სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშიშია თუ არა იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამს - რას ურჩევს "სურსათის სააგენტო" მოსახლეობას
საშიშია თუ არა იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამს - რას ურჩევს "სურსათის სააგენტო" მოსახლეობას

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო" მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევს, რომ დაკ­ვლამ­დე 10 დღით ადრე ინ­და­ურ­მა და ქა­თამ­მა ფა­რო­სა­ნა არ ჭა­მოს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს" უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ამ გა­ნუ­ცხა­და, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, რომ ფა­რო­სა­ნას ჭა­მის შემ­დეგ სპე­ცი­ფი­უ­რი სუნი ჰქო­ნო­და დაკ­ლუ­ლი ინ­და­უ­რის ან ქათ­მის ხორცს, არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა რა­ი­მე მით­ქმა-მოთ­ქმა რომ არ გა­მო­იწ­ვი­ოს სა­კი­თხმა, ფრინ­ვე­ლის დაკ­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სა­სურ­ვე­ლია, მათ არ ჭა­მონ ფა­რო­სა­ნა.

"ფრინ­ვე­ლე­ბი მი­ირ­თმე­ვენ მწე­რებს იმი­ტომ, რომ მწე­რე­ბი იგი­ვე პრო­ტე­ი­ნე­ბია. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ლი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის დროს ინ­და­უ­რებს და ქათ­მებს უშ­ვე­ბენ კა­ლი­ებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. იმ ინ­და­უ­რის ან ქათ­მის ხორ­ცი, რო­მე­ლიც ფა­რო­სა­ნას ჭა­მენ, სა­ში­ში არ არის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. ფა­რო­სა­ნა იგი­ვე ცი­ლაა, რა­საც მექ­სი­კა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი საჭ­მელ­შიც ურე­ვენ და მი­ირ­თმე­ვენ. თუ ავი­ღებთ ღორს, ის უა­რეს რა­ღა­ცებს ჭამს, მაგ­რამ მისი ხორ­ცი არა­ვის და­უ­წუ­ნე­ბია. არც ერთი მა­სა­ლა არ არ­სე­ბობს იმა­ზე, რომ ფა­რო­სა­ნა შე­ე­ჭა­მოს ინ­და­ურს ან ქა­თამს და რა­ი­მე სუნი ჰქო­ნო­დეს მათ ხორცს, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მით­ქმა-მოთ­ქმა რომ არ იყოს, დაკ­ვლამ­დე 10 დღით ადრე ინ­და­ურ­მა და ქა­თამ­მა რომ არ ჭა­მოს ფა­რო­სა­ნა უკე­თე­სი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ამ.

ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა მა­სა­ლა, სა­დაც ინ­და­უ­რე­ბი და ქათ­მე­ბი ფა­როს­ნებს ჭა­მენ. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ ფრინ­ვე­ლის ხორცს სპე­ცი­ფი­უ­რი სუნი აქვს, ასე­ვე ში­შო­ბენ, რომ ხორ­ცი შე­საძ­ლოა მომ­წამ­ვლე­ლიც იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

საშიშია თუ არა იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამს - რას ურჩევს "სურსათის სააგენტო" მოსახლეობას

საშიშია თუ არა იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამს - რას ურჩევს "სურსათის სააგენტო" მოსახლეობას

"სურსათის ეროვნული სააგენტო" მოსახლეობას ურჩევს, რომ დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა ფაროსანა არ ჭამოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სურსათის ეროვნული სააგენტოს" უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, მსგავსი შემთხვევა, რომ ფაროსანას ჭამის შემდეგ სპეციფიური სუნი ჰქონოდა დაკლული ინდაურის ან ქათმის ხორცს, არ ყოფილა, თუმცა რაიმე მითქმა-მოთქმა რომ არ გამოიწვიოს საკითხმა, ფრინველის დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე სასურველია, მათ არ ჭამონ ფაროსანა.

"ფრინველები მიირთმევენ მწერებს იმიტომ, რომ მწერები იგივე პროტეინებია. აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების დროს ინდაურებს და ქათმებს უშვებენ კალიებთან საბრძოლველად. იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამენ, საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფაროსანა იგივე ცილაა, რასაც მექსიკაში ადამიანები საჭმელშიც ურევენ და მიირთმევენ. თუ ავიღებთ ღორს, ის უარეს რაღაცებს ჭამს, მაგრამ მისი ხორცი არავის დაუწუნებია. არც ერთი მასალა არ არსებობს იმაზე, რომ ფაროსანა შეეჭამოს ინდაურს ან ქათამს და რაიმე სუნი ჰქონოდეს მათ ხორცს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს, დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა რომ არ ჭამოს ფაროსანა უკეთესი იქნება", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

ინტერნეტში ვრცელდება მასალა, სადაც ინდაურები და ქათმები ფაროსნებს ჭამენ. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ფრინველის ხორცს სპეციფიური სუნი აქვს, ასევე შიშობენ, რომ ხორცი შესაძლოა მომწამვლელიც იყოს.

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

"რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?"