თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. ოქმის მიხედვით, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.
"კომისის სხდომაზე მოხდა შემაჯამებელი ოქმების დამტკიცება და გამარჯვებულად გამოცხადა თამაზ მეჭიაური", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს"თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ცალუღელაშვილმა.