საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი შვილიც მასთან მუშაობს და მამის გარდაცვალებას შეესწრო..." - რას ყვებიან ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები
"მისი შვილიც მასთან მუშაობს და მამის გარდაცვალებას შეესწრო..." - რას ყვებიან ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები

გუ­შინ ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გარ­დაც­ვლილ და­ვით ფორჩხი­ძეს მუ­შა­ო­ბის 9-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ მაია ფორჩხი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მათ­თან ოჯახ­ში შახ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გუ­შინ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მათ შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია არ შემ­დგა­რა.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე აცხა­დებს, რომ შახ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოჯახ­ში მის­ვლას დღე­საც გეგ­მა­ვენ.

თა­ვის მხრივ, გარ­დაც­ვლი­ლის ცო­ლის დამ მა­რე­ხი ზარ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვა არ არის.

"ბევ­რი ქალი დაქვრივ­და და და­ობ­ლდნენ ბავ­შვე­ბი... გუ­შინ სა­ღა­მოს ექვს სა­ათ­ზე მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. მისი შვი­ლიც იქ მუ­შა­ობს და მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას შე­ეს­წრო. სურ­ვი­ლი და თხოვ­ნა მექ­ნე­ბა, რომ და­ეხ­მა­რონ. სამი ობო­ლი დარ­ჩა უპატ­რო­ნოდ. მის ერთ-ერთ შვილს მა­ინც არ ჰქონ­დეს ისე­თი სამ­სა­ხუ­რი, რომ შახ­ტა­ში ჩა­დი­ო­დეს და ჩვენ ვე­ლო­დე­ბო­დეთ, რო­დის ამო­ვა", - გა­ნა­ცხა­და მა­რე­ხი ზარ­ნა­ძემ.

ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში გუ­შინ მე­შახ­ტე და­ვით ფორჩხი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. კომ­პა­ნია "საქ­ნახ­ში­რი ჯი-აი-ჯი ჯგუ­ფის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მი­წის­ქვე­შა სა­მუ­შო­ე­ბის დროს, სამ­თო მა­სის ჩა­მოშ­ლის გამო მოხ­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

"მისი შვილიც მასთან მუშაობს და მამის გარდაცვალებას შეესწრო..." - რას ყვებიან ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები

"მისი შვილიც მასთან მუშაობს და მამის გარდაცვალებას შეესწრო..." - რას ყვებიან ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები

გუშინ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვლილ დავით ფორჩხიძეს მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეუღლემ მაია ფორჩხიძემ განუცხადა, მათთან ოჯახში შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ, თუმცა ოჯახის წევრებსა და მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.

გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოჯახში მისვლას დღესაც გეგმავენ.

თავის მხრივ, გარდაცვლილის ცოლის დამ მარეხი ზარნაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი შახტაში მომხდარი ერთეული შემთხვევა არ არის.

"ბევრი ქალი დაქვრივდა და დაობლდნენ ბავშვები... გუშინ საღამოს ექვს საათზე მოხდა ეს უბედურება. მისი შვილიც იქ მუშაობს და მამის გარდაცვალებას შეესწრო. სურვილი და თხოვნა მექნება, რომ დაეხმარონ. სამი ობოლი დარჩა უპატრონოდ. მის ერთ-ერთ შვილს მაინც არ ჰქონდეს ისეთი სამსახური, რომ შახტაში ჩადიოდეს და ჩვენ ველოდებოდეთ, როდის ამოვა", - განაცხადა მარეხი ზარნაძემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გუშინ მეშახტე დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა. კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მიწისქვეშა სამუშოების დროს, სამთო მასის ჩამოშლის გამო მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი