ომეგა 3-ის რეგულარული მიღება უკვე 3 თვის განმავლობაში 15-დან 30%-მდე აუმჯობესებს ბავშვის განვითარებას და ჯანმრთელობას.
ეს მონაცემები სერიოზული კვლევის შედეგია. ამიტომაც ექსპერტები ურჩევენ მშობლებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ბავშვის კვების საკითხებზე და გადახედონ რაციონს. ურჩევენ, რაციონი რაც შეიძლება მეტად გაამდიდრონ ვიტამინებით, მინერალებით და ცხიმოვანი მჟავებით (ომეგა 3-ით). რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა გადაიტანონ ჯანსაღ ხილ-ბოსტნეულზე, ხორცზე, თევზზე, პარკოსნებზე, თხილეულზე, კვერცხზე და რძის ნაწარმზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უკვე არსებობს ბაზარზე ისეთი რძის ნაწარმი, რომელიც გამდიდრებულია ომეგა 3-ით, ასევე შეიცავს D ვიტამინს და კალცს. ბავშვისთვის ეს ნამდვილი საჩუქარია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გემრიელიც არის და სიამოვნებით მიირთმევს. როგორც წესი, ის, რაც ჯანსაღია, ბავშვებს ნაკლებად უყვართ და უფრო არაჯანსაღი და მავნე საკვებისკენ მიუწევთ გული. ამ დროს მართლაც დასაფასებელია ისეთი პროდუქტების არსებობა, რომლებიც თან ძალიან სასარგებლოა და თან ძალიან გემრიელიც.
ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება ისევ და ისევ ომეგა 3-ზე გაამახვილეს, რადგან ამ ნივთიერების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემებს იწვევს ბავშვებში. ყურადღების დეფიციტს, დასწავლის სირთულეებს, ჰიპერაქტიურობას, დაბალ იმუნიტეტს და ა.შ. შესაბამისად, ომეგა 3-ის რეგულარული მიღება იმ პროდუქტების სახით, რომლებშიც ის შედის, ბავშვებში აძლიერებს იმუნიტეტს, დასწავლის უნარებს, აფხიზლებს გონებას, აძლიერებს ტვინს და ა.შ.
ომეგა-3 შედის რამდენიმე პროდუქტში, რომლებითაც აუცილებლად უნდა მოამარაგოთ ბავშვი - თევზში (განსაკუთრებით ორაგულში), მცენარეულ ზეთში, თხილეულში, ხილ-ბოსტნეულში, პარკოსნებში და რძის ნაწარმში.
რძის ნაწარმთან ერთად მიღებული ომეგა-3 განსაკუთრებით კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ.
ასე რომ, თუ გსურთ, ბავშვი ჯანმრთელი იყოს და სწორად ვითარდებოდეს, დიდ წარმატებებს მიაღწიოს მომავალში, კვებეთ სწორად, მიაჩვიეთ ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, წყლის სმას და სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნას.
sponsored by ContentRoom