Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერევნის სრული სვლა ბრიუსელისკენ - "რუსეთს არაფერი აინტერესებს, ”ზედმეტად გაინძრევი” და გაზის ფასს მოგიმატებენ"
ერევნის სრული სვლა ბრიუსელისკენ - "რუსეთს არაფერი აინტერესებს, ”ზედმეტად გაინძრევი” და გაზის ფასს მოგიმატებენ"

სომ­ხე­თი რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ფა­რუ­ლი მსჯე­ლო­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბე­ბის შემ­დეგ ევ­რო­საბ­ჭოს­კენ მი­მა­ვალ გზას ირ­ჩევს.

თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა მო­მა­ვალ წელს შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დინ­შია, - 2018 წლის აპ­რილ­ში პრე­ზი­დენტ სერჟ სარ­გსი­ანს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა ეწუ­რე­ბა, რის შემ­დე­გაც, სომ­ხე­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სომ­ხეთ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მე­ბი სარ­გსი­ა­ნის­თვის ქვეყ­ნის მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მას ისა­ხავს მიზ­ნად... თა­ვად სარ­გსი­ა­ნი და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი მსგავს ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფ­დნენ, თუმ­ცა, რაც დრო გა­დის, სულ უფრო ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ სარ­გსი­ა­ნი პოს­ტის დათ­მო­ბას არ აპი­რებს...

სომ­ხე­თი სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით ბოლო დროს რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ხრეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის წევ­რია, და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს. რაც შე­ე­ხე­ბა შიდა მმარ­თვე­ლო­ბას, სომ­ხეთ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით მი­დის - 2016 წლის აპ­რი­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ამომ­რჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბე­ბის ფონ­ზეც კი გა­ი­მარ­ჯვა. შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­თა­მა­შე­ბე­ბის დი­დოს­ტატ­მა, სარ­გსი­ან­მა საქ­მე ისე მო­აგ­ვა­რა, რომ პრო­ტეს­ტი მას­შტა­ბურ აქ­ცი­ებ­ში არ გა­დაზ­რდი­ლა...

სარ­გსი­ა­ნი თავს არი­დებს ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვან პა­სუხს კი­თხვა­ზე, თუ სად ხე­დავს სა­კუ­თარ თავს 2018 წლის შემ­დეგ... არც იმ კი­თხვა­ზე უპა­სუ­ხა, გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა რუ­სეთ­ში აპ­რო­ბი­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ას და გა­ნი­ხი­ლავს თუ არა სა­კუ­თარ კან­დი­და­ტუ­რას 2018 წელს პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მმარ­თვე­ლი ელი­ტის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სარ­გსი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლებ­საც ელო­დე­ბა. შე­სა­ფე­რი­სი ლი­დე­რიც არ­სე­ბობს - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კა­რენ კა­რა­პე­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის პოსტს 2016 წლის სექ­ტემ­ბრი­დან იკა­ვებს. კა­რა­პე­ტი­ა­ნი ერევ­ნის ყო­ფი­ლი მე­რია და ბოლო წლებ­ში რუ­სუ­ლი "გა­ზპ­რო­მის" სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობ­და. არც ად­გი­ლობ­რივ ოლი­გარ­ქებ­თან ახლო კავ­ში­რებ­შია შემ­ჩნე­უ­ლი. თუმ­ცა, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს რუს და რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ სო­მეხ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან, რა­საც სომ­ხეთ­ში მის უპი­რა­ტე­სო­ბა­დაც კი მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი "ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ას შე­მო­ი­ტანს".

თუმ­ცა, სომ­ხეთ­ში კარ­გად ეს­მით, რომ ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­გა­რეო მო­თა­მა­შე­ებ­ზეც - სარ­გსი­ა­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­სავ­ლეთ­შიც და რუ­სეთ­შიც საკ­მა­ოდ ფრთხი­ლია. მოს­კოვს კარ­გად ახ­სოვს "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის პროგ­რა­მა­ში" სომ­ხე­თის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ბრი­უ­სელ­ში კი - მისი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­დახ­ვე­ვა სა­ბა­ჟო კავ­ში­რის­კენ და ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე უარი.

საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა­გა­სა­ყა­რის მი­უ­ხე­და­ვად, სარ­გსი­ა­ნი ცდი­ლობს, რო­გორც მოს­კო­ვის­თვის, ასე­ვე და­სავ­ლე­თის­თვის კომ­ფორ­ტულ პარტნი­ო­რად წარ­მო­ჩინ­დეს და ორი­ვე მხა­რეს­თან კეკ­ლუ­ცო­ბა­საც ახერ­ხებს... თუმ­ცა, უკვე გა­ირ­კვა, რომ სომ­ხე­თი ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ხელს მო­ა­წერს.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის თქმით, დო­კუ­მენტს ხელი ნო­ემ­ბერ­ში, აღ­მო­სავ­ლე­თის სა­პარტნი­ო­რო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ფო­რუმ­ზე მო­ე­წე­რე­ბა... ერე­ვა­ნი აპი­რებს, ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­ა­ცი­ის ფარ­გლებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ზო­ნის შე­თან­ხმე­ბას ხელი ძა­ლი­ან მალე მო­ა­წე­როს. სომ­ხეთ­ში უკვე არა­ვინ და­ვობს იმა­ზე, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

სო­მე­ხი ექ­სპერ­ტის გე­ვორქ მე­ლი­ქი­ა­ნის თქმით, მოს­კო­ვი არ არის კმა­ყო­ფი­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, ამ პრო­ცესს ხელი შე­უ­შა­ლოს.

"თა­ვის მხრივ, ერე­ვა­ნი ცდი­ლობს, ბრი­უ­სელ­სა და მოს­კოვს შო­რის ლა­ვი­რე­ბას, თუმ­ცა, ისიც გვეს­მის, რომ სომ­ხე­თი ჯერ კი­დევ ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის წევ­რია და ამის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სომ­ხეთ­მა უკვე თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. ბევ­რი ამას გე­ო­პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­საც უწო­დებს, რო­მე­ლიც უკვე მი­ღე­ბუ­ლია... მე ყო­ველ­თვის ამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, ახლა კი ერე­ვან­მა, რო­გორც იქნა, გა­და­წყვი­ტა, შე­უდ­გეს გზას, რო­მე­ლიც მის ეკო­ნო­მი­კურ და ცო­ტა­თი პო­ლი­ტი­კურ ვექ­ტორს შეც­ვლის" - აცხა­დებს ის.

მი­სი­ვე თქმით, თუ რა გა­მო­ვა, დრო აჩ­ვე­ნებს. ფაქ­ტია, რომ ეს არის ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სომ­ხეთს სა­ინ­ტე­რე­სო რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ძა­ლი­ან ბევრ მე­ქა­ნიზმს აძ­ლევს... "ასე რომ, იმე­დია, მოს­კო­ვი ამ ჯერ­ზე და­ე­თან­ხმე­ბა სომ­ხე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გარ­და ამი­სა, მას არ სჭირ­დე­ბა კი­დევ ერთი თა­ვის ტკი­ვი­ლი და­სავ­ლეთ­თან. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ერე­ვა­ნი უკვე იმ­ყო­ფე­ბა ევ­რა­ზი­ულ ოჯახ­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მოს­კოვ­მა უკვე მი­ი­ღო 2013 წელს ის, რისი მი­ღე­ბაც უნ­დო­და," - ამ­ბობს მე­ლი­ქი­ა­ნი.

კი­დევ ერთი სო­მე­ხი ექ­სპერ­ტის მან­ველ სარ­ქსი­ა­ნის თქმით, სომ­ხეთ­ში ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ ევ­რო­კავ­შირ­ზე. ახლა ძა­ლი­ან მწვა­ვედ დგას ერთი ევ­რო­პის სა­კი­თხი - სომ­ხე­თის ატო­მუ­რი სად­გუ­რის და­ხურ­ვა, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს ქვე­ყა­ნას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში შე­უშ­ლის ხელს და ამ სად­გუ­რის გა­რე­შე უფრო უსაფრ­თხოდ იქ­ნე­ბა... არა­და, ამის მოგ­ვა­რე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - უბ­რა­ლოდ, უნდა დავ­ხუ­როთ სად­გუ­რი და ამით ყვე­ლა­ნა­ი­რი ვაჭ­რო­ბა მორ­ჩე­ბა. ევ­რო­პას შე­უძ­ლია სომ­ხეთ­ში ახა­ლი სად­გუ­რის აშე­ნე­ბა და­ა­ფი­ნან­სოს...

რუ­სეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში ასე­თი ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბი არ ყო­ფი­ლა - აქ თავს გახ­ვე­ვენ თა­ვი­ანთ პრინ­ცი­პებს, გე­უბ­ნე­ბი­ან რაც უნდა გა­ა­კე­თო - სათ­ბუ­რე­ბი აშე­ნო, პო­მი­დო­რი უნდა გა­ყი­დო... რუ­სეთ­ში სხვა არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებთ,0 "ზედ­მე­ტად თუ გა­ინ­ძრე­ვი", მა­შინ­ვე გა­ზის ფასს მო­გი­მა­ტე­ბენ. ასე­თია ინ­ტეგ­რა­ცია "შენი თან­ხმო­ბით", რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა... ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცია გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - პრობ­ლე­მე­ბი სა­ერ­თოა. ზო­გა­დად, პრობ­ლე­მე­ბი იქ მა­შინ ჩდე­ბა, რო­დე­საც ნდო­ბა იკარ­გე­ბა",- აცხა­დებს სარ­ქსი­ა­ნი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები

ერევნის სრული სვლა ბრიუსელისკენ - "რუსეთს არაფერი აინტერესებს, ”ზედმეტად გაინძრევი” და გაზის ფასს მოგიმატებენ"

ერევნის სრული სვლა ბრიუსელისკენ - "რუსეთს არაფერი აინტერესებს, ”ზედმეტად გაინძრევი” და გაზის ფასს მოგიმატებენ"

სომხეთი რამდენიმეწლიანი ფარული მსჯელობისა და შეთანხმებების შემდეგ ევროსაბჭოსკენ მიმავალ გზას ირჩევს.

თუმცა, ქვეყანა მომავალ წელს შიდა პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინშია, - 2018 წლის აპრილში პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების ვადა ეწურება, რის შემდეგაც, სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმები სარგსიანისთვის ქვეყნის მართვის შესაძლებლობის მიცემას ისახავს მიზნად... თავად სარგსიანი და მისი თანამებრძოლები მსგავს ბრალდებებს უარყოფდნენ, თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ სარგსიანი პოსტის დათმობას არ აპირებს...

სომხეთი საგარეო მიმართულებით ბოლო დროს რადიკალური ცვლილებების მომხრეა. მიუხედავად იმისა, რომ ის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, დასავლეთთან ურთიერთობების განვითარებას აქტიურად ცდილობს. რაც შეეხება შიდა მმართველობას, სომხეთში ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - 2016 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ბრალდებების ფონზეც კი გაიმარჯვა. შიდა პოლიტიკური გადათამაშებების დიდოსტატმა, სარგსიანმა საქმე ისე მოაგვარა, რომ პროტესტი მასშტაბურ აქციებში არ გადაზრდილა...

სარგსიანი თავს არიდებს ერთმნიშვნელოვან პასუხს კითხვაზე, თუ სად ხედავს საკუთარ თავს 2018 წლის შემდეგ... არც იმ კითხვაზე უპასუხა, გამოიყენებს თუ არა რუსეთში აპრობირებულ ტრადიციას და განიხილავს თუ არა საკუთარ კანდიდატურას 2018 წელს პრემიერის პოზიციაზე.

სომხური მედიის ცნობით, მმართველი ელიტის გარკვეული ნაწილი სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ გამოსვლებსაც ელოდება. შესაფერისი ლიდერიც არსებობს - პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი, რომელიც პრემიერის პოსტს 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს. კარაპეტიანი ერევნის ყოფილი მერია და ბოლო წლებში რუსული "გაზპრომის" სისტემაში მუშაობდა. არც ადგილობრივ ოლიგარქებთან ახლო კავშირებშია შემჩნეული. თუმცა, კარგი ურთიერთობა აქვს რუს და რუსეთში მცხოვრებ სომეხ ბიზნესმენებთან, რასაც სომხეთში მის უპირატესობადაც კი მიიჩნევენ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი "ქვეყანაში ინვესტიციას შემოიტანს".

თუმცა, სომხეთში კარგად ესმით, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული საგარეო მოთამაშეებზეც - სარგსიანის მიმართ დამოკიდებულება დასავლეთშიც და რუსეთშიც საკმაოდ ფრთხილია. მოსკოვს კარგად ახსოვს "აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში" სომხეთის აქტიური მონაწილეობა, ბრიუსელში კი - მისი მოულოდნელი გადახვევა საბაჟო კავშირისკენ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი.

საკმაოდ რთული გზაგასაყარის მიუხედავად, სარგსიანი ცდილობს, როგორც მოსკოვისთვის, ასევე დასავლეთისთვის კომფორტულ პარტნიორად წარმოჩინდეს და ორივე მხარესთან კეკლუცობასაც ახერხებს... თუმცა, უკვე გაირკვა, რომ სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ხელს მოაწერს.

სომხური მედიის თქმით, დოკუმენტს ხელი ნოემბერში, აღმოსავლეთის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ფორუმზე მოეწერება... ერევანი აპირებს, ევროკავშირის ასოციაციის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებას ხელი ძალიან მალე მოაწეროს. სომხეთში უკვე არავინ დავობს იმაზე, რომ ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება.

სომეხი ექსპერტის გევორქ მელიქიანის თქმით, მოსკოვი არ არის კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით და ყველანაირად ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს.

"თავის მხრივ, ერევანი ცდილობს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ლავირებას, თუმცა, ისიც გვესმის, რომ სომხეთი ჯერ კიდევ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია და ამის უგულებელყოფა შეუძლებელია. სომხეთმა უკვე თავისი არჩევანი გააკეთა. ბევრი ამას გეოპოლიტიკურ არჩევანსაც უწოდებს, რომელიც უკვე მიღებულია... მე ყოველთვის ამ არჩევანის წინააღმდეგი ვიყავი, ახლა კი ერევანმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა, შეუდგეს გზას, რომელიც მის ეკონომიკურ და ცოტათი პოლიტიკურ ვექტორს შეცვლის" - აცხადებს ის.

მისივე თქმით, თუ რა გამოვა, დრო აჩვენებს. ფაქტია, რომ ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი, რომელიც სომხეთს საინტერესო რეფორმების განსახორციელებლად ძალიან ბევრ მექანიზმს აძლევს... "ასე რომ, იმედია, მოსკოვი ამ ჯერზე დაეთანხმება სომხეთის გადაწყვეტილებას, გარდა ამისა, მას არ სჭირდება კიდევ ერთი თავის ტკივილი დასავლეთთან. თუნდაც იმიტომ, რომ ერევანი უკვე იმყოფება ევრაზიულ ოჯახში. სინამდვილეში, მოსკოვმა უკვე მიიღო 2013 წელს ის, რისი მიღებაც უნდოდა," - ამბობს მელიქიანი.

კიდევ ერთი სომეხი ექსპერტის მანველ სარქსიანის თქმით, სომხეთში ყოველთვის იდეალური წარმოდგენა ჰქონდათ ევროკავშირზე. ახლა ძალიან მწვავედ დგას ერთი ევროპის საკითხი - სომხეთის ატომური სადგურის დახურვა, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანას ევროინტეგრაციაში შეუშლის ხელს და ამ სადგურის გარეშე უფრო უსაფრთხოდ იქნება... არადა, ამის მოგვარება ძალიან მარტივია - უბრალოდ, უნდა დავხუროთ სადგური და ამით ყველანაირი ვაჭრობა მორჩება. ევროპას შეუძლია სომხეთში ახალი სადგურის აშენება დააფინანსოს...

რუსეთთან ინტეგრაციის პროცესში ასეთი ულტიმატუმები არ ყოფილა - აქ თავს გახვევენ თავიანთ პრინციპებს, გეუბნებიან რაც უნდა გააკეთო - სათბურები აშენო, პომიდორი უნდა გაყიდო... რუსეთში სხვა არაფერი აინტერესებთ,0 ”ზედმეტად თუ გაინძრევი”, მაშინვე გაზის ფასს მოგიმატებენ. ასეთია ინტეგრაცია "შენი თანხმობით", რომელიც სავალდებულოა... ევროპაში ინტეგრაცია განსხვავებულია - პრობლემები საერთოა. ზოგადად, პრობლემები იქ მაშინ ჩდება, როდესაც ნდობა იკარგება",- აცხადებს სარქსიანი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"