საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლის ყველაზე საშიში ღამე მოახლოვდა - რას ნიშნავს ჰელოუინი
წლის ყველაზე საშიში ღამე მოახლოვდა - რას ნიშნავს ჰელოუინი

31 ოქ­ტომ­ბერს წლის ყვე­ლა­ზე "სა­ში­ში" ღამე დგე­ბა - ამ დღეს მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გოგ­რებს "თვა­ლებს" და "პირს" ჭრი­ან და შიგ­ნით სან­თელს დგა­მენ, ყვე­ლა­ზე მეტ სა­შიშ ამ­ბავს ყვე­ბი­ან, ქუ­ჩე­ბი კი "მოჩ­ვე­ნე­ბე­ბით" ივ­სე­ბა.

აზი­ის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, ევ­რო­პა და ამე­რი­კა ყო­ველ წელს, 31 ოქ­ტომ­ბერს ჰე­ლო­უ­ინს აღ­ნიშ­ნავს.

ამ დღის ტრა­დი­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კელ­ტუ­რი მო­სავ­ლის აღე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი­დან მო­დის. ჯერ კი­დევ წარ­მარ­თულ ეპო­ქა­ში კელ­ტე­ბის ტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რობ­დნენ ახ­ლან­დე­ლი ირ­ლან­დი­ის, ინ­გლი­სი­სა და ჩრდი­ლო საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, წე­ლი­წადს ყოფ­დნენ ორ ნა­წი­ლად - ზამ­თრად და ზა­ფხუ­ლად. 31 ოქ­ტომ­ბე­რი მათ­თვის წლის ბოლო დღე იყო. ეს დღე აღ­ნიშ­ნავ­და მო­სავ­ლის აღე­ბის დამ­თავ­რე­ბას და გა­დას­ვლას ახალ - ზამ­თრის დრო­ზე, რო­მე­ლიც წე­ლი­წა­დის "ბნე­ლი დრო" იყო.

კელ­ტებს სჯე­რო­დათ, რომ 31 ოქ­ტომ­ბერს მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ დე­და­მი­წა­ზე. ამი­ტომ, სახ­ლებ­ში შლიდ­ნენ სუფ­რას, რათა სუ­ლე­ბის­თვის მას­პინ­ძლო­ბა გა­ე­წი­ათ.

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში კი ჰე­ლო­უ­ი­ნი კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი შო­უ­ე­ბით, ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბით და სხვა­დას­ხვა სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

წლის ყველაზე საშიში ღამე მოახლოვდა - რას ნიშნავს ჰელოუინი

წლის ყველაზე საშიში ღამე მოახლოვდა - რას ნიშნავს ჰელოუინი

31 ოქტომბერს წლის ყველაზე "საშიში" ღამე დგება - ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გოგრებს "თვალებს" და "პირს" ჭრიან და შიგნით სანთელს დგამენ, ყველაზე მეტ საშიშ ამბავს ყვებიან, ქუჩები კი "მოჩვენებებით" ივსება.

აზიის რამდენიმე ქვეყანა, ევროპა და ამერიკა ყოველ წელს, 31 ოქტომბერს ჰელოუინს აღნიშნავს.

ამ დღის ტრადიციების დიდი ნაწილი კელტური მოსავლის აღების ფესტივალიდან მოდის. ჯერ კიდევ წარმართულ ეპოქაში კელტების ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე, წელიწადს ყოფდნენ ორ ნაწილად - ზამთრად და ზაფხულად. 31 ოქტომბერი მათთვის წლის ბოლო დღე იყო. ეს დღე აღნიშნავდა მოსავლის აღების დამთავრებას და გადასვლას ახალ - ზამთრის დროზე, რომელიც წელიწადის "ბნელი დრო" იყო.

კელტებს სჯეროდათ, რომ 31 ოქტომბერს მიცვალებულები ბრუნდებოდნენ დედამიწაზე. ამიტომ, სახლებში შლიდნენ სუფრას, რათა სულებისთვის მასპინძლობა გაეწიათ.

თანამედროვე სამყაროში კი ჰელოუინი კოსტიუმირებული შოუებით, ფოიერვერკებით და სხვადასხვა სახალისო აქტივობით აღინიშნება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს