სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასწაულად გადარჩა..." - დათო არჩვაძე ავარიაში მოყვა
"სასწაულად გადარჩა..." - დათო არჩვაძე ავარიაში მოყვა

სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი, მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია (პეტ­რე კოლ­ხი) ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტა­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს ავ­რცე­ლებს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­სუ­ლი­ე­რო პირი მომ­ღერ­ლი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის დათო არჩვა­ძის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლა­დაა მომ­ღე­რალ ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად. რო­გორც ირ­კვე­ვა, არჩვა­ძე ავა­რი­ა­ში მოყ­ვა.

"ცხოვ­რე­ბა ხში­რად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო წუ­თებს გვიმ­ზა­დებს, მაგ­რამ სა­დაც უამ­რავს სჭირ­დე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია მწუ­ხა­რე­ბა სი­ხა­რუ­ლად არ გექ­ცეს... მად­ლო­ბა ღმერ­თს, დათო სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩა და ამე­რი­კა­შიც წავა, ემიგ­რან­ტე­ბის გუ­ლის გა­სა­ხა­რად... ნა­ნუ­კას შო­უ­ში მო­გე­ბუ­ლი მან­ქა­ნა აღარ ყავს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, დათო გვყავს..." - წერს პეტ­რე კოლ­ხი.

დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE-მ მომ­ღე­რალ­თან და­კავ­ში­რე­ბა სცა­და, თუმ­ცა ის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. ამი­ტომ მამა პეტ­რეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- დათო გვი­ან ღა­მით მოხ­ვდა ავა­რი­ა­ში. მან­ქა­ნა სა­ერ­თოდ აღარ ვარ­გა, დიდი ალ­ბა­თო­ბით ფა­ტა­ლუ­რად უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ეს შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ დათო გა­დარ­ჩა. მას მხო­ლოდ და­ჟე­ჟი­ლო­ბა აქვს და სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

- რა გახ­და ავა­რი­ის მი­ზე­ზი და რო­დემ­დე დარ­ჩე­ბა დათო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში?

- გა­დაღ­ლი­ლი იყო, სა­ჭეს­თან ჩა­ე­ძი­ნა და ამ დროს მოხ­და ავა­რია. ის ამ დრომ­დე რჩე­ბა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა რო­დის გა­წე­რენ ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"სასწაულად გადარჩა..." - დათო არჩვაძე ავარიაში მოყვა

"სასწაულად გადარჩა..." - დათო არჩვაძე ავარიაში მოყვა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) ფეისბუქის პირად გვერდზე საავადმყოფოს პალატაში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. საავადმყოფოში სასულიერო პირი მომღერლისა და კომპოზიტორის დათო არჩვაძის მოსანახულებლადაა მომღერალ ეკა კვალიაშვილთან ერთად. როგორც ირკვევა, არჩვაძე ავარიაში მოყვა.

"ცხოვრება ხშირად არასასიამოვნო წუთებს გვიმზადებს, მაგრამ სადაც უამრავს სჭირდები, შეუძლებელია მწუხარება სიხარულად არ გექცეს... მადლობა ღმერთს, დათო სასწაულად გადარჩა და ამერიკაშიც წავა, ემიგრანტების გულის გასახარად... ნანუკას შოუში მოგებული მანქანა აღარ ყავს, მაგრამ მთავარია, დათო გვყავს..." - წერს პეტრე კოლხი.

დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE-მ მომღერალთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამიტომ მამა პეტრეს დავუკავშირდით.

- დათო გვიან ღამით მოხვდა ავარიაში. მანქანა საერთოდ აღარ ვარგა, დიდი ალბათობით ფატალურად უნდა დასრულებულიყო ეს შემთხვევა, მაგრამ დათო გადარჩა. მას მხოლოდ დაჟეჟილობა აქვს და სხვა გართულებები არ აღენიშნება.

- რა გახდა ავარიის მიზეზი და როდემდე დარჩება დათო საავადმყოფოში?

- გადაღლილი იყო, საჭესთან ჩაეძინა და ამ დროს მოხდა ავარია. ის ამ დრომდე რჩება რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა როდის გაწერენ ჯერჯერობით უცნობია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს

რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის დედა გახდა - რა დაარქვა ბავშვს მსახიობმა

“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები არ ჩაიძირება" - რას პასუხობს გოცირიძე სააკაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით?