ბერძნული მედია საქართველოს 8 მოქალაქის ფოტოს ავრცელებს, რომლებსაც ბრალი 85 წლის ქალის ცემასა და წამებაში ედებათ. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, დაკავებულებს შორის ქალებიც არიან. იმისთვის, რომ დანაშაულში ბრალდებულების იდენტიფიცირება არ მოხდეს, მათ სახეებს შეგნებულად ვფარავთ.
გუშინ, ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათენში 85 წლის ქალის ცემისა და უთოთი წამების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ასევე, მათი ცნობით, ჯგუფი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ და სასტიკ კრიმინალურ შემთხვევაში ფიგურირებს. მათ შორისაა, ავსტრიის მოქალაქეზე განხორციელებული თავდასხმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში, 8 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება საელჩოში არ შესულა. უწყებაში აცხადებენ, რომ საელჩო ბერძნულ პოლიციასთან კონტაქტზეა.