პაკისტანის ქალაქ მუზაფარგარჰის მკვიდრმა მეუღლის მოკვლის მცდელობისას 27 ადამიანი მოწამლა, - ამის შესახებ გამოცემა Daily Pakistan იუწყება.
21 წლის ასია ბიბი ერთი თვის წინ მისი ნების საწინააღმდეგოდ ამჯად ლაშარიზე გაათხოვეს. გოგონას სხვა მამაკაცი უყვარდა და ქორწინებით უკმაყოფილო იყო. მეუღლესა და მის ნათესავებთან მას რამდენიმეჯერ კონფლიქტი მოუვიდა, გოგონა მშობლების სახლშიც დაბრუნდა, მაგრამ ის უკან გაუშვეს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შემდეგ ასიამ, მისმა შეყვარებულმა და ერთმა ნათესავმა ქმრის მკვლელობა დაგეგმეს: გოგონამ მეუღლისთვის განკუთვნილ რძეში შხამი გაურია, მაგრამ მამაკაცმა რძე არ დალია, მოგვიანებით კი ასიას დედამთილმა ეს რძე ტრადიციული კერძისთვის გამოიყენა. რის შედეგადაც 27 ადამიანი მოიწამლა, 15 მათგანი კი, მათ შორის მისი მეუღლე, გარდაიცვალა.
სამივე ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ასია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას დანაშაულისკენ შეყვარებული უბიძგებდა, თუმცა შეყვარებულმა ბრალი არ აღიარა.