზობს.

"ამჟამად, თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერში" ვმონაწილეობთ, რაც ჩვენი ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა", - ამბობს თამარ ცირეკიძე.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი