Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა - გონიოში დაკარგული სამხედროს დედას ერთ-ერთი ბრალდებული პირადად შეხვდა და არწმუნებდა, რომ თანხა ჩაერიცხა
პროკურატურა - გონიოში დაკარგული სამხედროს დედას ერთ-ერთი ბრალდებული პირადად შეხვდა და არწმუნებდა, რომ თანხა ჩაერიცხა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი უშუ­ა­ლოდ შეხ­ვდა ზღვა­ში წვრთნე­ბი­სას და­კარ­გუ­ლი ერთ-ერთი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლის დე­დას და "არ­წმუ­ნებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი იყო კარ­გად და თან­ხა მი­თი­თე­ბულ ან­გა­რიშ­ზე უნდა ჩა­ე­რი­ცხა".

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, 2017 წლის თე­ბერ­ვა­ლი-აპ­რი­ლის პე­რი­ოდ­ში, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, ზღვა­ში წვრთნე­ბი­სას და­კარ­გუ­ლი ერთ-ერთი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, 4-ჯერ გა­უგ­ზავ­ნეს წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც თით­ქოს­და გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი ითხოვ­და თან­ხის - 39 000 (ოც­და­ცხრა­მე­ტი­ა­თა­სი) აშშ დო­ლა­რის ჩა­რი­ცხვას სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულს. გარ­და ამი­სა, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი უშუ­ა­ლოდ შეხ­ვდა ნა­ნე­ტაშ­ვი­ლის დე­დას და არ­წმუ­ნებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი იყო კარ­გად და თან­ხა უნდა ჩა­ე­რი­ცხა მი­თი­თე­ბულ ან­გა­რიშ­ზე.

"გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ტარ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­გა­მო­ძი­ე­ბო, მათ შო­რის ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბი, რა დრო­საც შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი იქნა სამი პირი, რო­მელ­თაც წა­რედ­გი­ნათ ბრალ­დე­ბა სსკ-ის 19,180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­დათ პა­ტიმ­რო­ბა. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე ვა­დით. ამ­ჟა­მად, სის­ხლის სა­მარ­თის საქ­მეს არ­სე­ბი­თად გა­ნი­ხი­ლავს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ გო­ნი­ო­ში, ზღვა­ში, ერთი წლის წინ, წვრთნე­ბის დროს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მყვინ­თა­ვე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფი მო­ტყუ­ე­ბით ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­და.

რო­გორც სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, ორი პირი ოჯა­ხებს წე­რი­ლებს და­კარ­გუ­ლი მყვინ­თა­ვე­ბის სა­ხე­ლით წერ­და და მათ­გან ფულს ითხოვ­და. კერ­ძოდ, წე­რი­ლებ­ში ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი ოჯა­ხებს არ­წმუ­ნებ­დნენ, თით­ქოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი თა­ვად იყ­ვნენ, თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და თან­ხა ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ოჯა­ხე­ბის­გან 39 ათა­სი დო­ლა­რის მი­ღე­ბას გეგ­მავ­დნენ.

გო­ნი­ო­ში, ზღვა­ში წვრთნე­ბის დროს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მყვინ­თა­ვე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­სნეს. საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერ­თობ­ლი­ვად და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო­ში ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

2016 წლის 16 აგ­ვის­ტოს, გო­ნი­ოს ყო­ფი­ლი სას­რო­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შავ ზღვა­ში მიმ­დი­ნა­რე წვრთნის დროს, ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, კაპ­რა­ლი იაგო შა­რა­ძე და I კლა­სის რი­გი­თი გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. სამ­ხედ­რო­ე­ბის პოვ­ნა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა.

პროკურატურა - გონიოში დაკარგული სამხედროს დედას ერთ-ერთი ბრალდებული პირადად შეხვდა და არწმუნებდა, რომ თანხა ჩაერიცხა

პროკურატურა - გონიოში დაკარგული სამხედროს დედას ერთ-ერთი ბრალდებული პირადად შეხვდა და არწმუნებდა, რომ თანხა ჩაერიცხა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული უშუალოდ შეხვდა ზღვაში წვრთნებისას დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის გიორგი ნანეტაშვილის დედას და "არწმუნებდა, რომ ყველაფერი იყო კარგად და თანხა მითითებულ ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა".

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, 2017 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ზღვაში წვრთნებისას დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის გიორგი ნანეტაშვილის ოჯახის წევრებს, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 4-ჯერ გაუგზავნეს წერილი, რომლითაც თითქოსდა გიორგი ნანეტაშვილი ითხოვდა თანხის - 39 000 (ოცდაცხრამეტიათასი) აშშ დოლარის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ ბრალდებულს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული უშუალოდ შეხვდა ნანეტაშვილის დედას და არწმუნებდა, რომ ყველაფერი იყო კარგად და თანხა უნდა ჩაერიცხა მითითებულ ანგარიშზე.

"გამოძიების პროცესში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედები, რა დროსაც შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე თაღლითობის მცდელობაში მხილებული იქნა სამი პირი, რომელთაც წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. ამჟამად, სისხლის სამართის საქმეს არსებითად განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო", - აცხადებენ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსისთვის" დღეს გახდა ცნობილი, რომ გონიოში, ზღვაში, ერთი წლის წინ, წვრთნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ორი პირი ოჯახებს წერილებს დაკარგული მყვინთავების სახელით წერდა და მათგან ფულს ითხოვდა. კერძოდ, წერილებში ბოროტმოქმედები ოჯახებს არწმუნებდნენ, თითქოს გაუჩინარებული სამხედროები თავად იყვნენ, თურქეთში იმყოფებოდნენ და თანხა ესაჭიროებოდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები ოჯახებისგან 39 ათასი დოლარის მიღებას გეგმავდნენ.

გონიოში, ზღვაში წვრთნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ გახსნეს. საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტრომ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავეს. საქმეზე სასამართლოში ამ ეტაპზე არსებითი განხილვები მიმდინარეობს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ