სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები" - არჩილ თალაკვაძის კომენტარი კალაძის შეთავაზების შესახებ ინფორმაციაზე
"ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები" - არჩილ თალაკვაძის კომენტარი კალაძის შეთავაზების შესახებ ინფორმაციაზე

ვიცე-მე­რო­ბა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმი­სათ­ვის, რომ კა­ხის გვერ­დით ვიყო და ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ახა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­საღ­წე­ვად, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც კო­მენ­ტა­რი იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კახა კა­ლა­ძემ მას თბი­ლი­სის ვიცე-მე­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

"ჩვენ ვართ ახლო მე­გობ­რე­ბი და მო­კავ­ში­რე­ე­ბი. გარ­წმუ­ნებთ, ვიცე-მე­რო­ბა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმი­სათ­ვის, რომ მო­მა­ვალ­შიც კა­ხის გვერ­დით ვიყო და ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ახა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­საღ­წე­ვად. კა­ხის აქვს გუნ­დის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შეძ­ლებს სი­ცო­ცხლით სავ­სე ქა­ლა­ქის იდეა და შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ახა­ლარ­ჩე­ულ­მა მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა­ში გა­დას­ვლა შეს­თა­ვა­ზა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, კა­ლა­ძის შე­თა­ვა­ზე­ბა იყო, თა­ლაკ­ვა­ძეს ვიცე-მე­რის პოს­ტი და­ე­კა­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი თა­ნამ­დე­ბობ­რივ ცვლი­ლე­ბას არ და­თან­ხმდე­ბა.

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე კა­ლა­ძის სა­არ­ჩევ­ნო შტაბს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები" - არჩილ თალაკვაძის კომენტარი კალაძის შეთავაზების შესახებ ინფორმაციაზე

"ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები" - არჩილ თალაკვაძის კომენტარი კალაძის შეთავაზების შესახებ ინფორმაციაზე

ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო და ვითანამშრომლოთ ახალი წარმატებების მისაღწევად, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რითაც კომენტარი იმ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძემ მას თბილისის ვიცე-მერობა შესთავაზა.

"ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები. გარწმუნებთ, ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მომავალშიც კახის გვერდით ვიყო და ვითანამშრომლოთ ახალი წარმატებების მისაღწევად. კახის აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებს სიცოცხლით სავსე ქალაქის იდეა და შთამბეჭდავი პროექტები განახორციელოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს დედაქალაქის მთავრობაში გადასვლა შესთავაზა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, კალაძის შეთავაზება იყო, თალაკვაძეს ვიცე-მერის პოსტი დაეკავებინა, თუმცა უმრავლესობის ლიდერი თანამდებობრივ ცვლილებას არ დათანხმდება.

არჩილ თალაკვაძე კალაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."