პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევთან ახლოს ჩეჩნური ბატალიონის წევრი ამინა ოკუევა მოკლეს
კიევთან ახლოს ჩეჩნური ბატალიონის წევრი ამინა ოკუევა მოკლეს

კი­ევ­თან ახ­ლოს, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ჩეჩ­ნუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნის წევრ ამი­ნა ოკუ­ე­ვას ეს­რო­ლეს, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ადამ ოს­მა­ე­ვი კი დაჭ­რი­ლია... ამი­ნა ოკუ­ე­ვა­სა და ადამ ოს­მა­ე­ვის მან­ქა­ნას უც­ნობ­მა პი­რებ­მა კი­ე­ვი­დან 35 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე გლე­ვა­ხას და­სახ­ლე­ბა­ში, რკი­ნიგ­ზის გა­და­სას­ვლელ­თან ეს­რო­ლეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ან­ტონ გე­რა­შენ­კო ავ­რცე­ლებს.

"ადამ ოს­მა­ე­ვი დაჭ­რი­ლია, მაგ­რამ ის იცო­ცხლებს... მას უკვე ვე­სა­უბ­რე ტე­ლე­ფო­ნით..." - წერს გე­რა­შენ­კო თა­ვის ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე, რომ­ლის თქმი­თაც, უკვე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და "მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი სას­ტი­კად და­ის­ჯე­ბა".

გა­მომ­ცემ­ლო­ბა Цензор.нет წერს, რომ თავ­დას­ხმა დი­ვერ­სან­ტებ­მა მო­ა­წყვეს. დე­პუ­ტატ იგორ მო­სი­ი­ჩუ­კის თქმით, ოკუ­ე­ვას ტყვია თავ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი... პო­ლი­ცი­ამ დი­ვერ­სან­ტე­ბის ძებ­ნა უკვე და­ი­წყო.

შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, ადამ ოს­მა­ევ­მა თა­ვის ფე­ის­ბუ­ქის კე­დელ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც ისიც არის მო­ნიშ­ნუ­ლი, წარ­წე­რით, - "მზად ვართ მო­რიგ ქი­ლერ­თან შე­სახ­ვედ­რად"...

ამი­ნა ოკუ­ე­ვას უკ­რა­ი­ნუ­ლი (და არა მხო­ლოდ) სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, - მან მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში, კი­ევ­ში, უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის მან­ქა­ნა­ში ადამ ოს­მა­ე­ვი თა­ვი­სი სწრა­ფი რე­აქ­ცი­ით სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა.

მა­შინ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერ­და, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ოს­მა­ევს ვი­თომ ინ­ტერ­ვი­უ­ზე შე­უ­თან­ხმდა, რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ იყო და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, რად­გან თა­ვად ადამ ოს­მა­ევს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

მა­შინ ამი­ნა ოკუ­ე­ვა ყვე­ბო­და, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად და­იბ­ნა, თუმ­ცა მა­ლე­ვე მო­ვი­და გონს, თა­ვი­სი ია­რა­ღი, ПМ ამო­ი­ღო და ე.წ. ჟურ­ნა­ლისტს 4-ჯერ ეს­რო­ლა. ამ დრო­ის­თვის ორი­ვე მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა...

კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოს­მა­ე­ვი და ამი­ნა ოკუ­ე­ვა 2014 წლი­დან რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და "კი­ე­ვი-1"-ის სა­პო­ლი­ციო ბა­ტა­ლი­ონ­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბად ირი­ცხე­ბოდ­ნენ. მათ პუ­ტი­ნის და შე­სა­ბა­მი­სად, რამ­ზან კა­დი­რო­ვის პი­რად მტრებს უწო­დებ­დნენ. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მკვე­ლო­ბის შემ­კვე­თის კვა­ლი ისევ და ისევ რუ­სე­თის­კენ მი­დის, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კი ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა ეძე­ბონ...

ოს­მა­ე­ვი უკ­რა­ი­ნა­ში 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნით, ბრა­ლად პუ­ტი­ნის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში, მას შემ­დეგ რაც რუ­სეთ­მა ყი­რი­მის ანექ­სია მო­ახ­დი­ნა და აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში სე­პა­რა­ტის­ტებს უჭერს მხარს, მოს­კოვ­სა და კი­ევს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და, უკ­რა­ი­ნამ ოს­მა­ე­ვის­თვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბის მოხ­სნა გა­და­წყვი­ტა... ოს­მა­ე­ვი და ოკი­ე­ვა კონ­ფლიქ­ტში კი­ე­ვის მხა­რეს იბ­რძოდ­ნენ...

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამი­ნა ოდე­სა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი იყო ნა­ტა­ლია ნი­კი­ფო­რო­ვა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მან ის­ლა­მი მი­ი­ღო და ამი­ნა მუს­ტა­ფი­ნო­ვა გახ­და, ოკუ­ე­ვა მე­ო­რე ქმრის გვა­რი იყო...

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა, შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­და, ოს­მა­ევ­თან ერ­თად "კი­ე­ვი-1" ბა­ტა­ლი­ონ­ში გა­წევ­რი­ან­და, რო­მე­ლიც ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის სა­ხე­ლო­ბის ჩეჩ­ნურ ბა­ტა­ლი­ონ­ში ირი­ცხე­ბა.

უკ­რა­ი­ნულ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ამი­ნა ოკუ­ე­ვას მკვლე­ლო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ ეს შემ­თხვე­ვა უკ­რა­ი­ნელ მებ­რძო­ლებ­ზე მო­რა­ლუ­რად ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. და კი­დევ, - ეს ნიშ­ნავს, რომ კი­ევ­შიც კი, ადა­მი­ა­ნი და­უც­ვე­ლია, რაც უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ნა­თე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

კიევთან ახლოს ჩეჩნური ბატალიონის წევრი ამინა ოკუევა მოკლეს

კიევთან ახლოს ჩეჩნური ბატალიონის წევრი ამინა ოკუევა მოკლეს

კიევთან ახლოს, უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონის წევრ ამინა ოკუევას ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი კი დაჭრილია... ამინა ოკუევასა და ადამ ოსმაევის მანქანას უცნობმა პირებმა კიევიდან 35 კილომეტრში მდებარე გლევახას დასახლებაში, რკინიგზის გადასასვლელთან ესროლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

"ადამ ოსმაევი დაჭრილია, მაგრამ ის იცოცხლებს... მას უკვე ვესაუბრე ტელეფონით..." - წერს გერაშენკო თავის ფეისბუქ-გვერდზე, რომლის თქმითაც, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და "მკვლელობის ჩამდენი სასტიკად დაისჯება".

გამომცემლობა Цензор.нет წერს, რომ თავდასხმა დივერსანტებმა მოაწყვეს. დეპუტატ იგორ მოსიიჩუკის თქმით, ოკუევას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი... პოლიციამ დივერსანტების ძებნა უკვე დაიწყო.

შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, ადამ ოსმაევმა თავის ფეისბუქის კედელზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ისიც არის მონიშნული, წარწერით, - "მზად ვართ მორიგ ქილერთან შესახვედრად"...

ამინა ოკუევას უკრაინული (და არა მხოლოდ) საზოგადოება კარგად იცნობს, - მან მიმდინარე წლის ზაფხულში, კიევში, უცნობი მამაკაცის მანქანაში ადამ ოსმაევი თავისი სწრაფი რეაქციით სიკვდილს გადაარჩინა.

მაშინ უკრაინული მედია წერდა, რომ მამაკაცი, რომელიც ოსმაევს ვითომ ინტერვიუზე შეუთანხმდა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაქირავებული, რადგან თავად ადამ ოსმაევს რუსეთის ხელისუფლება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებდა.

მაშინ ამინა ოკუევა ყვებოდა, რომ თავდაპირველად დაიბნა, თუმცა მალევე მოვიდა გონს, თავისი იარაღი, ПМ ამოიღო და ე.წ. ჟურნალისტს 4-ჯერ ესროლა. ამ დროისთვის ორივე მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა...

კიევის პოლიციის ინფორმაციით, ოსმაევი და ამინა ოკუევა 2014 წლიდან რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდნენ და "კიევი-1"-ის საპოლიციო ბატალიონში მოხალისეებად ირიცხებოდნენ. მათ პუტინის და შესაბამისად, რამზან კადიროვის პირად მტრებს უწოდებდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, მკველობის შემკვეთის კვალი ისევ და ისევ რუსეთისკენ მიდის, შემსრულებელი კი ჩეჩნეთის ლიდერის გარემოცვაში უნდა ეძებონ...

ოსმაევი უკრაინაში 2012 წლის თებერვალში დააპატიმრეს და მოგვიანებით, რუსეთის ხელისუფლების თხოვნით, ბრალად პუტინის მკვლელობის მომზადება წაუყენეს.

2014 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს უჭერს მხარს, მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, უკრაინამ ოსმაევისთვის მკვლელობის მცდელობის ბრალდების მოხსნა გადაწყვიტა... ოსმაევი და ოკიევა კონფლიქტში კიევის მხარეს იბრძოდნენ...

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამინა ოდესაში დაიბადა და გაიზარდა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყო ნატალია ნიკიფოროვა. პირველი ქორწინების შემდეგ, მან ისლამი მიიღო და ამინა მუსტაფინოვა გახდა, ოკუევა მეორე ქმრის გვარი იყო...

გარკვეული დროის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა, შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა, ოსმაევთან ერთად "კიევი-1" ბატალიონში გაწევრიანდა, რომელიც ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნურ ბატალიონში ირიცხება.

უკრაინულ სოციალურ მედიაში ამინა ოკუევას მკვლელობას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს შემთხვევა უკრაინელ მებრძოლებზე მორალურად ძალიან ცუდად აისახება. და კიდევ, - ეს ნიშნავს, რომ კიევშიც კი, ადამიანი დაუცველია, რაც უკრაინაში არსებული პრობლემების ნათელი გამოვლინებაა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე