სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 წლის სტუდენტის "აღიარება ხელისგულზე" - გაიცანით მწერალი, რომელიც მკითხველმა აირჩია
21 წლის სტუდენტის "აღიარება ხელისგულზე" - გაიცანით მწერალი, რომელიც მკითხველმა აირჩია

"მე­ო­თხე კლას­ში დამ­რი­გე­ბელ­მა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბად თა­ვი­სუ­ფა­ლი თემა მოგ­ვცა. შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­გი­დას მი­ვუ­ჯე­ქი. მე და ფურ­ცე­ლი ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ მარ­ტო აღ­მოვ­ჩნდით. უეც­რად თით­ქოს გო­ნე­ბა­ში ნა­თუ­რა აინ­თო... ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მთე­ლი კლა­სის გა­სა­გო­ნად შე­მა­ქო. პირ­ვე­ლად სწო­რედ მან მი­თხრა, თუ ბევ­რს წა­ვი­კი­თხავ­დი და ვიშ­რო­მებ­დი, მწე­რა­ლი გა­მო­ვი­დო­დი. იმ დღის შემ­დეგ მე და კა­ლა­მი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი ვართ," - იხ­სე­ნებს 21 წლის სტუ­დენ­ტი, თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე, რო­მელ­მაც, რო­გორც დამ­წყებ­მა მწე­რალ­მა გა­ნა­ცხა­დი უკვე გა­ა­კე­თა. სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რით - "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" კონ­კურ­სში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­ი­მარ­ჯვა. მისი ნა­მუ­შე­ვა­რი ხალ­ხის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი რჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

კონ­კურ­სი, რო­მელ­მაც ახალ­ბე­და ავ­ტო­რებს წე­რის სურ­ვი­ლი გა­უღ­ვი­ძა, ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის. კონ­კურ­სის რჩე­უ­ლი წიგ­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა. 31 ოქ­ტომ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე, ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში (კან­დე­ლა­კის 7), კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძის რო­მა­ნის "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

წიგნს წა­რად­გე­ნენ ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე, კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რი ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი და თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძის მენ­ტო­რი - თა­მარ ფხა­კა­ძე და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი. წიგ­ნის გა­რე­კან­ზე მხატ­ვარ­მა ნი­ნი­კო მორ­დე­ბა­ძემ იმუ­შა­ვა.

კონ­კურსს სულ 5 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" მათ ნა­მუ­შევ­რებს ეტა­პობ­რი­ვად გა­მოს­ცემს. პირ­ვე­ლი ავ­ტო­რი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, 21 წლის თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძეა.

"ნა­წარ­მო­ებ­ში მკი­თხვე­ლი რადა მო­დე­ბა­ძის, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა. რო­მა­ნი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი არ არის. რადა XXI სა­უ­კუ­ნის, ერთი შე­ხედ­ვით, ტი­პუ­რი თბი­ლი­სე­ლი გო­გოა, რო­მელ­საც ბევ­რი თა­ნა­ტო­ლის მსგავ­სად, კომ­პლექ­სე­ბი აწუ­ხებს - სა­კუ­თარ თავს და გარე სამ­ყა­როს გა­მუდ­მე­ბით ებ­რძვის. ეს არის რო­მა­ნი ადა­მი­ა­ნურ სი­სუს­ტე­ებ­ზე, შეც­დო­მებ­ზე, სი­ნა­ნულ­ზე, ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე, ცხოვ­რე­ბის არ­სის შეც­ნო­ბა­ზე, სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ზე... შთა­გო­ნე­ბის წყა­რო, რა თქმა უნდა, ეპო­ქა და ადა­მი­ა­ნე­ბია", - გან­მარ­ტავს ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურს, "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი - "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" 2017 წლის 20 მარტს და­ი­წყო და 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მკი­თხვე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერ­დზე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე 272 ავ­ტო­რის ნა­მუ­შევ­რებს ეც­ნო­ბო­და და თი­თო­ე­უ­ლის შე­სა­ხებ აზ­რსა და პო­ზი­ცი­ას ხმის მი­ცე­მით გა­მო­ხა­ტავ­და. ხალ­ხთან ერ­თად, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა­ში ჩარ­თუ­ლი იყო კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი.

"ისე, მოხ­და, რომ ხალ­ხის პი­რევ­ლი რჩე­უ­ლი მე გავ­ხდი. მენ­ტო­რე­ბი ყვე­ლას აგ­ვირ­ჩი­ეს, ჩემი მენ­ტო­რი მწე­რა­ლი, თამ­რი ფხა­კა­ძე აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ი­კი­თხა და რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მომ­ცა, რაც გა­ვი­თავ­ლის­წი­ნე... მირ­ჩია, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მე­ტად თავ­სუ­ფა­ლი, ვი­ნა­ი­დან ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი მო­დერ­ნის­ტუ­რი ჟან­რი­საა. ასა­ხავს XXI სა­უ­კუ­ნის ცხოვ­რე­ბას, არ­ღევს სტიგ­მას, რომ ქალი უნდა იყოს კდე­მა­მო­სი­ლი... თა­მარ­მა მირ­ჩია ასე­ვე, სა­კი­თხე­ბი ბო­ლომ­დე არ ამო­მე­წუ­რა, მკი­თხვე­ლის­თვის და­მე­ტო­ვე­ბი­ნა რა­ღაც ამო­უხ­სნე­ლი, რა­შიც ვე­თან­ხმე­ბი... თა­ვი­დან მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ცოტა და­ვი­ძა­ბე, რად­გა­ნაც ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა დი­დია და მე­გო­ნა, ვერ გა­მი­გებ­და, მაგ­რამ შევ­ცდი... თამრმა ნა­წარ­მო­ე­ბი ისე გა­ი­გო, რო­გორც და­ი­წე­რა... ჩემს წიგნ­ში მისი რე­ვი­უა, სა­დაც სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას აფიქ­სი­რებს... მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა­სი, სა­ო­ცა­რი ყდა შექ­მნა მხატ­ვარ­მა ნინო მორ­დე­ბა­ძემ. სიმ­ბო­ლიზ­მით არის დატ­ვირ­თუ­ლი წიგ­ნიც და მისი ყდაც", - გვე­უბ­ნე­ბა თა­თუ­ლი.

- მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, შენც იმა­ვე ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ... ეს შემ­თხვე­ვით და­ემ­თხვა, თუ რო­მან­ში ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ელე­მენ­ტებს მა­ინც აღ­მო­ვა­ჩენთ?

- კი, სტუ­დენ­ტი გო­გო­ნაა მთავ­რი პერ­სო­ნა­ჟი, მაგ­რამ ეს ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი არ არის. თუმ­ცა ჩემი რა­ღაც თვი­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს კი­დეც... მკი­თხვე­ლი ნა­ხავს მისი თვა­ლით და­ნა­ხულ თბი­ლისს, ანუ იმას, თუ რა ხდე­ბა დღეს ჩვენ ირ­გვლივ, მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ-პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას. მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ამ გა­რე­მო­ში ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს ეძებს. უნდა, მი­აღ­წი­ოს სუ­ლი­ერ ჰარ­მო­ნი­ას - ებ­რძვის სა­კუ­თარ ტყავს და გა­რე­სამ­ყა­როს იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხში­რად პი­როვ­ნე­ბის თა­ვის თავ­ზე მორ­გე­ბას ცდი­ლობს - ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს ახ­შობს. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს კლი­შე­ებს აკე­რე­ბენ - "ბან­ძი," "გო­ი­მი," "მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის"... ის­მის შე­კი­თხვა - რა დო­ნემ­დე და ზო­მამ­დე შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ამან მი­იყ­ვა­ნოს, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შუ­შა­სა­ვით მსხვრე­ვა­დია.

- და შე­იძ­ლე­ბა თვით­მკვლე­ლიც აღ­მოჩ­ნდეს...

- ასე­ვე გა­და­იქ­ცეს მონ­სტრად, აგ­რეს­ო­რად, არას­რულ­ფა­სო­ვან პი­როვ­ნე­ბად... წიგნ­ში წა­მო­წე­უ­ლია ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რიც არის რე­ლი­გია და მისი არას­წო­რად აღ­ქმა. მოკ­ლედ, ეს არის სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც ყვე­ლას გვი­ფიქ­რია.

რაც მთა­ვა­რია, ახალ­გაზ­რდებს მე­ტად მო­ე­წო­ნებთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რია, რო­მელ­საც მთავრ პერ­სო­ნაჟ­სა და მა­მა­კაცს შო­რის იბ­მე­ბა, რაც გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შე­მო­იჭ­რე­ბა...

- ე.ი. კონ­კურ­სით კმა­ყო­ფი­ლი ხარ...

- ეს იყო სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მოგ­ვე­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რაც თა­რო­ებ­ზე და­უ­ბეჭ­დავ მდგო­ა­ე­ბა­ში გვე­დო... ასე­თი რამ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, თუმ­ცა ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი სულ ტარ­დე­ბა. ვფქი­რობ­დი და მინ­დო­და, აქაც ყო­ფი­ლი­ყო, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. ჰოდა, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, წა­ვა­წყდი კონ­კურსს ინ­ტერ­ნეტ­ში. მერე მე­გობ­რებ­მაც მირ­ჩი­ეს. ასე რომ, ნდო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დე "პა­ლიტ­რა L"-ს , თუმ­ცა, რო­გორც მკი­თხველს, ად­რეც მქო­ნია მას­თან შე­ხე­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ კომ­პა­ნი­ამ ნდო­ბა გა­მი­მარ­თლა.

- ეს შენი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა, ხომ?..

- 12 წლი­სამ წერა ერთ-ერთ სა­იტ­ზე და­ვი­წყე, შემ­დეგ გა­ვი­მარ­ჯვე კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც 2012 წელს ქუ­თა­ი­სის მე­რი­ამ ჩა­ა­ტა­რა და მან­ვე და­ა­ფი­ნან­სა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის­თვის წიგ­ნის გა­მო­ცე­მა და 15 წლის ასაკ­ში მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი და­მი­ბეჭ­დეს... 

- სა­ბო­ლო­ოდ, რა ელის მკი­თხველს შენი წიგ­ნის­გან?

- მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი, ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზებთ პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, უნდა ელოდ­ნენ სა­კუ­თარ თა­ვის ამოც­ნო­ბა­საც, ან იმ ადა­მი­ა­ნებს ამოც­ნო­ბას, მათ ირ­გვლივ რომ ტრი­ა­ლე­ბენ. ვფიქ­რობ, რა­ღა­ცებს სხვა­ნა­ი­რად და­ი­ნა­ხა­ვენ, მე­დალს ხომ მე­ო­რე მხა­რეც აქვს? შე­საძ­ლოა იქაც იყოს რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

21 წლის სტუდენტის "აღიარება ხელისგულზე" - გაიცანით მწერალი, რომელიც მკითხველმა აირჩია

21 წლის სტუდენტის "აღიარება ხელისგულზე" - გაიცანით მწერალი, რომელიც მკითხველმა აირჩია

"მეოთხე კლასში დამრიგებელმა საშინაო დავალებად თავისუფალი თემა მოგვცა. შინ დაბრუნებული მაგიდას მივუჯექი. მე და ფურცელი ერთმანეთის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით. უეცრად თითქოს გონებაში ნათურა აინთო... ჩემმა მასწავლებელმა მთელი კლასის გასაგონად შემაქო. პირველად სწორედ მან მითხრა, თუ ბევრს წავიკითხავდი და ვიშრომებდი, მწერალი გამოვიდოდი. იმ დღის შემდეგ მე და კალამი განუყრელი მეგობრები ვართ," - იხსენებს 21 წლის სტუდენტი, თათული ღვინიანიძე, რომელმაც, როგორც დამწყებმა მწერალმა განაცხადი უკვე გააკეთა. საკუთარი ნამუშევრით - "აღიარება ხელისგულზე" კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გაიმარჯვა. მისი ნამუშევარი ხალხის ერთ-ერთი პირველი რჩეული აღმოჩნდა.

კონკურსი, რომელმაც ახალბედა ავტორებს წერის სურვილი გაუღვიძა, ახალ ეტაპზე გადადის. კონკურსის რჩეული წიგნი პრეზენტაციისთვის ემზადება. 31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (კანდელაკის 7), კონკურსის გამარჯვებულის, თათული ღვინიანიძის რომანის "აღიარება ხელისგულზე" პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნს წარადგენენ ლიტერატურათმცოდნე, კონკურსის ჟიურის წევრი ივანე ამირხანაშვილი, მწერალი და თათული ღვინიანიძის მენტორი - თამარ ფხაკაძე და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური. წიგნის გარეკანზე მხატვარმა ნინიკო მორდებაძემ იმუშავა.

კონკურსს სულ 5 გამარჯვებული ჰყავს. გამომცემლობა "პალიტრა L" მათ ნამუშევრებს ეტაპობრივად გამოსცემს. პირველი ავტორი, როგორც აღვნიშნეთ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, 21 წლის თათული ღვინიანიძეა.

"ნაწარმოებში მკითხველი რადა მოდებაძის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის ცხოვრების თანამონაწილე ხდება. რომანი ავტობიოგრაფიული არ არის. რადა XXI საუკუნის, ერთი შეხედვით, ტიპური თბილისელი გოგოა, რომელსაც ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები აწუხებს - საკუთარ თავს და გარე სამყაროს გამუდმებით ებრძვის. ეს არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავის ძიებაზე... შთაგონების წყარო, რა თქმა უნდა, ეპოქა და ადამიანებია", - განმარტავს ახალგაზრდა ავტორი.

რაც შეეხება კონკურს, "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი - "გახდი ბესტსელერის ავტორი" 2017 წლის 20 მარტს დაიწყო და 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მკითხველი გამომცემლობის ვებგვერდზე კონკურსში მონაწილე 272 ავტორის ნამუშევრებს ეცნობოდა და თითოეულის შესახებ აზრსა და პოზიციას ხმის მიცემით გამოხატავდა. ხალხთან ერთად, გამარჯვებულის გამოვლენაში ჩართული იყო კომპეტენტური ჟიური.

"ისე, მოხდა, რომ ხალხის პირევლი რჩეული მე გავხდი. მენტორები ყველას აგვირჩიეს, ჩემი მენტორი მწერალი, თამრი ფხაკაძე აღმოჩნდა, რომელმაც ნაწარმოები წაიკითხა და რამდენიმე რჩევა მომცა, რაც გავითავლისწინე... მირჩია, ვყოფილიყავი მეტად თავსუფალი, ვინაიდან ჩემი ნამუშევარი მოდერნისტური ჟანრისაა. ასახავს XXI საუკუნის ცხოვრებას, არღევს სტიგმას, რომ ქალი უნდა იყოს კდემამოსილი... თამარმა მირჩია ასევე, საკითხები ბოლომდე არ ამომეწურა, მკითხველისთვის დამეტოვებინა რაღაც ამოუხსნელი, რაშიც ვეთანხმები... თავიდან მასთან ურთიერთობისას ცოტა დავიძაბე, რადგანაც ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია და მეგონა, ვერ გამიგებდა, მაგრამ შევცდი... თამრმა ნაწარმოები ისე გაიგო, როგორც დაიწერა... ჩემს წიგნში მისი რევიუა, სადაც საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს... მადლიერი ვარ ყველასი, საოცარი ყდა შექმნა მხატვარმა ნინო მორდებაძემ. სიმბოლიზმით არის დატვირთული წიგნიც და მისი ყდაც", - გვეუბნება თათული.

- მთავარი პერსონაჟი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია, შენც იმავე ფაკულტეტზე სწავლობ... ეს შემთხვევით დაემთხვა, თუ რომანში ავტობიოგრაფიული ელემენტებს მაინც აღმოვაჩენთ?

- კი, სტუდენტი გოგონაა მთავრი პერსონაჟი, მაგრამ ეს ავტობიოგრაფიული ნამუშევარი არ არის. თუმცა ჩემი რაღაც თვისება შეიძლება ჰქონდეს კიდეც... მკითხველი ნახავს მისი თვალით დანახულ თბილისს, ანუ იმას, თუ რა ხდება დღეს ჩვენ ირგვლივ, მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკურ სიტუაციას. მთავარი კი ის არის, რომ ამ გარემოში ადამიანი საკუთარ თავს ეძებს. უნდა, მიაღწიოს სულიერ ჰარმონიას - ებრძვის საკუთარ ტყავს და გარესამყაროს იმიტომ, რომ საზოგადოება ხშირად პიროვნების თავის თავზე მორგებას ცდილობს - ინდივიდუალიზმს ახშობს. ადამიანები ერთმანეთს კლიშეებს აკერებენ - "ბანძი," "გოიმი," "მსუბუქი ყოფაქცევის"... ისმის შეკითხვა - რა დონემდე და ზომამდე შეიძლება ადამიანი ამან მიიყვანოს, ადამიანი, რომელიც შუშასავით მსხვრევადია.

- და შეიძლება თვითმკვლელიც აღმოჩნდეს...

- ასევე გადაიქცეს მონსტრად, აგრესორად, არასრულფასოვან პიროვნებად... წიგნში წამოწეულია ისეთი პრობლემები, როგორიც არის რელიგია და მისი არასწორად აღქმა. მოკლედ, ეს არის საკითხები, რაზეც ყველას გვიფიქრია.

რაც მთავარია, ახალგაზრდებს მეტად მოეწონებთ სასიყვარულო ისტორია, რომელსაც მთავრ პერსონაჟსა და მამაკაცს შორის იბმება, რაც გოგონას ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით შემოიჭრება...

- ე.ი. კონკურსით კმაყოფილი ხარ...

- ეს იყო საუკეთესო საშუალება, გამოგვეჩინა საკუთარი ნამუშევრები, რაც თაროებზე დაუბეჭდავ მდგოაებაში გვედო... ასეთი რამ ქართულ რეალობაში აქამდე არ არსებობდა, ვერ წარმომედგინა, თუმცა ამერიკასა და ევროპაში მსგავსი კონკურსები სულ ტარდება. ვფქირობდი და მინდოდა, აქაც ყოფილიყო, მონაწილეობა მიმეღო. ჰოდა, სრულიად შემთხვევით, წავაწყდი კონკურსს ინტერნეტში. მერე მეგობრებმაც მირჩიეს. ასე რომ, ნდობა გამოვუცხადე "პალიტრა L"-ს , თუმცა, როგორც მკითხველს, ადრეც მქონია მასთან შეხება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპანიამ ნდობა გამიმართლა.

- ეს შენი პირველი სერიოზული გამარჯვებაა, ხომ?..

- 12 წლისამ წერა ერთ-ერთ საიტზე დავიწყე, შემდეგ გავიმარჯვე კონკურსში, რომელიც 2012 წელს ქუთაისის მერიამ ჩაატარა და მანვე დააფინანსა გამარჯვებულისთვის წიგნის გამოცემა და 15 წლის ასაკში მოთხრობების კრებული დამიბეჭდეს... 

- საბოლოოდ, რა ელის მკითხველს შენი წიგნისგან?

- მძაფრი შეგრძნებები, ალბათ ძალიან გააბრაზებთ პერსონაჟების გადაწყვეტილებები, უნდა ელოდნენ საკუთარ თავის ამოცნობასაც, ან იმ ადამიანებს ამოცნობას, მათ ირგვლივ რომ ტრიალებენ. ვფიქრობ, რაღაცებს სხვანაირად დაინახავენ, მედალს ხომ მეორე მხარეც აქვს? შესაძლოა იქაც იყოს რაღაც საინტერესო...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი, დეპრესიის შესახებ, 13 იანვარს გამოვა

საშობაო საჩუქარი მკითხველს - ოთხი სახარება - "ოთხთავი" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

ოთხი სახარება - "ოთხთავი": მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს