მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი" - ექიმები პაციენტებს სპეციალურად ძვირ წამლებს უწერენ
"რეზონანსი" - ექიმები პაციენტებს სპეციალურად ძვირ წამლებს უწერენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ, პა­ცი­ენ­ტებს სპე­ცი­ა­ლუ­რად ძვი­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­მო­უ­წე­რონ და ეს პრობ­ლე­მა ვე­რაფ­რით გვარ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამა­ზე ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბით ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრიც გა­მო­ვი­და, პა­ცი­ენ­ტე­ბი ისევ ჩი­ვი­ან, რომ ექი­მე­ბი ძვი­რი წამ­ლის გა­მო­წე­რას კვლავ არ ერი­დე­ბი­ან. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ფაქ­ტია, რომ არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი არი­ან არა პა­ცი­ენტზე, არა­მედ სა­კუ­თარ კო­მერ­ცი­ულ ინ­ტე­რეს­ზე.

ძვი­რი, ე.წ. "შეკ­ვე­თი­ლი" წამ­ლე­ბის გა­მო­წე­რის ფაქ­ტებს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად აწყდე­ბი­ან, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ პრობ­ლე­მა იმ დრომ­დე იარ­სე­ბებს, ვიდ­რე კლი­ნი­კა, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ერთი ჯგუ­ფის ხელ­ში

იქ­ნე­ბა.

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლის ცხოვ­რე­ბის წე­სად იქცა. ექიმ­თან ყვე­ლა ვი­ზი­ტი, რო­გორც წესი, რამ­დე­ნი­მე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­წე­რით მთავ­რდე­ბა. ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც წამ­ლის მი­ღე­ბა მხო­ლოდ გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შია და­საშ­ვე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლოდ გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ექი­მი პა­ცი­ენტს კლი­ნი­კი­დან პირ­და­პირ აფ­თი­აქ­ში აგ­ზავ­ნის და თა­ნაც საკ­მა­ოდ სა­ეჭ­ვო რე­ცეპტს ატანს, სა­დაც წამ­ლე­ბის დიდი წილი სწო­რედ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტებს უჭი­რავს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ეს ადა­მი­ა­ნებს არა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად აზა­რა­ლებს, არა­მედ მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­საც იწ­ვევს. გარ­და ამი­სა, ასე­თი პრაქ­ტი­კა, ზო­გა­დად, ექი­მე­ბის იმიჯ­ზეც მოქ­მე­დებს, რად­გან მათ მუდ­მი­ვად არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"რეზონანსი" - ექიმები პაციენტებს სპეციალურად ძვირ წამლებს უწერენ

"რეზონანსი" - ექიმები პაციენტებს სპეციალურად ძვირ წამლებს უწერენ

საქართველოში ექიმები ცდილობენ, პაციენტებს სპეციალურად ძვირი მედიკამენტები გამოუწერონ და ეს პრობლემა ვერაფრით გვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხმამაღალი განცხადებით ჯანდაცვის მინისტრიც გამოვიდა, პაციენტები ისევ ჩივიან, რომ ექიმები ძვირი წამლის გამოწერას კვლავ არ ერიდებიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფაქტია, რომ არცთუ იშვიათად ქართველი ექიმები ორიენტირებულნი არიან არა პაციენტზე, არამედ საკუთარ კომერციულ ინტერესზე.

ძვირი, ე.წ. "შეკვეთილი" წამლების გამოწერის ფაქტებს მედიკამენტების მომხმარებლები მუდმივად აწყდებიან, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ. ისინი ამბობენ, რომ პრობლემა იმ დრომდე იარსებებს, ვიდრე კლინიკა, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანია ერთი ჯგუფის ხელში

იქნება.

ბოლო წლებში საქართველოში წამლების მიღება ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრების წესად იქცა. ექიმთან ყველა ვიზიტი, როგორც წესი, რამდენიმე ძვირადღირებული მედიკამენტის გამოწერით მთავრდება. ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც წამლის მიღება მხოლოდ გართულების შემთხვევაშია დასაშვები, საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელოდ გაუარესების შემთხვევაშიც კი ექიმი პაციენტს კლინიკიდან პირდაპირ აფთიაქში აგზავნის და თანაც საკმაოდ საეჭვო რეცეპტს ატანს, სადაც წამლების დიდი წილი სწორედ ძვირადღირებულ მედიკამენტებს უჭირავს.

სპეციალისტების თქმით, ეს ადამიანებს არა მხოლოდ მატერიალურად აზარალებს, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა, ზოგადად, ექიმების იმიჯზეც მოქმედებს, რადგან მათ მუდმივად არაპროფესიონალიზმსა და სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმებაში ადანაშაულებენ...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი