კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატალონია დამოუკიდებლობას ზეიმობს - რა იქნება ხვალ?
კატალონია დამოუკიდებლობას ზეიმობს - რა იქნება ხვალ?

კა­ტა­ლო­ნი­ის რე­გი­ო­ნულ­მა პარ­ლა­მენ­ტმა ეს­პა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა. კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რე­ფე­რენ­დუმ­სა და პრო­ცესს მად­რი­დი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­ურს უწო­დებს და არ აღი­ა­რებს.

კა­ტა­ლო­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხრე­ე­ბი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და - 70-10-ზე. ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა კენ­ჭისყრას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დეს. თა­ვის მხრივ, ეს­პა­ნე­თი კა­ტა­ლო­ნი­ის ავ­ტო­ნო­მი­ის გა­უქ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რას იწყებს, მად­რი­დი პირ­და­პი­რი მმარ­თვე­ლო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა...

ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მა­რი­ა­ნო რა­ხო­იმ, კა­ტა­ლო­ნი­ის ავ­ტო­ნო­მი­ის სტა­ტუ­სის გა­სა­უქ­მებ­ლად უკვე გა­დად­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რათა რე­გი­ო­ნი უშუ­ა­ლოდ მად­რიდს და­ექ­ვემ­დე­ბა­როს. მას სურ­და, კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 10 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­კი­თხზე მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და რე­გი­ო­ნის პრე­ზი­დენ­ტი, კარ­ლეს პუჩ­დე­მო­ნი და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში და­ტო­ვა, - მათ მკა­ფიო პა­სუ­ხი არ ჰქონ­დათ, გა­მო­ცხად­და თუ არა კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ტა­ლო­ნია, შე­საძ­ლოა, უშუ­ა­ლოდ ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­როს - მად­რიდ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მი­სათ­ვის და­ი­წყო მზა­დე­ბა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, თუ კარ­ლეს პუჩ­დე­მო­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და, ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბა მას კონ­სტი­ტუ­ცი­ის 155-ე მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბით უპა­სუ­ხებ­და... უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, მის კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას (სხვა­თა შო­რის, უმ­ცი­რე­სო­ბის მთავ­რო­ბას), და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრე ულტრა­მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტია - CUP გა­მო­ე­ყო­ფო­და...

ეს­პა­ნე­თის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის ლი­დერ­მა, პეტ­რო სან­ჩეს­მა ოთხშა­ბათს გა­მო­ა­ცხა­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შე­უ­თან­ხმდა, და­ი­წყონ მუ­შა­ო­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მა­ზე, რათა შე­იც­ვა­ლოს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რე­გი­ო­ნე­ბის - მათ შო­რის, კა­ტა­ლო­ნი­ის - მარ­თვის წე­სე­ბი. სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტი ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ავ­ტო­ნო­მი­ის სის­ტე­მის შეს­წავ­ლა­ზე იმუ­შა­ვებ­და, რის შემ­დე­გაც პარ­ლა­მენ­ტი სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მას და­ი­წყებ­და...

თუმ­ცა, კა­ტა­ლო­ნი­ამ ორ­შა­ბათს გა­მო­ა­ცხა­და, რომ მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა უწყე­ბა, პო­ლი­ცი­ის ჩათ­ვლით, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევს მად­რი­დის მცდე­ლო­ბას, რე­გი­ონს პირ­და­პი­რი მმარ­თვე­ლო­ბა და­უ­წე­სოს... ამ გან­ცხა­დე­ბამ ეს­პა­ნე­თის ევ­რო­პე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მოწ­ვია, რად­გან შე­საძ­ლოა კა­ტა­ლო­ნი­ის პრო­ცე­სებ­მა ეს­პა­ნეთ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს.

ვი­თა­რე­ბას ამ­წვა­ვებ­და ისიც, რომ კა­ტა­ლო­ნი­ის ლი­დე­რე­ბი და პარ­ტი­ე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის მო­წო­დე­ბე­ბით გა­მო­დი­ოდ­ნენ. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მად­რი­დის პირ­და­პირ მმარ­თვე­ლო­ბას

არ შე­ე­გუ­ე­ბოდ­ნენ...

თა­ვის მხრივ, ეს­პა­ნე­თი რე­გი­ო­ნის მმარ­თვე­ლად ერთი პი­რის და­ნიშ­ვნა­ზე მსჯე­ლობ­და, მაგ­რამ კა­ტა­ლო­ნი­ის სე­პა­რა­ტის­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის თქმით, ბრძა­ნე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბა-არ­და­მორ­ჩი­ლე­ბა ერთი პი­რის გა­და­სა­წყვე­ტი არ იყო - ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შვიდ­მა მი­ლი­ონ­მა პირ­მა მი­ი­ღო...

აქამ­დე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის და­წყე­ბა­ში რუ­სეთს დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის და ამ რე­გი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვი­სი შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი აქვს... თუმ­ცა, გა­სულ კვი­რას, ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ის ორმა მდი­დარ­მა რე­გი­ონ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ავ­ტო­ნო­მი­ის გა­ფარ­თო­ე­ბას, თუმ­ცა ეს რე­ფე­რენ­დუ­მე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ჩა­ტარ­და და რო­მის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოს არ წარ­მო­ად­გენს. სე­პა­რა­ტის­ტე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ ბელ­გი­ის ფლან­დრი­ის რე­გი­ონ­სა და საფ­რან­გე­თის კორ­სი­კა­შიც.

მაშ ასე, კა­ტა­ლო­ნია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ზე­ი­მობს, თუმ­ცა, რა იქ­ნე­ბა ხვალ და რა გეგ­მე­ბი აქვთ მათ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბის­თვის, სე­პა­რა­ტის­ტი ლი­დე­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ახ­მა­უ­რე­ბენ...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

კატალონია დამოუკიდებლობას ზეიმობს - რა იქნება ხვალ?

კატალონია დამოუკიდებლობას ზეიმობს - რა იქნება ხვალ?

კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და პროცესს მადრიდი არაკონსტიტუციურს უწოდებს და არ აღიარებს.

კატალონიის პარლამენტში მომხრეები და მოწინააღმდეგეები ასე გადანაწილდა - 70-10-ზე. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს. თავის მხრივ, ესპანეთი კატალონიის ავტონომიის გაუქმების პროცედურას იწყებს, მადრიდი პირდაპირი მმართველობისთვის ემზადება...

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ, კატალონიის ავტონომიის სტატუსის გასაუქმებლად უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი, რათა რეგიონი უშუალოდ მადრიდს დაექვემდებაროს. მას სურდა, კატალონიის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა შეეჩერებინა...

მოგვიანებით, 10 ოქტომბრის საღამოს, დამოუკიდებლობის საკითხზე მოხსენებით გამოვიდა რეგიონის პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი და ადგილობრივი მოსახლეობა გაურკვევლობაში დატოვა, - მათ მკაფიო პასუხი არ ჰქონდათ, გამოცხადდა თუ არა კატალონიის დამოუკიდებლობა.

შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონია, შესაძლოა, უშუალოდ ესპანეთის მთავრობას დაექვემდებაროს - მადრიდმა საკონსტიტუციო რეფორმისათვის დაიწყო მზადება.

ხელისუფლების თქმით, თუ კარლეს პუჩდემონი დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაადასტურებდა, ესპანეთის მთავრობა მას კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებით უპასუხებდა... უარის შემთხვევაში, მის კოალიციურ მთავრობას (სხვათა შორის, უმცირესობის მთავრობას), დამოუკიდებლობის მომხრე ულტრამემარცხენე პარტია - CUP გამოეყოფოდა...

ესპანეთის ოპოზიციონერი სოციალისტების ლიდერმა, პეტრო სანჩესმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს შეუთანხმდა, დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რათა შეიცვალოს ავტონომიური რეგიონების - მათ შორის, კატალონიის - მართვის წესები. საგანგებო კომიტეტი ექვსი თვის განმავლობაში, რეგიონალური ავტონომიის სისტემის შესწავლაზე იმუშავებდა, რის შემდეგაც პარლამენტი საკონსტიტუციო რეფორმას დაიწყებდა...

თუმცა, კატალონიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე ყველა უწყება, პოლიციის ჩათვლით, წინააღმდეგობას გაუწევს მადრიდის მცდელობას, რეგიონს პირდაპირი მმართველობა დაუწესოს... ამ განცხადებამ ესპანეთის ევროპელი მოკავშირეების შეშფოთება გამოწვია, რადგან შესაძლოა კატალონიის პროცესებმა ესპანეთში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ვითარებას ამწვავებდა ისიც, რომ კატალონიის ლიდერები და პარტიები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდებებით გამოდიოდნენ. მუნიციპალიტეტების განცხადებით, მადრიდის პირდაპირ მმართველობას

არ შეეგუებოდნენ...

თავის მხრივ, ესპანეთი რეგიონის მმართველად ერთი პირის დანიშვნაზე მსჯელობდა, მაგრამ კატალონიის სეპარატისტი ხელმძღვანელების თქმით, ბრძანების დამორჩილება-არდამორჩილება ერთი პირის გადასაწყვეტი არ იყო - ეს გადაწყვეტილება შვიდმა მილიონმა პირმა მიიღო...

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყებაში რუსეთს დიდი წვლილი მიუძღვის და ამ რეგიონთან დაკავშირებით, თავისი შორსმიმავალი გეგმები აქვს... თუმცა, გასულ კვირას, ჩრდილოეთ იტალიის ორმა მდიდარმა რეგიონმა მხარი დაუჭირა ავტონომიის გაფართოებას, თუმცა ეს რეფერენდუმები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ჩატარდა და რომისთვის სავალდებულოს არ წარმოადგენს. სეპარატისტები აქტიურობენ ბელგიის ფლანდრიის რეგიონსა და საფრანგეთის კორსიკაშიც.

მაშ ასე, კატალონია დამოუკიდებლობას ზეიმობს, თუმცა, რა იქნება ხვალ და რა გეგმები აქვთ მათ დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, სეპარატისტი ლიდერები ჯერჯერობით არ ახმაურებენ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"