საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა თანხა ამოიწურა... ახლა მამას ჩემი მეუღლე პატრონობს" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის მდგომარეობაზე
"ყველა თანხა ამოიწურა... ახლა მამას ჩემი მეუღლე პატრონობს" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის მდგომარეობაზე

პოეტ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის ოჯახ­ში რთუ­ლი ეტა­პი დგას. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უფ­როს ვაჟს, ცნო­ბილ მუ­სი­კოს მა­მუ­კა ჩარ­კვი­ანს 8 ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, ახლა კი თა­ვად პო­ე­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა მძი­მე. 3 თვის წინ 85 წლის ასაკ­ში მწვა­ვე ინ­სულ­ტით გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმედს არ კარ­გა­ვენ, რომ უფ­რო­სი ჩარ­კვი­ა­ნი ოჯახს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა და კი­დევ ბევრ ლექსს აჩუ­ქებს თა­ვის მკი­თხველს...

პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვილს, პუბ­ლი­ცისტსა და მუ­სი­კათმცოდ­ნე თაკო ჩარ­კვი­ანს მა­მის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლი "სარ­კე" ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"მამა ძა­ლი­ან მძი­მედ არის. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია, აპა­რა­ტი ჯერ ვერ მოვხსე­ნით, მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. წა­მო­ვი­და შუქი, 15-15 სა­ა­თი ფილ­ტვმა თვი­თონ იმუ­შა­ვა. რამ­დე­ნი­მე დღეა, ცოტ-ცო­ტას თვი­თონ სუნ­თქავს... მთლი­ა­ნად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, მაგ­რამ მარ­ცხე­ნა ხელი ცო­ტა­თი გა­აქ­ტი­ურ­და. როცა ვე­სა­უბ­რე­ბი, ვთხოვ, რომ თვა­ლე­ბით მა­ნიშ­ნოს, ჩემი თუ ეს­მის და მი­მა­ნიშ­ნებს ხოლ­მე თვა­ლე­ბით. ტვი­ნია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ცნო­ბი­ე­რე­ბა წა­მო­ვი­და... ვლო­ცუ­ლობ, რაც დიდ შვე­ბა­სა და ძა­ლას მაძ­ლევს. დღე­ში ორ­ჯერ მივ­დი­ვარ მა­მის სა­ნა­ხა­ვად და თვა­ლე­ბით ვე­ლა­პა­რა­კე­ბით ერ­თმა­ნეთს.

- 3 თვეა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, რაც ალ­ბათ დიდ თან­ხებს მო­ი­თხოვს. ფი­ნან­სუ­რად ვინ გიდ­გათ გვერ­დით?

- სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვა ამო­ი­წუ­რა. ასე­ვე ამო­ი­წუ­რა თან­ხა ფონ­დი­დან "რუს­თა­ვე­ლის პრე­მია", თბი­ლი­სის მე­რი­ი­და­ნაც რა­ღაც პა­კე­ტი ეკუთ­ვნო­და და ისიც. ახლა ჩემი მე­უღ­ლე (ბიზ­ნეს­მე­ნი ჯონი გი­გა­ნი. ავტ.) პატ­რო­ნობს. რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი უკეთ­დე­ბა...

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ შემ­თხვე­ვა­საც იხ­სე­ნებს, რა­მაც შე­საძ­ლოა, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის ინ­სულ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა:

"მა­მა­ჩე­მი, მო­ხუ­ცი, ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და ერთ-ერთ არხზე და თა­ვი­სი კვი­მა­ტუ­რი ენით თქვა, ადრე გვებ­რძოდ­ნენ მუ­სულ­მა­ნე­ბი, ახლა გვებ­რძვი­ან რუ­სულ­მა­ნე­ბიო. ერ­თმა ავადსახ­სე­ნე­ბელ­მა კაც­მა მთე­ლი წე­რი­ლი ამა­ზე აა­წყო, თუ რო­გორ გა­ბე­და მა­მამ ამის თქმა. მა­მას და­უ­რე­კეს და უთხრეს, გა­ზეთ­ში წე­რი­ლი და­ი­ბეჭ­დაო. მე­ო­რე დღეს მა­მამ იყი­და გა­ზე­თე­ბი, სა­ღა­მოს გა­და­ვე­დი მას­თან და მი­თხრა, რა არის ეს ცხოვ­რე­ბა, შე­ხე­დე რას მი­წერს, შე­ვარ­დნა­ძემ ბინა გა­ჩუ­ქა, შენს ბი­ნა­ში ცხე­ნი რომ გა­ჭენ­დე­ბაო. 1979 წელს "რწმე­ნის კე­დე­ლის" გამო კარ­ბე­ლაშ­ვილ­მა სა­კავ­ში­რო ცკ-ში მი­ჩივ­ლა, 1977 წელს გამ­სა­ხურ­დი­ას გა­რი­ცხვას ხელი არ მო­ვა­წე­რე და მათ­რი­ეს, "დათა თუ­თაშ­ხი­ას" მერე ინ­ფარ­ქტი მი­ვი­ღე, მერე წი­თე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია გავ­ხდი, ახლა ეს მი­წერს, შე­ვარ­დნა­ძის ნა­ჩუ­ქარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­სო, არა­და დე­და­შე­ნის ბი­ნა­ში ვკვდე­ბი, ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­ფა­სი რომ არ მო­დი­ო­დეს მწე­რალ­თა კავ­შირ­ში და შენი ქმა­რი ჯი­ბე­ში ფულს რომ არ მი­დებ­დე­სო… მა­მამ ბო­ლოს მი­თხრა, წადი, წყა­ლი მო­მი­ტა­ნე, ბევ­რი ყი­ნუ­ლი ჩა­მი­ყა­რე, ოღონდ დე­და­შენს არ უთხრაო (ჯან­სუღს ას­თმა აქვს). წა­ვე­დი მო­სა­ტა­ნად და, რომ შევ­ბრუნ­დი ოთახ­ში, ძირს ეგდო.

და­ცე­მის ხმა კი გა­ვი­გე, მაგ­რამ არ მი­ფიქ­რია, რომ ლო­გინ­ზე დამ­ჯდა­რი მამა წა­იქ­ცე­ო­და. გონ­ზე იყო, და­ვუ­წყე დამ­შვი­დე­ბა. იმ წუთ­ში მივ­ხვდი, რომ ინ­სულ­ტი ჰქონ­და, თუმ­ცა ბო­ლომ­დე ადეკ­ვა­ტუ­რი იყო. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა რომ მო­ვი­და, კი­დევ შე­ეძ­ლო პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა. მთე­ლი ქუჩა ჩვენ გვა­ცი­ლებ­და. ამ უბე­დუ­რე­ბა­ში დიდი შუქი და­ვი­ნა­ხე. არ ვი­ცო­დი, ჯან­სუ­ღის მი­მართ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის ტალ­ღა თუ ისევ იყო..."

ლანა კიკ­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ყველა თანხა ამოიწურა... ახლა მამას ჩემი მეუღლე პატრონობს" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის მდგომარეობაზე

"ყველა თანხა ამოიწურა... ახლა მამას ჩემი მეუღლე პატრონობს" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის მდგომარეობაზე

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახში რთული ეტაპი დგას. ბოლო წლების განმავლობაში უფროს ვაჟს, ცნობილ მუსიკოს მამუკა ჩარკვიანს 8 ოპერაცია დასჭირდა სიცოცხლის გადასარჩენად, ახლა კი თავად პოეტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე. 3 თვის წინ 85 წლის ასაკში მწვავე ინსულტით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ოჯახის წევრები იმედს არ კარგავენ, რომ უფროსი ჩარკვიანი ოჯახს გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება და კიდევ ბევრ ლექსს აჩუქებს თავის მკითხველს...

პოეტის ქალიშვილს, პუბლიცისტსა და მუსიკათმცოდნე თაკო ჩარკვიანს მამის მდგომარეობის შესახებ ჟურნალი "სარკე" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"მამა ძალიან მძიმედ არის. რეანიმაციაშია, აპარატი ჯერ ვერ მოვხსენით, მართვით სუნთქვაზეა. წამოვიდა შუქი, 15-15 საათი ფილტვმა თვითონ იმუშავა. რამდენიმე დღეა, ცოტ-ცოტას თვითონ სუნთქავს... მთლიანად პარალიზებულია, მაგრამ მარცხენა ხელი ცოტათი გააქტიურდა. როცა ვესაუბრები, ვთხოვ, რომ თვალებით მანიშნოს, ჩემი თუ ესმის და მიმანიშნებს ხოლმე თვალებით. ტვინია დაზიანებული, მაგრამ ცნობიერება წამოვიდა... ვლოცულობ, რაც დიდ შვებასა და ძალას მაძლევს. დღეში ორჯერ მივდივარ მამის სანახავად და თვალებით ველაპარაკებით ერთმანეთს.

- 3 თვეა საავადმყოფოში წევს, რაც ალბათ დიდ თანხებს მოითხოვს. ფინანსურად ვინ გიდგათ გვერდით?

- სახელმწიფო დაზღვევა ამოიწურა. ასევე ამოიწურა თანხა ფონდიდან "რუსთაველის პრემია", თბილისის მერიიდანაც რაღაც პაკეტი ეკუთვნოდა და ისიც. ახლა ჩემი მეუღლე (ბიზნესმენი ჯონი გიგანი. ავტ.) პატრონობს. რაც შესაძლებელია, ყველაფერი უკეთდება...

თაკო ჩარკვიანი "სარკესთან" ინტერვიუში იმ შემთხვევასაც იხსენებს, რამაც შესაძლოა, ჯანსუღ ჩარკვიანის ინსულტის პროვოცირება მოახდინა:

"მამაჩემი, მოხუცი, ასაკოვანი ადამიანი გამოვიდა ერთ-ერთ არხზე და თავისი კვიმატური ენით თქვა, ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო. ერთმა ავადსახსენებელმა კაცმა მთელი წერილი ამაზე ააწყო, თუ როგორ გაბედა მამამ ამის თქმა. მამას დაურეკეს და უთხრეს, გაზეთში წერილი დაიბეჭდაო. მეორე დღეს მამამ იყიდა გაზეთები, საღამოს გადავედი მასთან და მითხრა, რა არის ეს ცხოვრება, შეხედე რას მიწერს, შევარდნაძემ ბინა გაჩუქა, შენს ბინაში ცხენი რომ გაჭენდებაო. 1979 წელს "რწმენის კედელის" გამო კარბელაშვილმა საკავშირო ცკ-ში მიჩივლა, 1977 წელს გამსახურდიას გარიცხვას ხელი არ მოვაწერე და მათრიეს, "დათა თუთაშხიას" მერე ინფარქტი მივიღე, მერე წითელი ინტელიგენცია გავხდი, ახლა ეს მიწერს, შევარდნაძის ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობსო, არადა დედაშენის ბინაში ვკვდები, ივანიშვილის ხელფასი რომ არ მოდიოდეს მწერალთა კავშირში და შენი ქმარი ჯიბეში ფულს რომ არ მიდებდესო… მამამ ბოლოს მითხრა, წადი, წყალი მომიტანე, ბევრი ყინული ჩამიყარე, ოღონდ დედაშენს არ უთხრაო (ჯანსუღს ასთმა აქვს). წავედი მოსატანად და, რომ შევბრუნდი ოთახში, ძირს ეგდო.

დაცემის ხმა კი გავიგე, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ლოგინზე დამჯდარი მამა წაიქცეოდა. გონზე იყო, დავუწყე დამშვიდება. იმ წუთში მივხვდი, რომ ინსულტი ჰქონდა, თუმცა ბოლომდე ადეკვატური იყო. სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, კიდევ შეეძლო პასუხების გაცემა. მთელი ქუჩა ჩვენ გვაცილებდა. ამ უბედურებაში დიდი შუქი დავინახე. არ ვიცოდი, ჯანსუღის მიმართ ასეთი სიყვარულის ტალღა თუ ისევ იყო..."

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი