საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო რუსეთის საზღვრებთან პოზიციების გამაგრებას განაგრძობს - ”რამდენად შორს წავა ამერიკა?”
ნატო რუსეთის საზღვრებთან პოზიციების გამაგრებას განაგრძობს - ”რამდენად შორს წავა ამერიკა?”

ნატო ჩქა­რობს და რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან ახალ შტა­ბებს ხსნის, წერს რუ­სუ­ლი მე­დია, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, მიმ­დი­ნა­რე კვი­რას აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა და ვერ­ტმფრე­ნი გა­და­ის­რო­ლა. თვის ბო­ლოს, რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან ნატო ორი სა­მე­თა­უ­რო ცენ­ტრის გახ­სნას გეგ­მავს, რათა აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ლო­გის­ტი­კა გაძ­ლი­ერ­დეს.

რუ­სუ­ლი მე­დია შფო­თავს, რომ გა­სულ კვი­რას საბ­რძო­ლო-სატ­რან­სპორ­ტო ხო­მალდ Endurance -დან ბელ­გი­ა­ში, ზებ­რი­უ­გეს სა­ზღვაო პორ­ტში, 89 ვერ­ტმფრე­ნი და 1-ლი სა­ჰა­ე­რო კა­ვა­ლე­რი­ის ბრი­გა­და გა­დას­ხეს. მათ შო­რის არის, 38 მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი Black Hawks UH-6, 24 Apaches AH-64 და 12 მძი­მე სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო Chinook CH-47 და 15 სა­მე­დი­ცი­ნო ევა­კუ­ა­ტო­რი Medevacs HH - 60. ავი­ა­ტექ­ნი­კას თან ახ­ლავს 1700 მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი და 700 ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა.

ბელ­გი­ის ავი­ა­ბა­ზი­დან ავი­აჯ­გუ­ფი გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვა, სა­ი­და­ნაც მათ პო­ლო­ნეთ­ში, რუ­მი­ნეთ­სა და ლატ­ვი­ა­ში გა­და­ა­ნა­წი­ლე­ბენ.

ზე­მოთ ხე­ნე­ბუ­ლი 1-ლი სა­ჰა­ე­რო კა­ვა­ლე­რი­ის ბრი­გა­და ცნო­ბი­ლია იმით, რომ ისი­ნი პენ­ტა­გო­ნის მიერ წარ­მო­ე­ბულ ყვე­ლა მას­შტა­ბურ საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ - ეს ეხე­ბა ვი­ეტ­ნამს, ერაყს, ავ­ღა­ნეთს, ბოს­ნი­ა­სა და ჰერ­ცო­გო­ვი­ნას... უფრო ადრე, სექ­ტემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გერ­მა­ნი­ის სა­პორ­ტო ქა­ლაქ ბრე­მერ­ჰა­ვენ­ში ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო ხო­მალ­დი Endurance, 2,5 ათა­სი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოდ და­ცუ­ლი ტან­კი "აბ­რამს", ასე­ვე, თვით­მა­ვა­ლი ჰა­უ­ბი­ცა M109A6 Paladin და Humvee- ს სატ­ვირ­თო და საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბი შე­იყ­ვა­ნეს.

ამე­რი­კე­ლი მა­ი­ო­რის, ჯო­ზეფ კო­მა­ნე­ცის თქმით, ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და ტან­კე­ბი და სატ­ვირ­თო­ე­ბი ჩა­მო­იტ­ვირ­თე­ბი­ან ისეთ ად­გი­ლებ­ში, რო­გო­რიც არის, გერ­მა­ნია, რუ­მი­ნე­თი... ევ­რო­პუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ამე­რი­კე­ლი მე­თა­უ­რის, გე­ნე­რალ ბენ ხო­ჯე­სის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პა­ში 30 ათა­სი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო გან­ლაგ­დე­ბა, ისი­ნი ისე­თი ეფექ­ტუ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ, თით­ქოს მათი რა­ო­დე­ნო­ბა 300 ათა­სი იყოს.

ბრი­უ­სელ­სა და ვა­შინგტონ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ სამ­ხედ­რო­ე­ბის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია, რუ­სე­თის შე­კა­ვე­ბა და ნა­ტოს ალი­ან­სის ერ­თობ­ლი­ვი, შე­თან­ხმე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის დე­მონ­სტრა­ცია იქ­ნე­ბა... ახლა ამე­რი­კის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ევ­რო­პა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან, სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­დას­რო­ლის დრო მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­როს.

ნა­ტოს აქ­ტი­უ­რო­ბის კვალ­დაკ­ვალ, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ "ამ ის­ტე­რი­ის ფონ­ზე, ისი­ნი გეგ­მი­უ­რი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რე­ბენ... გე­ნე­რალ-მა­ი­ორ იგორ კო­ნა­შენ­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მა­შინ რო­დე­საც ლა­მის მთე­ლი ევ­რო­პა "ზა­პად 2017-ის" სწავ­ლე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთს ბე­ლო­რუს­ში სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის და­ტო­ვე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, უკვე ცნო­ბი­ლია, რომ პო­ლო­ნეთ­სა და ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში მე-3 ამე­რი­კუ­ლი ჯავ­შან­სა­ტან­კო ბრი­გა­დის ნა­წი­ლე­ბი და­ტო­ვეს. "რუ­სე­თის სა­ზღვარ­ზე, მხო­ლოდ ბრი­გა­და კი არა, ამე­რი­კის მე­ქა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი დი­ვი­ზი­აც არის გან­ლა­გე­ბუ­ლი", - აცხა­დებს რუსი სამ­ხედ­რო პირი.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Der Spiegel -ის მიერ მო­პო­ვე­ბულ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, სა­დაც ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ანა­გა­რი­შის დე­ტა­ლე­ბია მო­ცე­მუ­ლი, ასე­ვე წე­რია, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ტომ ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა მო­ა­ხერ­ხოს რე­ა­გი­რე­ბა, იმა­ზე სწრა­ფად, ვიდ­რე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ძა­ლებ­მა.

ამე­რი­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი აგ­რო­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზე­ბი­სა და ხი­დე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. უკვე არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მძი­მე ტექ­ნი­კის გა­ტა­რე­ბას ვერ შეძ­ლებს და მისი უსაფრ­თხოდ შე­კე­თე­ბა უნდა მოხ­დეს.

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Business Insider-ის თა­ნახ­მად, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ამე­რი­კა სა­ზღვაო ქვე­ი­თებ­საც უშ­ვებს, რათა იქ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­ზღვაო ექ­სპე­დი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, 25 ათა­სამ­დე იქ­ნე­ბა...

ამე­რი­კე­ლი გე­ნერ­ლის, მე­ო­რე სა­ზღვაო ექ­სპე­დი­ცი­უ­რი კორ­პუ­სის მე­თა­უ­რის რო­ბერტ ჰე­დე­ლუნ­დის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კუ­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბი უკვე ფარ­თოდ არი­ან გაშ­ლი­ლი ევ­რო­პა­ში. ახალ ისი­ნი რუ­მი­ნეთ­სა და ნორ­ვე­გი­ა­ში, რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან ატა­რე­ბენ სწავ­ლე­ბებს, რაც ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"რამ­დე­ნად შორს წავა ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი რუ­სე­თის შე­სა­კა­ვებ­ლად, ამა­ზე პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს და ამის გან­სა­ზღვრა, მის მიერ აკ­რე­ფი­ლი ტემ­პის მი­ხედ­ვი­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლია...",- წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნატო რუსეთის საზღვრებთან პოზიციების გამაგრებას განაგრძობს - ”რამდენად შორს წავა ამერიკა?”

ნატო რუსეთის საზღვრებთან პოზიციების გამაგრებას განაგრძობს - ”რამდენად შორს წავა ამერიკა?”

ნატო ჩქარობს და რუსეთის საზღვრებთან ახალ შტაბებს ხსნის, წერს რუსული მედია, რომლის ცნობითაც, მიმდინარე კვირას აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ასეული საბრძოლო ტექნიკა და ვერტმფრენი გადაისროლა. თვის ბოლოს, რუსეთის საზღვართან ნატო ორი სამეთაურო ცენტრის გახსნას გეგმავს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ლოგისტიკა გაძლიერდეს.

რუსული მედია შფოთავს, რომ გასულ კვირას საბრძოლო-სატრანსპორტო ხომალდ Endurance -დან ბელგიაში, ზებრიუგეს საზღვაო პორტში, 89 ვერტმფრენი და 1-ლი საჰაერო კავალერიის ბრიგადა გადასხეს. მათ შორის არის, 38 მრავალფუნქციური Black Hawks UH-6, 24 Apaches AH-64  და 12 მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო Chinook CH-47 და 15 სამედიცინო ევაკუატორი Medevacs HH - 60. ავიატექნიკას თან ახლავს 1700 მომსახურე პერსონალი და 700 ერთეული ტექნიკა.

ბელგიის ავიაბაზიდან ავიაჯგუფი გერმანიაში გადავა, საიდანაც მათ პოლონეთში, რუმინეთსა და ლატვიაში გადაანაწილებენ.

ზემოთ ხენებული 1-ლი საჰაერო კავალერიის ბრიგადა ცნობილია იმით, რომ ისინი პენტაგონის მიერ წარმოებულ ყველა მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდნენ - ეს ეხება ვიეტნამს, ერაყს, ავღანეთს, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას... უფრო ადრე, სექტემბრის პირველ ნახევარში გერმანიის საპორტო ქალაქ ბრემერჰავენში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდი Endurance, 2,5 ათასი ერთ-ერთი საუკეთესოდ დაცული ტანკი "აბრამს", ასევე, თვითმავალი ჰაუბიცა M109A6 Paladin  და Humvee- ს სატვირთო და საბრძოლო მანქანები შეიყვანეს.

ამერიკელი მაიორის, ჯოზეფ კომანეცის თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და ტანკები და სატვირთოები ჩამოიტვირთებიან ისეთ ადგილებში, როგორიც არის, გერმანია, რუმინეთი... ევროპული სამხედრო ძალების ამერიკელი მეთაურის, გენერალ ბენ ხოჯესის განცხადებით, ევროპაში 30 ათასი ამერიკელი სამხედრო განლაგდება, ისინი ისეთი ეფექტურები უნდა იყვნენ, თითქოს მათი რაოდენობა 300 ათასი იყოს.

ბრიუსელსა და ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამ სამხედროების მთავარი ფუნქცია, რუსეთის შეკავება და ნატოს ალიანსის ერთობლივი, შეთანხმებული მუშაობის დემონსტრაცია იქნება... ახლა ამერიკის მთავარი მიზანია ევროპაში, კონკრეტულად რუსეთის საზღვრებთან, სამხედრო ძალების გადასროლის დრო მაქსიმალურად შეამციროს.

ნატოს აქტიურობის კვალდაკვალ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "ამ ისტერიის ფონზე, ისინი გეგმიური სამხედრო სწავლებების გაგრძელებას აპირებენ... გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, მაშინ როდესაც ლამის მთელი ევროპა "ზაპად 2017-ის" სწავლების შემდეგ, რუსეთს ბელორუსში სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური რესურსის დატოვებაში ადანაშაულებს, უკვე ცნობილია, რომ პოლონეთსა და ბალტიისპირეთში მე-3 ამერიკული ჯავშანსატანკო ბრიგადის ნაწილები დატოვეს. "რუსეთის საზღვარზე, მხოლოდ ბრიგადა კი არა, ამერიკის მექანიზირებული დივიზიაც არის განლაგებული", - აცხადებს რუსი სამხედრო პირი.

გერმანული გამოცემა Der Spiegel  -ის მიერ მოპოვებულ საიდუმლო ინფორმაციაში, სადაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ანაგარიშის დეტალებია მოცემული, ასევე წერია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნატომ ძალიან სწრაფად უნდა მოახერხოს რეაგირება, იმაზე სწრაფად, ვიდრე რუსეთის ფედერაციის ძალებმა.

ამერიკის სპეციალური სამსახური აგროვებს ინფორმაციას აღმოსავლეთ ევროპაში სარკინიგზო ხაზებისა და ხიდების მდგომარეობის შესახებ. უკვე არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ რამდენიმე მათგანი მძიმე ტექნიკის გატარებას ვერ შეძლებს და მისი უსაფრთხოდ შეკეთება უნდა მოხდეს.

ამერიკული გამოცემა Business Insider-ის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპაში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად ამერიკა საზღვაო ქვეითებსაც უშვებს, რათა იქ ჩამოყალიბდეს საზღვაო ექსპედიციური ძალები, რომელთა რაოდენობა, 25 ათასამდე იქნება...

ამერიკელი გენერლის, მეორე საზღვაო ექსპედიციური კორპუსის მეთაურის რობერტ ჰედელუნდის განცხადებით, ამერიკული საზღვაო ქვეითები უკვე ფართოდ არიან გაშლილი ევროპაში. ახალ ისინი რუმინეთსა და ნორვეგიაში, რუსეთის საზღვრებთან ატარებენ სწავლებებს, რაც ევროპის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"რამდენად შორს წავა ატლანტიკური ალიანსი რუსეთის შესაკავებლად, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს და ამის განსაზღვრა, მის მიერ აკრეფილი ტემპის მიხედვითაც შეუძლებელია...",- წერს რუსული მედია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე