პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერების ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
პროკურატურა ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერების ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-დან ამო­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის სამ­ხრე კა­მე­რებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი და და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სი.

რო­გორც ნუ­ცუ­ბი­ძის ფერ­დობ­ზე მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს გა­მო­ძი­ე­ბას, რომ­ლის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 25 ოქ­ტომ­ბერს, ქ. თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის ფერ­დობ­ზე მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა და­მა­ტე­ბით გან­მარ­ტავს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამო­ღე­ბუ­ლია უშუ­ა­ლოდ ინ­ცი­დენ­ტის დროს, ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის სამ­ხრე კა­მე­რე­ბი­სა და სა­პატ­რუ­ლო ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, ასე­ვე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლია შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, სა­დაც აღ­მოჩ­ნდა გარე პე­რი­მეტ­რის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ვი­დე­ო­კა­მე­რა, ამო­ღე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, თუმ­ცა იგი არ ფა­რავს პ.პ-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად და­კა­ვე­ბის ად­გილს.

შსს-დან ამო­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ ერთ-ერთი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის სამ­ხრე კა­მე­რას და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ აქვს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი და და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სი, ჩა­ნა­წერ­ში ასა­ხუ­ლია მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლი პი­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად და­კა­ვე­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი, რა­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვი­სას პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ­მა გან­მარ­ტა, რომ ის, სამ­ხრე კა­მე­რით უწყვე­ტად იწერ­და კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე პი­რებ­თან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გა­სა­უბ­რე­ბას, რის შემ­დგო­მაც სამ­ხრე კა­მე­რა გა­მორ­თო და ჩარ­თო მხო­ლოდ პ.პ.-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბი­სა და მისი შე­უძ­ლოდ გახ­დო­მის შემ­დგომ. მე­ო­რე პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სამ­ხრე კა­მე­რა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ყოფ­ნის დროს გან­მუხ­ტუ­ლი იყო და ინა­ხე­ბო­და და­მუხ­ტვის მიზ­ნით ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, ხსე­ნე­ბულ კა­მე­რა­ზე არ არის ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რას, კა­მე­რა­ზე არ აღ­მოჩ­ნდა ინ­ცი­დენ­ტის პე­რი­ო­დის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, ასე­ვე იგი არ ფა­რავს იმ ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც გან­ხორ­ცი­ელ­და პ.პ. - ს და­კა­ვე­ბა. ამო­ღე­ბულ სამ­ხრე კა­მე­რებ­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნის კა­მე­რა­ზე და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამო­ღე­ბულ გარე პე­რი­მეტ­რის კა­მე­რებ­სა და ე.წ. "დი­ვი­ა­რებ­ზე" ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად, და­ი­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მი­სი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ამ ეტაპ­ზე გა­მო­კი­თხუ­ლია მომ­ხდა­რი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი 20-მდე მოწ­მე. ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ყვე­ლა სხვა შე­საძ­ლო თვითმხილ­ვე­ლის დად­გე­ნა, გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით. ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას, რომ­ლის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას"-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პროკურატურა ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერების ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერების ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერებზე დაფიქსირებული არ არის მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი.

როგორც ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად განაგრძობს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ეცნობება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ საქართველოს პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებულია უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებულია შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს.

შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, კამერაზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე იგი არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. - ს დაკავება. ამოღებულ სამხრე კამერებზე, ავტომანქანის კამერაზე და შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ გარე პერიმეტრის კამერებსა და ე.წ. "დივიარებზე" ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე გამოკითხულია მომხდარი ფაქტის თვითმხილველი 20-მდე მოწმე. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა სხვა შესაძლო თვითმხილველის დადგენა, გამოკითხვის მიზნით. ასევე გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას"-ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ