მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისლამი აფხაზეთში - პოლიტიკა მეჩეთების წინააღმდეგ
ისლამი აფხაზეთში - პოლიტიკა მეჩეთების წინააღმდეგ

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრ "ის­ლა­მის ოქ­როს შუ­ა­ლე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ის­მა­ილ ალ-სუ­ფის (რუს­ლან ენი­კას) მი­მარ­თვა, სა­დაც ის აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ან­ტი­ის­ლა­მუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ის­მა­ილ ალ სუ­ფის თქმით, კავ­კა­სი­ა­სა და აფხა­ზეთ­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ, ის­ლა­მურ­მა რე­ლი­გი­ამ არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა.

"ბოლო დროს აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მუდ­მივ ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს ის­ლა­მის მიმ­დე­ვარ აფხა­ზებ­ზე. მძი­მე სა­ნა­ხა­ვია, რო­დე­საც აფხაზ მუს­ლი­მებს ლოც­ვის დროს ეს­ვრი­ან. წამ­ლა­ვენ მათ, რო­გორც ეს მოხ­და მუფტ ადილ გაბ­ლი­სა და მისი მე­უღ­ლის მი­მართ. რე­ლი­გი­უ­რი მო­ტი­ვე­ბის გამო გაგ­რა­ში, აფხა­ზე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ემიკ ჩაქ­მა­ნი მოკ­ლეს.

ლოც­ვი­სას მომ­ხდა­რი სრო­ლე­ბი­სას 34 წლის რა­სულ ფი­ლია მოკ­ლეს. ასე­ვე, აფხა­ზე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში იმამს, სა­ლი­ხა კვა­რა­ცხე­ლი­ას და­ესხნენ თავს. ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ აფხა­ზი მუს­ლი­მე­ბი დუ­მან", - ამ­ბობს ის­მა­ილ სუფი თა­ვის მი­მარ­თვა­ში.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხა­რე დის­კუ­სია მოჰ­ყვა - ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ გუ­და­უ­თა­ში, ბა­ღაფ­ში-ან­ქვა­ბის ლი­დე­რო­ბის დროს და­წყე­ბუ­ლი მუს­ლი­მუ­რი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა დაბ­ლო­კეს. აფხა­ზე­თის მუს­ლიმ­თა ლი­დე­რის სა­ლიხ კვა­რა­ცხე­ლი­ას თქმით, მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს, ამ სა­კი­თხმა პო­ლი­ტი­კუ­რი სახე მი­ი­ღო და ამი­ტო­მაც დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. მა­შინ, რო­დე­საც აფხა­ზეთ­ში ამ­დე­ნი ტე­რი­ტო­რია აუთ­ვი­სე­ბე­ლია, მე­ჩე­თის­თვის მი­წის ნაკ­ვე­თის გა­მო­ყო­ფა ვერ მო­ხერ­ხდა. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია ამის მოგ­ვა­რე­ბას გვპირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

მუს­ლი­მი აფხა­ზე­ბის თქმით, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ აფხა­ზე­თი ძა­ლი­ან ტო­ლე­რან­ტუ­ლია, სი­ნამ­დვი­ლე­ში რე­გი­ონ­ში ის­ლა­მო­ფო­ბია ვი­თარ­დე­ბა. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუს­ლი­მი ქმა­რი და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ცოლი ლა­მის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი მუს­ლი­მე­ბის მი­მართ მა­ინც შე­უ­წყნა­რე­ბელ­ნი არი­ან", - წე­რენ აფხა­ზურ პრე­სა­ში.

თუმ­ცა, აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, ვი­ღა­ცე­ებს აწყობთ და ამ თე­მას ხე­ლოვ­ნუ­რად აგო­რე­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სა­კი­თხი ასე მწვა­ვედ არ დგას.

"ბოლო დროს, აფხა­ზეთ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით ახალ­გაზ­რდებს, კონ­კრე­ტუ­ლად კი გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც ისე იმო­სე­ბი­ან, რომ ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, ის­ლა­მის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან. დიახ, ის­ლა­მი აფხა­ზეთ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა, ამა­ში აფხა­ზი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის წვლი­ლი დი­დია", - ამ­ბობს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი როინ აგრბა.

მი­სი­ვე თქმით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ლამს გა­აფ­თრე­ბით ებ­რძვი­ან. "მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ჩვენ სა­კუ­რორ­ტო ზონა ვართ და ეს ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი არ არის. ძვე­ლი დრო­ის გად­მო­ნაშ­თია. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც იმე­ო­რე­ბენ, რომ აფხა­ზე­თი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი იქ ყო­ველ­თვის ცხოვ­რობ­დნენ მუს­ლი­მი აფხა­ზე­ბი, ამის მა­გა­ლი­თი ჩემი ოჯა­ხია. მე მორ­წმუ­ნე მუს­ლი­მი ვარ, მე­უღ­ლე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი მყავს და არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ მას რე­ლი­გია შე­ეც­ვა­ლა", - აცხა­დებს ის.

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, სი­მარ­თლის და­მალ­ვი­თა და უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ვე­რა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა - სა­ლი­ხა კვა­რა­ცხე­ლი­ას ეს­რო­ლეს და ის სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რივ "სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს" არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

"აფხა­ზე­თი რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბით, მის ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მა­საც იღებს, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ტრა­დი­ცი­ად იქცა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მუს­ლი­მებს თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ და ია­ტაკ­ქვე­ში­დან გა­მო­ვიდ­ნენ", - აცხა­დებს აგრბა.

აფხა­ზი მუს­ლი­მე­ბის თქმით, ისი­ნი მენ­ტა­ლუ­რად ახ­ლოს არი­ან ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, მათ მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ელ მუს­ლიმ­თა ცენ­ტრთან და მათ შეხ­ვედ­რებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

როინ აგრბას თქმით, ახლა აფხა­ზეთ­ში ის­ლა­მო­ფო­ბია აშ­კა­რაა და ამის უარ­ყო­ფა ძნე­ლია, ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ამ­ბებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ა­ში­ნა.

"მე არ ვიცი ასე­თი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც აფხაზ ახალ­გაზ­რდებს ქორ­წი­ნე­ბი­სას ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლი რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. აფხა­ზე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც "აფ­სუ­ა­რას" უწო­დე­ბენ, შემ­დეგ არის რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი", - ამ­ბობს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ისლამი აფხაზეთში - პოლიტიკა მეჩეთების წინააღმდეგ

ისლამი აფხაზეთში - პოლიტიკა მეჩეთების წინააღმდეგ

სოციალურ ქსელში გავრცელდა აფხაზეთში არსებული საგანმანათლებლო ცენტრ "ისლამის ოქროს შუალედის" ხელმძღვანელის, ისმაილ ალ-სუფის (რუსლან ენიკას) მიმართვა, სადაც ის აფხაზეთის ხელმძღვანელობას ანტიისლამური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

ისმაილ ალ სუფის თქმით, კავკასიასა და აფხაზეთში მართლმადიდებლების განხორციელებული სისხლიანი პროცესების შემდეგ, ისლამურმა რელიგიამ არსებობა შეწყვიტა.

"ბოლო დროს აფხაზეთის ხელმძღვანელობა მუდმივ ზეწოლას ახორციელებს ისლამის მიმდევარ აფხაზებზე. მძიმე სანახავია, როდესაც აფხაზ მუსლიმებს ლოცვის დროს ესვრიან. წამლავენ მათ, როგორც ეს მოხდა მუფტ ადილ გაბლისა და მისი მეუღლის მიმართ. რელიგიური მოტივების გამო გაგრაში, აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელი ემიკ ჩაქმანი მოკლეს.

ლოცვისას მომხდარი სროლებისას 34 წლის რასულ ფილია მოკლეს. ასევე, აფხაზეთის დედაქალაქში იმამს, სალიხა კვარაცხელიას დაესხნენ თავს. ამ ყველაფრის შესახებ აფხაზი მუსლიმები დუმან", - ამბობს ისმაილ სუფი თავის მიმართვაში.

ამ ინფორმაციას აფხაზურ საზოგადოებაში ცხარე დისკუსია მოჰყვა - ჯერ კიდევ წლების წინ გუდაუთაში, ბაღაფში-ანქვაბის ლიდერობის დროს დაწყებული მუსლიმური კულტურის ცენტრის მშენებლობა დაბლოკეს. აფხაზეთის მუსლიმთა ლიდერის სალიხ კვარაცხელიას თქმით, მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, ამ საკითხმა პოლიტიკური სახე მიიღო და ამიტომაც დღემდე მოუგვარებელია. მაშინ, როდესაც აფხაზეთში ამდენი ტერიტორია აუთვისებელია, მეჩეთისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა ვერ მოხერხდა. რამდენიმე ათეული წელია ამის მოგვარებას გვპირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

მუსლიმი აფხაზების თქმით, როდესაც ამბობენ, რომ აფხაზეთი ძალიან ტოლერანტულია, სინამდვილეში რეგიონში ისლამოფობია ვითარდება. "მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი ქმარი და მართლმადიდებელი ცოლი ლამის ჩვეულებრივი რამ არის, მართლმადიდებლები მუსლიმების მიმართ მაინც შეუწყნარებელნი არიან", - წერენ აფხაზურ პრესაში.

თუმცა, აფხაზი ჟურნალისტების თქმით, ვიღაცეებს აწყობთ და ამ თემას ხელოვნურად აგორებენ, სინამდვილეში კი საკითხი ასე მწვავედ არ დგას.

"ბოლო დროს, აფხაზეთში ხშირად შეხვდებით ახალგაზრდებს, კონკრეტულად კი გოგონებს, რომლებიც ისე იმოსებიან, რომ ძნელი მისახვედრი არ არის, ისლამის მიმდევრები არიან. დიახ, ისლამი აფხაზეთში საკმაოდ აქტიურად ვრცელდება, ამაში აფხაზი სასულიერო პირების წვლილი დიდია", - ამბობს აფხაზი ჟურნალისტი როინ აგრბა.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში არიან ადამიანები, რომლებიც ისლამს გააფთრებით ებრძვიან. "მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ საკურორტო ზონა ვართ და ეს ჩვენი კულტურის ნაწილი არ არის. ძველი დროის გადმონაშთია. ჩვენი პოლიტიკოსებიც იმეორებენ, რომ აფხაზეთი ქრისტიანული ქვეყანაა. სინამდვილეში კი იქ ყოველთვის ცხოვრობდნენ მუსლიმი აფხაზები, ამის მაგალითი ჩემი ოჯახია. მე მორწმუნე მუსლიმი ვარ, მეუღლე მართლმადიდებელი ქრისტიანი მყავს და არასდროს მიფიქრია, რომ მას რელიგია შეეცვალა", - აცხადებს ის.

აფხაზი ჟურნალისტის თქმით, სიმართლის დამალვითა და უგულებელყოფით ვერაფერი შეიცვლება - სალიხა კვარაცხელიას ესროლეს და ის სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა, ადგილობრივ "სამართალდამცველებს" არაფერი გაუკეთებიათ.

"აფხაზეთი რუსეთის დახმარების მიღებით, მის ბიუროკრატიულ სისტემასაც იღებს, რომელიც აფხაზეთში ტრადიციად იქცა. აუცილებელია, მუსლიმებს თავიანთ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრის საშუალება მიეცეთ და იატაკქვეშიდან გამოვიდნენ", - აცხადებს აგრბა.

აფხაზი მუსლიმების თქმით, ისინი მენტალურად ახლოს არიან ჩრდილო კავკასიელებთან. შესაბამისად, მათ მუდმივი ურთიერთობა აქვთ ჩრდილო კავკასიელ მუსლიმთა ცენტრთან და მათ შეხვედრებშიც მონაწილეობენ.

როინ აგრბას თქმით, ახლა აფხაზეთში ისლამოფობია აშკარაა და ამის უარყოფა ძნელია, ამის მიზეზი ის არის, რომ ახლო აღმოსავლეთის ამბებმა მოსახლეობა შეაშინა.

"მე არ ვიცი ასეთი კონკრეტული ფაქტები, როდესაც აფხაზ ახალგაზრდებს ქორწინებისას ეკითხებოდნენ, რომელი რელიგიის წარმომადგენელია. აფხაზებისთვის მნიშვნელოვანია კულტურა და ტრადიცია, რომელსაც "აფსუარას" უწოდებენ, შემდეგ არის რელიგიური მრწამსი", - ამბობს აფხაზი ჟურნალისტი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?