რა მდგომარეობაში არიან ქედაში დაშავებული ბავშვები

რა მდგომარეობაში არიან ქედაში დაშავებული ბავშვები

ქედაში დაშავებული ბავშვები ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულ შვიდ ბავშვს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა უტარდება.

ქედაში დაშავებული ბავშვებს პირველადი სამედიცინო დახმარება ქედის სამედიცინო ცენტრში გაუწიეს.

არსებული ინფორმაციით, ქედის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრავ მიკროავტობუსში მსხდომმა ბავშვებმა კარი გააღეს და გადმოვარდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქედის სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეშვიდე ბავშვს თავზე ტრავმა აქვს მიღებული, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი